იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

მინიმალიზმი და მაროკოული სტილი

მინიმალიზმისა და მაროკოული სტილის კომბინაცია ძალიან მოულოდნელი დუეტია . მაროკოული სტილი თავისი ბუნებით დატვირთულია სხვადასხვა ქსოვილების , მკვეთრი ფერებით , ორნამენტებითა და პრინტებით , სრულიად საპირისპიროა მინიმალიზმი თავისი უბრალოებითა და სწორხაზოვნებით . თუმცა მათი განსხვავებულობა არაჩვეულებრივად აბალანსებს ერთმანეთს , რაც U – Styles მიერ შექმნილ დიზაინში დამტკიცდა წარმატებით , აპარტამენტი ლატვიაში , ვილნიუსში მდებარეობს და 159 კვ.მ. – ია .

საერთო ოთახის ტელევიზორის კედელი მაროკოულ სტილშია უხვი ორნამენტიკით , თუმცა კედლის ფერი თეთრია და საერთო ჯამში ელეგანტურად და მსუბუქად გამოიყურება . ოთახის ერთერთი მთავარი ელემენტი მაროკოული ცისფერი ღუმელია , რომლის ფერსაც ლურჯი კედელი შეესაბამება . ამ ორი სტილის გარდა ვხვდებით ინდუსტრიულ ბეტონის ჭერს ამ სტილისთვის დამახასიათებელი განათებებით , ასევე ლურჯ კედელზე ინდუსტრიული სტილის თაროებია .

დივანი მინიმალისტურია , სწორი , სუფთა ხაზებით და ღია ნაცრისფერი ფერით , თუმცამაროკოული ხასიათი ბალიშებში იკვეთება . დიდი ფანჯრების ფონზე დაკიდებულია დაწნული სავარძელი .

ოთახის მთავარი სანათის ფორმას შეესაბამება ორი სხვადასხვა ზომის ჟურნალების მაგიდა , რომლებიც სანათის მრგვალ ფორმას იმეორებენ .

აპარტამენტში თანამედროვე სასადილო ოთახია , მონოქრომულ ფერებში , თუმცა ხის ფერი სივრცეს ათბობს და უფრო მყუდროს ხდის .

თვალშისაცემია ხისა და მეტალის კიბე  საფეხურებზეარსებული განათებებით , რაც უფრო მსუბუქს ხდის მას.

შესასვლელში მაროკოული კონსოლია ასევე მაროკოული სტილის შანდლებითა და სარკით .

საინტერესოდ გამოიყურება მთავარი საძინებელი ცისფერი კედლითა და აქცენტებით . დეკორის კედელი ბოჰოსა და ინდური სტილების მიქსს წარმოადგენს .

ცისფერი კედელი ზუსტად ტუმბოს განათებების ფერს შეესაბამება . კედლით გამოყოფილია სამუშაო სივრცე , რომელიც მინიმალისტურია არეულობის თავიდან ასაცილებლად .

მეორე საძინებლის საწოლის საზურგესაც  ინდური და ბოჰო სტილების მიქსის ორნამენტიკა წარმოადგენს . ამ ოთახში პასტელური ვარდისფერი კედელი და ბალიშებია და ამ ფერით ამ შემთხვევაშიც მინიმალისტური სამუშაო სივრცეა გამოყოფილი .

პრინტებით დატვირთულია სააბაზანო . ფილები თანამედროვე მაროკოული სტილითაა შთაგონებული , თუმცა , მთლიანობაში , აბაზანა მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება .

მესამე საძინებელი მანსარდს წარმოადგენს , სამკუთხა გადახურვით , რაც კიდე უფრო საინტერესოს ხდის მას .  დიდი ზომისა და სხვადასხვა ფორმის ტუმბოს განათებები აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას . ინდუსტრიული სტილის კედელს დიდი ზომის ნახატი ძალიან უხდება . ოთახში რამდენიმე მცენარეა , რაც აცოცხლებს მონოქრომულ სივრცეს და მყუდროს ხდის მას , საძინებელის ცალკე აქვს გარდერობის ოთახი , რომლის მთავარი ფერიც მთელ სახლში სხვადასხვა ადგილას გამოყენებულ ლურჯ – ცისფერ ტონალობებს შეესაბამება . ოთახის სტილისტიკას იმეორებს მისი სააბაზანოც , ინდუსტრიული , მინიმალისტური და მაროკოული ელემენტებით .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ