იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ინტერიერები , რომლებიც ასხივებენ ხის მასალის სითბოს

ხე დიდი ხანია გამოიყენება ინტერიერებში თავისი ბუნებრივი სილამაზისა და თბოგამტარობის გამო . თანამედროვე დიზაინები , რომლებიც ხასიათდება  მარტივი ხაზებითა და მინიმალისტური ფორმებით , ხშირად , ხის ელემენტებითაა დატვირთული . ამ მასალის ინტერიერში ნებისმიერი სახით გამოყენება გარემოს ბევრად მშვიდს და მყუდროს ხდის . სტატიაში წარმოგიდგენთ სამი სახლის ინტერიერს და გაჩვენებთ , როგორ შეუძლია ხეს განსაკუთრებული გახადოს ნებისმიერი სახლი .

1 . ნატურალური და ნეიტრალური , ეს ინტერიერი მშვიდი და მყუდროა , მასში გამოყენებული ხე – მუხაა , რომელიც ერწყმის ბეჟი ელფერის მქონე ბეტონის კედლებსა და ჭერს . რბილი ავეჯი ბეჟისა და ნაცრისფერის გარდამავალ ტონშია , რაც საერთო სურათში ძალიან კარგად ჯდება .

შუა საუკუნეების თანამედროვე კლასიკური ზიგზაგისებური სკამი გერიტ რიტვილდისგან ამშვენებს ტელევიზორის კედელს , რომელიც ყოფს სამზარეულოსა და მოსასვენებელ ზონებს . ოთახის გამყოფი ფუნქციურად დატვირთულია და ტელევიზორის კედლის გარდა ბუხრის დანიშნულებაც აქვს . რბილი ავეჯის გარდა ყველაფერი ასევე ხის მასალისგანაა დამზადებული , რომლის გასწვრივაც ხის პანელია . ბეჟ ტონებს აბალანსებს სრულიად თეთრი სამზარეულო ასევე თეთრი ტექნიკით , თუმცა მასაც აქვს თაროების სახით ხის ელემენტები .

2 . შემდეგი ინტერიერი უფრო ჰაეროვანია მაღალი ჭერისა და განიერი თაღების გამო . მუხის აქცენტები შეგხვდებათ მთელ სახლში , დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხის სავარძელია , რომელიც ალეხანდრო ესტრადას მიერაა შექმნილი . დიზაინში გამოყენებულია შავი აქცენტები ვიტრაჟისა და სკამის კარკასის სახით , ამ შემთხვევაშიც , ბეჟ ტონებს ანეიტრალებს ნაცრისფერი და ტეთრი ფერები . ინტერიერს ვარდისფერი და სტაფილოსფერი ელფერებიც დაჰკრავს , რაც საერთო დიზაინში იდეალურად ჯდება და კიდევ უფრო მყუდროს ხდის მას .

3 . შემდეგი ინტერიერის კედლების დიდი ნაწილი ხითაა მოპირკეთებული , ისინი სხვადასხვა ზომის პანელების სახითაა გამოყენებული . ამ შემთხვევაში ტონები უფრო ნეიტრალურია და ნაცრისფერსა და ბეჟ ფერებს ძალიან კარგად აბალანსებს .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ