იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

საძინებლის დიზაინი

საძინებლის დიზაინი

საძინებელი არის ჩვენი დასვენების ადგილი , სადაც დიდ დროს ვატარებთ . რათქმაუნდა , გვინდა ეს ზონა იყოს მყუდრო და კომფორტული . ამიტომ საძინებლის დიზაინის არჩევისას აუცილებელია კონკრეტულ იდეები . ყველა ადამიანი ცდილობს , რომ მისი დასვენების ადგილი იყოს არა მხოლოდ მოხერხებული , არამედ ვიზუალურად სასიამოვნოც . ამისთვის საჭიროა ყველა ნიუანსის გათვალისწინება : როგორ განთავსდება ავეჯი , ფერთა პალიტრა , დეკორის რომელ ელემენტებს მივანიჭებთ უპირატესობას და ა.შ . განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოთახის ზომებს , თუ ის პატარაა მისი ავეჯით გადატვირთვა მიზანშეწონილი არ იქნება , ასეთი დიზაინი საბოლოოდ გამოიწვევს დისკომფორტს . პატარა ტერიტორიაზე საკმარისია ერთი საწოლი , კომოდი და პატარ – პატარა წვრილმანები , დამატებითი მორთულობის სახით .

თუ ოთახი მოზრდილი ზომისაა , ის უნდა იყოს პირველ რიგში ნათელი , რადგან ჩაბნელებული ოთახი ფსიქიკაზე მოქმედებს , დამთრგუნველად . საძინებლის დიზაინი უნდა იყოს უბრალო და გემოვნებით შესრულებული .

sazineblis interieris dizaini

საძინებლის სტილის შერჩევა

საძინებელი ოთახის დიზაინისთვის უკეთესია ავირჩიოთ თანამედროვე დიზაინი – ერთ სტილში . ყველაზე პოპულარულია ხუთი მათგანი : კლასიკა , ეთნო , მინიმალიზმი , პროვანსი და მოდერნი . მოდით განვიხილოთ მათი მთავარი თვისებები .

კლასიკური სტილი

კლასიკა არ ბერდება , ამიტომ თავის აქტუალობას ის არ კარგავს . ძირითადი თავისებურება ასეთი ინტერიერის არის ნატიფი და ელეგანტური ხასიათი , რასაც ხაზს უსვამს ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი , თბილი ტონები , მდიდარი ტექსტურა და ძალიან ბევრი სინათლე .

ეთნიკური სტილი

ასეთი დიზაინის მთავარი არსი მდგომარეობს ინტერიერის უჩვეულობაში , რომელშიც ორგანულადაა შერწყმული სხვადასხვა ტრადიციების მოტივები . ელემენტების შერჩევას უნდა მივუდგეთ სერიოზულად . აქცენტი გავაკეთოთ დიდ ნახატებზე , ღია შეფერილობებსა და ნაციონალურ ორნამენტებზე .

სტილი პროვანსი

ასეთი ინტერიერი გამოირჩევა სინაზით და რომანტიულობით . მისგან იგრძნობა ნოტები მყუდრო პარიზიდან . საძინებელი პროვანსის სტილში უნდა გავაფორმოთ თბილ ფერებში , გამოვიყენოთ ნატურალური მასალა , უბრალო ნაჭრები და სენტიმენტალური მორთულობა .

სტილი მოდერნი

ეს სტილი ერთდოულად აერთიანებს უბრალოებას და ფუფუნებას , მაგრამ ეს ფუფუნება შემაწუხებელი არ არის . ინტერიერი არის შავ – თეთრ და ნაცრისფერ – ბეჟ ტონებში , მინიმალური ავეჯი და სწორი , ერთგვაროვანი კედლები .

სტილი მინიმალიზმი

ეს სტილი გულისხმობს უბრალო ავეჯის გამოყენებას , მთლიანად ამოღებულია ზედმეტი დეკორი . მორთულობათ შეიძლება იყოს გამოყენებული მაგალითად ერთი იატაკზე დასადგამი სარკე , დიდი სურათი , ხე ვაზაში , პატარა ქანდაკება და ა.შ

sazineblis interieris dizaini

 

საძინებლისთვის ფერის შერჩევა

საძინებლის დიზაინის შერჩევისას ერთ – ერთი მთავარი , რაზეც უნდა ჩამოყალიბდეთ არის ფერთა გამა . აქ მთავარი როლს თამაშობს შემდეგი ფაქტორები : ინდივიდუალური უპირატესობა , პირადი აღთქმა , გაფორმების ძირითადი წესები . მოსაპირკეთბელი სამუშაოების დროს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ისეთი გაგება , როგორიცაა ფერთა ფსიქოლოგია . ამა თუ იმ ფერს შეუძლია , როგორც დაამშვიდოს , ასევე გააღიზიანოს ადამინი .

რა უნდა გავითვალისწინოთ ?

  • საძინებლისთვის ყველაზე შესაფერისი პასტელის ფერებია , რომელიც ამშვიდებს და ხელს უწყობს კომფორტულ დასვენებას . ესეთია – თეთრი , ვარდისფერი , ნაცრისფერი , ჩალისფერი და ატმისფერი . აგრესიული და ზედმეტად ნათელი ფერები უმჯობესია არ გამოიყენოთ .
  • თუ საძინებელი ოთახი გამოდის ჩრდილოეთ მხარეს , მაშინ ოპტიმალური იქნება გავაფორმოთ ინტერიერი რძისფერ და ღია ნარინჯისფერ ტონებში .
  • თუ საძინებელში მთელი დღის განმავლობაში შემოდის მზის სინათლე , მაშინ სჯობს ცივი ფერები , როგორიცაა ცისფერი , მეტალისფერი , ლურჯი და მწვანე ფერების გამოყენება .
  • თუ თქვენ გსურთ , რომ თქვენი საძინებელი იყოს ნათელ ფერებში , მაშინ ეს შეიძება დეკორის სახით გამოხატოთ . აქცენტი გააკეთეთ ბალიშებზე , ბრებზე , ლარნაკებსა და ხალიჩებზე .
  • ბევრი ადამინი უპირატესობას ანიჭებს ინტერიერში ხის გამოყენებას , ამ შემთხვევაში ავეჯი უფრო ორგანული გახდება . გამოიყენეთ მარგალიტისფერი , ოქროსფერი და იასამნისფერი .

sazineblis interieris dizaini

საძინებლის დეკორი და მორთულობა

სანამ დაიწყებდეთ საძინებლის გაფორმებას სხვადასხვა აქსესუარებით , გახსოვდეთ , რომ მორთულობა და დეკორი წარმოადგენს ინტერიერის მთავარ შემადგენელ ნაწილს . ზუსტად ეს დეტალები აძლევენ ტონს მთელ დიზაინს . რა უნდა გავითვალისწინოთ ოთახის მოპირკეთებისას და რაზე გავაკეთოთ აქცენტები ?

  • თუ თქვენი საძინებელი არის პატარა ზომის და მდებარეობს ბნელ მხარეს , მისი ვიზუალურად გაზრდა შეუძლია ღია ფერის შპალერსა და ფარდებს  . რეკომენდირებულია სარკეების , ისინის ვიზუალურად ადიდებენ ოთახს .
  • სიმყუდროვეს და ინტიმურობას ოთახს ანიჭებს კედელზე დასაკიდი ბრა – საწოლის თავზე . მაგიდაზე დასადგამი სანათები – რომლებიც რბილად გამოსცემენ სინათლეს .
  • თუ თქვენი ოთახი დიდია და ეს თქვენ გაწუხებთ , დაკიდეთ საწოლის თავზე ბალდახინი , ის დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი განმარტოვებულად და მყუდროდ .
  • იატაკის მოსაპირკეთბლად იხმარეთ ხალიჩა , ის ორგანულად ერწყმის დიზაინს და აძლევს ოთახს შინაურ ატმოსფეროს .
  • თუ თქვენი საძინებელი გამოირჩევა დიდი ზომებით და აუცილებლად გინდათ მისი გაფორმება თოვლისფერ – თეთრ ტონებში , მაშინ გამოიყენეთ რბილი ზედაპირები , ამ შემთხვევაში ოთახი გამოჩნდება არა ყინულივით ცივი , არამედ გამოსცემს სასიამოვნო სიგრილეს .
  • თუ თქვენ ოცნებობთ მკაცრ დიზაინზე , დაგჭირდებათ მუქი ფარდები , ლამინატის იატაკი  და შპალერი ცივ ტონებში .
  • რომანტიული საძინებლისთვის რეკომენდირებულია შეავსოთ ის ყვავილებიანი ბალიშებით , პატარა ხალიჩებით , რბილი სათამაშოებით და სხვადასხვა სუვენირებით .
  • მათ ვინც გეგმავს მიანიჭოს ოთახს მსუბუქი , ჰაეროვანი ატმოსფერო ვურჩევთ გამოიყენოთ ხის და მინის დეკორი , ასე თქვენ იგრძნობთ ბუნებასთან კავშირს .

sazineblis interieris dizaini

საძინებლის ვარიანტები ნებისმიერი გემოვნებისთვის

გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და თანამედროვე ინტერიერის სტილის ტოპ ათეულს , რომელთა შორის აუცილებლად მოიძებნება ისეთი ,  რომელიც შეესამება თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს .

sazineblis interieris dizaini

კლასიკა – ფუფუნება  კეთილშობილება , მეფური მიმზიდველობა და დახვეწილობა – ასე შიეძლება დავახასიათოთ კლასიკური სტილი . ინტერიერში დასაშვებია მდიდარი მოპირკეთება , ყოფითი მხატვრობა , მოოქროვება და ძვირფასი მორთულობა . მაგრამ ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული ავეჯით . მასალა გამოიყენება მხოლოდ ნატურალური .

sazineblis interieris dizaini

აღმოსავლეთი – აღმოსავლური სტილი გულისხმობს სხვადასხვა კულტურებს – ჩინურს , იაპონურს , მაროკოს , ინდურს და ა.შ საძინებლის გასაფორმებლად აღმოსავლურ სტილში შეიძლება ავიღოთ , როგორც ცალკეული ქვეყანა ისე საერთო იდეები . ასეთი ინტერიერის ძირითადი ატრიბუტებია – ხალიჩა , ორნამენტები , ბალიშები და სხვა .

sazineblis interieris dizaini

ჰაიტეკი – ეს სტილი ნიშნავს იმას , რომ თქვენ გეგმავთ გააფორმოთ  საძინებელი ტექნიკის უკანასკნელი სიახლეებით . ინტერიერში ყველაფერი თანამედროვეა . პლაზმური ტელევიზორი , იატაკი  დამათბობლებით , განათების ნაირ – ნაირი ვარიანტები , თხელი შპალერი და ა.შ . მთავარია ოთახი არ არის გადატვირთული ზედმეტი დეტალებით .

sazineblis interieris dizaini

ბაროკო – ასეთ სტილს ასევე ეძაიან ვიქტორიანულს . თუ თქვენ აპირებთ ამ სტილში მოაწყოთ საძინებელი , გაითვალისწინეთ რომ ოთახი უნდა იყოს დიდი . ინტერიერში მთავარ როლს თამაშობს ავეჯი და ატრიბუტები . ეს არის მასიური საწოლი , მძიმე დრაპირებული ფარდები , დიდი ჭაღები და ა.შ

sazineblis interieris dizaini

მინიმალიზმი – ამ სტილის ძირითადი დამახასიათებელია ზედმეტი მორთულობის არქონა , მხოლოდ ყველაზე აუცილებელი . ავეჯი უნდა შევარჩიოთ ცივ ტონებში – ეს ხაზს გაუსმევს საჭირო ატმოსფეროს . ასეთი საძინებელი გამოიყურება ერთდროულად უბრალოდ , მყუდროდ , რესპექტაბელურად და თანამედროვედ .

sazineblis interieris dizaini

პროვანსი – ბევრს ეს სტილი ერევა ” კანტიში ” , მათ აერთიანებს ერთი საერთო პროვინციული ატმოსფერო . თქვე შეგიძლიათ გაფორმებისთვის გამოიყენოთ როგორც თბილი , ისე ცივი ტონები  . მთავარია მოპირკეთება , ქაღალდის შპალერი , ხის გამოყენება დეკორში , უბრალო ჩითის ფარდები და ფარდაგები .

sazineblis interieris dizaini

ეთნო –  ეს სტილი ბოლო დროს სწრაფად იძენს პოპულარობას . გასაკვირვი არ არის , რადგან ის ქმნის აბსოლიტურ სხვა კულტრურასთან გაერთიანების შეგრძნებას . ეთნო სტილის დიზაინი გულისხმობს სხვადასხვა ორნამენტებს , ლარნაკებს , სანათებს და სურათებს .

sazineblis interieris dizaini

რომანტიკა – ეს სტილი უხდებათ სენტიმენტალურ ადამიანებს და ახალგაზრდა წყვილებს . ის ქმნის სინაზის სასიამოვნო ატმოსფეროს . ინტერიერსში გამოიყენება ტულის ფარდები , აჟურული გადასაფარებლები , მოქარგული ბალიშები , ფოტოსურათები ჩარჩოებში და ბევრი რბილი სათამაშოები . ფერთა გამა ძირითადად თეთრ – ვარდისფერ ტონებშია .

sazineblis interieris dizaini

მოდერნი – კიდევ ერთი თანამედროვე სტილი . ის უნდა იყოს მკაცრი და სოლიდური . როგორც მინიმალიზმისა და ჰაი ტეკში აქაც არ უნდა იყოს ბევრი ატრიბუტი , მთავარია პრაქტიკულობა და მოხერხებულობა . ეს სტილი უნივერსალურია . ის აერთიანებს თავის თავსი თანამედროვე დიზაინს და ოჯახურ სიმყუდროვეს . ეს სტილი ნებისმიერი ასაკისა და სოციალური სტატუსი ადამიანისთვის გამოდგება .

sazineblis interieris dizaini

 

არ დაივიწყოთ ერთი რამ – თქვენი საძინებელი – თქვენი გამოსახულებაა . ამ ოთახს შეუძლია ბევრი რამ თქვას თქვენს შესახებ , ამიტომ მისი დიზაინის სტილს და ინტერიერის გაფორმებას უნდა მიუდგეთ განსაკუთრებული ყურადღებით , მხოლოდ მაშინ მიიღებთ მყუდრო ბუდეს , რომელზეც ოცნებობდით .