დიზაინი

რაიტის სახლი ჩანჩქერზე

როგორ შეცვალა ფრენკ ლოიდ რაიტის fallingwater ( ჩანჩქერი ) სახლმა არქიტექტურა

დღესდღეობით ფრენკ ლოიდ რაიტი ითვლება ამერიკულ არქიტექტურაში ყველაზე გავლენიან ფიგურად . მისი , როგორც არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის დიდხნიანი კარიერის განმავლობაში , თავისი ნამუშევრების დიდი სია იდეალური გახადა fallingwater სახლით .

რაიტმა ეს 1930 – იანი წლების სახლი აღწერა , როგორც ყველაზე დიდი არქიტექტორული გამოცდილება . მისი შექმნისას არქიტექტორის მტავარი მიზანი და დევიზი ადამიანის ბუნებასთან ინტეგრირება იყო . სახლი ორგანულ არქიტექტურას მიეკუთვნება .

frenk loid rigte house on waterfalls

რა არის ორგანული არქიტექტურა?

რაიტმა ტერმინი ,, ორგანული არქიტექტურა “ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაამკვიდრა , ამის მიზეზად მისი ბუნებისადმი დიდი სიყვარული იქცა , მან მიზნად დაისახა ადამიანსა და ბუნებას შორის გავლებული ზღვარის გაუფერულება , და მოახერხა კიდეც .

THE FALLINGWATER HOUSE

1935 წელს , რაიტს კაუფმენებმა , პენსილვანიის გავლენიანმა ოჯახმა , მათი დაძველებული საზაფხულო სახლის ჩანაცვლება სთხოვეს , რადგან აპალაჩის მთებში , მდინარე BEAR RUN ის მიმდებარე ტერიტორია , რომელიც სწორედ ამ სახლის ადგილსამყოფელი გახლდათ , კაუფმანებს აფიქრებინა , რომ ეს სწორედ ფრენკ ლოიდ რაიტს უნდა გაეკეტებინა . რაიტმა კი მოულოდნელი და გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო – გაეკეთებინა სახლი ჩანჩქერზე , გავლენიანი ოჯახის სურვილი , რომ ხედი ჰქონოდათ კასკადზე , არქიტექტორმა სრულჰყო .

frenk loid rigte house on waterfalls

ექსტერიერი – კამუფლაჟი

რაიტმა საკმარისი ინსპირაცია მიიღო მიმდებარე ტერიტორიისგან , რომლის კასკადური ფორმებიც სახლის ექსტერიერის მთავარ იდეად იქცა . დაცემის , ვარდნის ეფექტის მისაღებად ქვის სარტყელი გამოიყენა .

 სახლის ფასადი რაიტის მასალებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს . გარე კედლები ლოკალური POTSTSVILLE ქვიშაქვებისგან და გაძლიერებული ბეტონისგანაა აშენებული . ბეტონი შედგება ცემენტის , ქვიშისა და მდინარის ქვიშისგან შედგება . ტერასები და აივნები შეღებილია ნეიტრალურ ფერებში .

frenk loid rigte house on waterfalls

ექსტერიერის შემოტანა ინტერიერში

რაიტმა ასევე ამ სახლის ინტერიერზეც იმუშავა , სახლის ცენტრში  განთავსებულია ბუხარი , რომელსაც ორი რიყის ქვა ხდის გამორჩეულს , აღსანიშნავია რომ ეს ქვები სახლის მშენებლობამდეც აქ იყო . ყველა აქცენტი წითლადაა შეღებილი . სახლს ბევრი გასაოცარი და მოულოდნელი დეტალი აქვს , მაგალითად კიბე , რომელსაც მისაღები ოთახიდან პირდაპირ მდინარეზე ჩააყავს მნახველი . იატაკები ქვისაა , განიერი კუთხის ფანჯრები კი უზრუნველყოფენ ბუნების სახლში შემოყვანას , და სწორედ იმ საზღვრების წაშლას რასაც რაიტი თავისი შემოქმედებით ცდილობდა .

frenk loid rigte house on waterfalls

რაიტის სახლი დღეს

კაუფმანები სახლის მფლობელები 1963 წლამდე იყვნენ , შემდეგ ედგარ კაუფმანმა იგი დასავლეთ პენსილვანიის ბუნების დაცვის კომიტეტს გადასცა და დრეს ის მუზეუმის ფუნქციას ასრულებს .

frenk loid rigte house on waterfalls
frenk loid rigte house on waterfalls

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ