იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ქსოვილი ავეჯისთვის

ქსოვილი ავეჯისთვის

როგორ შევარჩიოთ რბილი ავეჯისთვის ქსოვილი

როგორ შევარჩიოთ რბილი ავეჯისთვის ქსოვილი , როდესაც ვყიდულობთ ახალ ავეჯს ან ძველს ვუკეთებთ რესტავრაციას ! დღევანდელ ბაზარზე წარმოდგენილია ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანი .

დღეს მოგიყვებით , პოპულარულ ქსოვილებზე , მათ სახეობებზე , ცვეთაუნარიანობაზე და კატეგორიებზე .

ყველა საავეჯე ქსოვილი შეიძლება დაიყოს რამოდენიმე კატეგორიათ :

  •  მყარი
  •  საექსპლუატაციო თვისებებით .
  •  ვიზუალური სიმსუბუქე
  • ფასი

რაც უფრო მყარია ნაჭერი და დიდია მისი ფასი , მით უფრო იზრდება მისი კატეგორია . მაგალითად :

  •   სკაჩვარდი , ბამბა , მსუბუქი შინელი – 1 კატეგორია .
  •  მკვრივი ბამბა , ზამში , ფლოკი , ვილვეტი – 2 , 3 კატეგორია .
  • გობელინი , მყარი შინელი , ფაკარდი – 4 კატეგორია
  • ხელოვნური ტყავი , არპატეკი , ნახატიანი ზამში – 5 ,6 კატეგორია .
  • ძვირფასი , ნატურალური და მყარი ტყავი – 8 კატეგორია .

ქსოვილების სახეობები და მათი დახასიათება . 

ბელიური ( ბარხატი ) 

მასალას აქვს მდიდრული ბზინვარება და მრავალი ფერთა სახეობა . მას ამზადებენ ნატურალური და სინთეტიკური ბოჭკოების ნარევისგან . ამის გამო ქსოვილი ძალიან რბილი ბუსუსებიანი და რაც მთავარია უსაფრთხო და არა ტოქსიკურია . როგორც გადასაჭიმი , ეს მასალა უმჯობესია გამოვიყენოთ გარკვეულ ადგილებში როგორც მაგალითად : კაბინეტი , გარდერობი , მისაღები , სამზარეულო . უმჯობესია თუ არ გამოვიყენებთ ბავშვის ოთახში , რადგან ბარხატი პრეტენზიული ქსოვილია და ითხოვს მოვლას , მისი გარეცხვა მიზანშეწონილი არ არის .

qsovili nacheri rbili avejisTvis

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

სკოჩგარდი 

სკოჩგარდი ანუ უფრო მარტივად – საავეჯე გადასაჭიმი ბამბა , მზადდება ნატურალური ბოჭკოსგან . სასიამოვნო შესაგრძნობიმსუბუქი და საკმაოდ მყარი მასალაა . მისი გასუფთავება ადვილია . ის ფაქტიურად არ იწვება და კარგად იტანს წყლის ზემოქმედებას . ამგვარი ქსოვილი შესანიშნავად გამოიყურება მისაღები ოთახის ავეჯზე , აგრეთვე საძინებელში , ბავშვის ოთახში და აბაზანაშიც  კი .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ჟაკარდი 

ჟაკარდი არაჩვეულებრივი მასალა , საკმაოდ მყარი და გამძლე . მისი დამზადების პროცესიც განსხვავებულია . ძაფები მჭიდროთ არის შექსოვილი ერთმანეთში , ამიტომ ქსოვილი გამოდის გამძლე და ფაქტურული . ჟაკარდი იდეალური მასალაა ავეჯზე გადასაჭიმად , რადგან ის თითქმის არ ცვდება , ინარჩუნებს პირველად სახეს და ფორმას , ადვილად იწმინდება და აქვს მდიდარი ფერთა გამა .

qsovili nacheri rbili avejisTvis

თერმო ჟაკარდი 

უმრავლესობა გადასაჭიმი ქსოვილებისა , თანამედროვე და კლსაიკური ტექნოლოგიებით მზადდება . ჟაკარდის შემადგენლობაში არის , თეთრი შეუღებავი ქსოვილი , რომელზეც ეფინება თერმო ფურცელი , დატანილი ნახატით , შემდეგ ისინი ცხელდება ,საღებავი ღმად ჩადის ქსოვილში და მყარდება. ამ პროცედურის შემდეგ ქსოვილი მზად არის ექსპლუატაციისთვის .

qsovili nacheri rbili avejisTvis

შინელი 

ამ ქსოვილის წარმოება ხდება სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური ბოჭკოებისგან . ძაფები გადაგრეხილია სპირალისებურად და კვეთენ ერთმანეთს განზე და სიგრძეზე . ამიტომ შინელი ითვლება ყველაზე გამძლე და მყარ მასალად . აგრეთვე გეტყვით იმასაც რომ , შინელი არ იწოვს სუნს , ის ეკოლოგიურად სუფთაა და ჰიპოალერგიულია , ვერ იტანს სველი ხერხით გაწმენდას . შინელი ერთ – ერთი იდეალური გადასაჭიმი მასალაა უამრავი ფერით და ნახატით . ამ მასალის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია და მარტივი თითქმის ყველანაირი რბილი ავეჯისთვის .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ფლოკი 

ამ მასალის დამზადება ხდება შემდეგი გზით . ხელოვნური ბეწვი ედება ბამბას ან სატინას , პოლიესტერს , სარჟას სპეციალური დასაწებებელი საშუალებით , რის შედეგადაც გამოდის რბილი , ფუმფულა ქსოვილი . იგი გამძლეა ნებისმიერი დასვრის და ზემოქმედებისადმი .

qsovili nacheri rbili avejisTvis

მიკროფიბრა 

მიკროფიბრა თანამედროვე მასალაა . იგი ჰაერგამტარი , აგრესიული ზემოქმედებისგან დაცული და ვიზუალურად საკმაოდ ლამაზია . ამ ქსოვილის შემადგენლობაში შედის ორი კომპონენტი – პოლიამიდი და პოლიესტერი . ქსოვილი ძალიან მდგრაია , ადვილად ირეცხება .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ხელოვნური ტყავი 

ხელოვნური ანალოგები ნატურალური ტყავი , გაგაკვირვებთ მისი გამძლეობით  და პრაქტიკულობით . ხელოვნური ტყავი ორიგინალისგან განსხვავებით იაფფასიანია .  იგი ადვილად იწმინდება , არ იწოვს სისველეს და არ იჟღინთება , აგრეთვე არ არის ტქოსიკური . ერთ ერთი ნაკლი რაც ამ მასალას აქვს ნაკლებად გამძლეა ზემოქმედებისგან .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ხელოვნური ზამში 

ხელოვნური ზამში პრაქტიკული ქსოვილია , სასიამოვნოა , ვიზუალურად ლამაზი და ხანგძლივი მოხმარებისთვის გათვლილი . იგი არ ექვემდებარება დეფორმაციას , არ იცვითება და თითქმის არ იგროვებს მტვერს . მისი გაწმენდა შეიძლება მშრალი მეთოდით , მტვერსასრტუთით ან ჩოთქის მეშვეობით .

ავეჯის ქსივილის ორი სახეობიდან ( ნაჭრის და არანაჭრის ) ჯობია ავირჩიოთ პირველი , რადგან ის განსხვადება , ის უფრო ხარისხიანია , მიუხედავად იმისა რომ უფრო ძვირია ვიდრე არანაჭრის .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ნატურალური ტყავი 

ნატურალური ტყავის ქსოვილს აქვს ბევრი დადებითი თვისებები . იგი ხარისხიანი და ძვირად ღირებულია . აღსანიშნავია რომ ავეჯისთვის წარმოებაში იყენებენ –  ცხენის , ღორისა და ცხვრის ტყავს . ტყავი ელასტიურია , არ აქვს ნაკეცები და ბურთულებიანი ზედაპირი , მისი ზედაპირი სწორია .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ვილვეტი

ვილვეტი 100% ბამბაა  , მას აქვს მრავალი ფერი და ტონალობა ძირითადად ერთ თონიანია , ზოლით . ვილვეტის ფაქტურა ასევე იყოფა სამ ნაწილად – განიერი ზოლით , საშუალო და რთული ზოლით .

qsovili nacheri rbili avejisTvis

ვილვეტის მოვლა ითხოვს დროს და სიფრთხილეს , რადგამ მისი გარეცხვა და გაწურვა მიზანშეწონილი არ არის . მთლიანობაში ვილვეტით გაფორმებული ავეჯი , პრაქტიკული , სასიამოვნო , რბილი და ლამაზია .

არპატეკი

ამ ხარისხის გადასაჭიმი ქსოვილი არაფრით ჩამოუვარდება ტყავს , იგი უბრალოდ სინთეტიკურია . მის შემადგენლობაში 25 % ბამბაა , 33 % პოლიულეტანი და 42 %  ვისკოზი .  არპაკეტი ინარჩუნებს ადამინაის ტემპერატურა , არ ეკვრის და სიცივეზე არ უხეშდება . იგი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და არა ალერგიულია . სხვა ქსოვილებთან შედარებით უფრო გამძლეა , ადვილად მოსავლელი და არ ფუჭდება წყლისა და მზის ზემოქმედების შედეგათ .

qsovili nacheri rbili avejisTvis

Leave a Reply