იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

როგორ შევარჩიოთ პლინტუსი

ინტერიერში ერთი შეხედვით ისეთ უმნიშვნელო დეტალს , როგორიც პლინტუსია , შეუძლია მთელი ხასიათი შეუცვალოს სივრცეს . სტატიაში გაეცნობით დიზაინერების რამდენიმე რჩევას პლინტუსის ფერისა და მასალის შესარჩევად .

1 . უარი თქვით პლასტმასის პლინტუსებზე , ისინი ინტერიერში იაფფასიანად გამოიყურება , არც გამძლეობით გამორჩევა და დიდი ალბათობით პერიოდულად შეგახსენებთ თავს სხვადასხვა ზონებში დაზიანებებით , განსაკუთრებით იმ შემთხვევაში , თუ ბავშვები გყავთ . შეგიძლიათ პლასტმასის ნაცვლად გამოიყენოთ ხის , ალუმინის , MDF ან პოლიურეთანის მასალისგან დამზადებული პლინტუსები , რომლის გადაღებვაც ნებისმიერ ფერში შეიძლება .

2 . მომგებიანი გადაწყვეტილება – თეთრი მაღალი პლინტუსია , რომელიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს და ნებისმიერი სიმუქის სივრცეს უხდება . მათ შეუძლიათ დაფარონ გარკვეული მინუსები , მაგალითად უსწორმასწორო კედლები . ღია ფერის ინტერიერებში თეთრი პლინტუსები ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და პასტელურ ფერებს უსვამს ხაზს .

3 . ვიწრო სივრცეებისთვის აირჩიეთ იატაკის შესაფერისი პლინტუსი – ასეთ შემთხვევაში ჯობია პლინტუსი იატაკის მოსაპირკეთებელ მასალასთან ერტად იყიდოთ , რადგან მნიშვნელოვანია ისინი ერთ ფერში იყოს , რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს და განიერს გამოაჩენს .

4 . დაბალი ჭერის შემთხვევაში შეარჩიეთ პლინტუსები კედლის ფერში , ან უბრალოდ გადაღებეთ ისინი ერთი და იგივე საღებავით .

5 . კლასიკური ვარიანტი – პლინტუსი კარის ფერში , იმ შემთხვევაში , თუ კარის ჩარცო სხვა ფერისაა , მაშინ კარის ჩარჩოს ფერში . ამ გზით კარიც და პლინტუსიც ინტერიერის მნიშვნელოვანი დეკორატიული ნაწილი გახდება .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ