იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

პატარა აპარტამენტები

სტატიაში ნახავთ 50 კვადრატულ მეტრზე პატარა ფართობის საცხოვრებელს , რომლებიც მიუხედავად ზომისა . კომფორტული და სრულყოფილია ცხოვრებისთვის . გამოიყენეთ იდეები თქვენი პატარა აპარტამენტების მოწყობისას .

პირველი აპარტამენტი 20 კვადრატული მეტრია , თუმცა  ნიჭიერმა დიზაინერებმა პიოტრ მატუჟეკმა და გოსია გზარნიმ მოახერხეს მისი ისე მოწყობა , რომ სულაც ვერ იგრძნობთ სახლის სიმცირეს . ღია ფერები და მარტივი ხაზები ყოველტვის ზრდის ვიზუალურად სივრცეს . დიზაინერებმა მონოქრომატული ფერები და ღია ფერის ხე გამოიყენეს . ტრანსფორმირებადი საწოლი დღის ერთ ნახევარში უბრალოდ კედლის ფუნქციას ასრულებს , მეორეში კი საწოლის . სახლი ახლანდელი მეპატრონის ბებიას ეკუთვნოდა , სწორედ ამიტომ , სავარძელი და რამდენიმე ნივთი , რომელიც ბებიას ეკუთვნოდა შენარჩუნებულია და არაჩვეულებრივადაა ინტერიერზე მორგებული . სტილისტიკა დაცულია აბაზანაშიც , თუმცა აქ უფრო მეტი ფერი  და მასალაა გამოყენებული .

ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat

მეორე აპარტამენტი სოლო დიზაინ სტუდიოს მიერ არის შესრულებული ახალგაზრდა წყვილისთვის . აქ თითოეული კედელი კარგადაა ათვისებული და აპარტამენტის მცირე ფართობის მიუხედავად ზონებიც კარგადაა გამოყოფილი . გამოყენებულია შედარებით მუქი ფერები , თუმცა დღის სინათლე ამ სიმუქეს აბალანსებს და საცხოვრებელიც ვიზუალურად არც ისე პატარად გამოიყურება . საძილე ზონა ფარდითაა გამოყოფილი .

ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat

მესამე აპარტამენტი უკრაინელი არქიტექტორის – ნასტია ანტონიუკის მიერ არის შექმნილი და იგი 43 კვადრატულ მეტრს მოიცავს . გამოყენებულია შავი გლუვი ზედაპირები . ოთახის ცენტრში განთავსებულ ერთი შეხედვით ტელევიზორის კედელში კარგადაა ჩამალული აბაზანა . საძილე ზონაში თეთრი ფერი დომინირებს , თუმცა ფერადი სკამიტა და აქსესუარებით ეს აქრომატულობა გახალისებულია . მთლიანობაში სახლი ვინტაჟურ – ინდუსტრიულ სტილშია გადაწყვეტილი  და ორიგინალური სანათებით დატვირთული .

ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat
ideebi patara apartamentis mosawyobat

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ