დიზაინი

მიკრო აპარტამენტები

მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება მიკრო – აპარტამენტების , სასტუმრო – კაფსულების და ძალიან მცირე ზომის სახლების დაპროექტება . დროსთან ერთად ადამიანების ცხოვრებაც შეიცვალა , ისინი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში , შესაბამისად მათ აღარ სჭირდებათ დიდი ოთახები და ბევრი ავეჯი . მთავარი ადგილი ფუნქციურობამ დაიკავა . სტატიაში ნახავთ მსოფლიოში არსებულ 4 ყველაზე მცირე ზომის საცხოვრებელს .

mcire zomis binis dizaini

1 . ეს აპარტამენტი პოლონეთში მდებარეობს, და მას მიკრო აპარტამენტსაც ეძახიან , რადგან მისი ზომა სულ რაღაც 13 კვადრატული მეტრია . იგი დააპროექტა სიმონ ჰანსარმა . მიუხედავად იმისა , რომ აპარტამენტი პატარაა , როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს , მასში მაინც სიმსუბუქე და სივრცე იგრძნობა .13 კვადრატულ მეტრში  განთავსებულია სამზარეულო , ანტრესოლი – საძინებელი სივრცისთვის , პატარა აბაზანა , კარადები და გამოყენებულია საინტერესო , პრაქტიკულად გადაწყვეტილი ავეჯი , მაგალითად კედელზე დაკიდებული ველოსიპედი და ჰამაკი . ღია ფერები ვიზუალურად ადიდებენ სივრცეს და მისი სიმარტივე და მინიმალისტურობა უზრუნველყოფს სიმსუბუქის შეგრძნებას .

mcire zomis binis dizaini

2 . პარიზის ცენტრში მდებარე პატარა ოთახი , რომელშიც ელექტროენერგიაც კი არ იყო და მისი ზომა ზედმეტად პატარა იყო იმისთვის , რომ რაიმედ – მით უმეტეს კი საცხოვრებლად ქცეულიყო , ორმა ახალგაზრდა მევიოლინემ კომფორტულ სივრცედ აქცია . ოთახი 12 კვადრატულ მეტრს მოიცავს , იქედან გამომდინარე , რომ მისი ზონებად დაყოფა საკმაოდ რთული იყო , მფლობელებმა პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები იპოვეს , მაგალითად , სააბაზანო  მიმალულია დეკორატიული ტიხარის უკან , სამზარეულო საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტით შექმნილ პატარა ზომის სათავსოებშია ჩამალული ,  ოთახის მთავარ ნაწილს საერთო ოთახი წარმოადგენს , სადაც გაერთიანებულია საძილე და მისაღები ზონები , ფუნქციონალური ავეჯის დახმარებით საწოლი ხის კიბე – საკუჭნაოშია შემალული მაშინ , როდესაც სივრცემ მისაღების ფუნქცია უნდა შეასრულოს .

mcire zomis binis dizaini

3 . ნიკოლას ვაშანცევის მიერ დაპროექტებული 15 კვ . მ – იანი მიკრო აპარტამენტი , ფუნქციონალური ავეჯი მსგავსი ტიპის საცხოვრებლების  მთავარი ნაწილია . დიზაინერმა გამოიყენა ფუნქციონალური დივანი , რომელიც მარტივად იქცევა საწოლად . აქ ბევრი დამალული სათავსოა  , სლაიდური გარდერობი და ყველა საჭირო პირობა და კომფორტი იმისთვის , რომ მასში ერთმა , ან ორმა ადამიანმა იცხოვროს

mcire zomis binis dizaini

4 . ტაივანურმა სტუდიამ A little design ტაივანში , ტაიპეიში დააპროექტა ფუნქციონალური მცირე ზომის საცხოვრებელი , რომელიც 17 კვადრატულ მეტრს მოიცავს , ჭერის სიმაღლე 3 , 4 მეტრია . აპარტამენტის მფლობელი ხშირად მოგზაურობს , ამიტომ მას უნდოდა მცირე ზომის საცხოვრებელი , სადაც მცირე დროის გატარებას შეძლებდა . ბინა აღჭურილია ყველა საჭირო ტექნიკით ( სარეცხის მანქანა , ელექტრო ღუმელი ) , ავეჯით ( დივანი ,საწოლი , სათავსოები ) , აბაზანა და სამზარეულო ფუნქციურად  სრულფასოვანია . ანტრესოლში განთავსებულია საძინებელი , გამოყენებულია თეთრი ფერები , თუმცა ხვადასხვა მასალები ,  ხე . სწორედ ფერებისა და ფუნქციონალური ავეჯის დამსახურებით აპარტამენტში სივრცეები ღიაა და არ არის გადატვირთული .

mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini
mcire zomis binis dizaini

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ