იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ბეტონი ინტერიერში

ბეტონი მხოლოდ ინტერიერის გამოსაცოცხლებელი მასალა არ არის , ამ მასალით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თანამედროვე დიზაინი . ბეტონის აქცენტები ბოლო წლების მნიშვნელოვან და ჯერჯერობით უცვლელ ტრენდად რჩება .

მისი გამოყენების არა ერთი მიზეზი არსებობს , თუ თქვენ გიყვართ არაორდინალური გადაწყვეტილებები , ბუნებრივი ფაქტურები და მყუდრო გარემო , მაშინ ბეტონი სწორედ თქვენთვისაა .

3 მიზეზი ბეტონის გამოყენებისთვის :

  • საინტერესო ფაქტურა . არაერთგვაროვანი ზედაპირი და ბეტონის ცივი ელფერები ქმნიან უნიკალურ და საინტერესო გარემოს დიდი ხარჯების და მატერიალების სიმრავლის გარეშე .
  • ჰარმონიული შეხამება სხვა მასალებთან . ბეტონთად ერთად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ  ხის , მეტალის , მინის , აგურის მასალები და სხვადასხვა ქსოვილები .
  • მინიმალური ძალისხმევა . თქვენ შეგიძლიათ კედლები უბრალოდ გაათავისუფლოთ სხვადასხვა ფონებისგან და ბეტონის ფაქტურა უბრალოდ სპეციალური დამცავით გადაღებოთ – ეს სრულიად საკმარისი იქნება .

არ იფიქროთ , რომ ბეტონის გამოყენება დიზაინში მოსაწყენი იქნება და პირქუშ გარემოს შექმნის . რა თქმა უნდა , ნაცრისფერი კედლები ძალიან ლაკონურად და მკაცრად გამოიყურება , თუმცა აქსესუარებისა და აქცენტების დამატებით ატმოსფერო გამოცოცხლდება და მინიმალისტურ სურათს უფრო საინტერესოს გახდის .

ბეტონის დახმარებით შესაძლებელია საინტერესო ტექსტურების მიღება . ეს მასალა ასევე იდეალურია სახლის ფოტოზონის მოსაწყობად . ინტერიერში ბეტონის გამოყენების შემთხვევაში საკმარისია უბრალოდ დეკორაციები ცვალოთ ტენდენციების შესაბამისად .

ამ მასალის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი სახით , ნებისმიერ ოთახსა თუ ზონაში . მისი აქტუალურობა წლებია არ იკარგება , შესაბამისად თქვენ გარანტირებული გაქვთ მუდმივად მოდურ და თანამედროვე ტენდეციების შესაბამის ინტერიერში ცხოვრება.

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ