იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

თანამედროვე სტილების შერწყმით შექმნილი თანამედროვე დიზაინი

უნიკალური სახლი , რომლის დიზაინერი და ვიზუალიზაციის ავტორია York Architects , წარმოგვიდგენს თანამედროვე სტილების საინტერესო კომბინაციას .

საერთო ოთახში შესვლისთანავე მოხვდებით ზეთისხილისფერი მწვანე და თბილი ტერაკოტას ფერებში გადაწყვეტილ გარემოში . ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს საკმაოდ თვალშისაცემი ხალიჩა . სახლის ეს ნაწილი ძალიან კონტრასტულია სამზარეულოს ზონასთან , რომელიც თეთრი და მინიმალისტურია .

ფერადი ნახატები , მწვანე დივანი და და ტერაკოტას ფერში გადაწყვეტილი ტელევიზორის კედელი მთლიანობაში მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნიან .

სამზარეულოში თეთრი ფერი დომინირებს , ავეჯის მინიმალისტურობა , სწორი ხაზები საოცრად მსუბუქად წარმოაჩენენ ინტერიერს.

სამზარეულოს თეთრი თემატიკა გრძელდება ტერასაზე , რომელიც დატვირთულია მცენარეებითა და თეთრი ავეჯით .

მინიმალისტური და სრულიად თეთრია ასევე გარდერობის ოთახი , თეთრის ფონზე თვალშისაცემია იატაკი , რომელსაც სხვადასხვა ფერის მცირე დეტალები აქვს .

სამზარეულოსა და მისაღები სივრცის ერთგვარი ნაზავი საძინებელი ზონაა , თეთრი კედლები , სტაფილოსფერი , წითელი , ხისფერი და პასტელური ცისფერი აქცენტები საძინებელს მშვიდს და ჰაეროვანს ხდის .

ტერაკოტას ტონები ისევ ბრუნდება აბაზანაში კედლის პანელების სახით . მიუხედავად იმისა , რომ ამ პატარა სივრცეში ეს ფერი დიდი დოზითაა გამოყენებული , მთლიანობაში ინტერიერი მაინც მსუბუქია .

სახლის მეორე საძინებელი სამზარეულოს მინიმალისტურ ხაზს მიყვება და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი . თუმცა მას არაჩვეულებრივად აბალანსებს საწოლის მოპირდაპირე კედელზე მოწყობილი სამუშაო ზონა შავი აქცენტებითა და ოთახის მცენარეებით . შავი ფერი ასევე გამოყენებულია ამ საძინებლისა და საერთო სივრცის გამყოფ ვიტრაჟში .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ