იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ფანჯრის მარმარილოს რაფები

ფანჯრის მარმარილოს რაფები

ფანჯრის ღიობების  გაფორმების შესანიშნავი საშუალება

 

მარმარილოს ფანჯრის რაფების მოტაჟი არა მხოლოდ აუმჯობესებს ვიზუალურად ფანჯრის ღიობის  შეხედულებას , არამედ ხდის მას საიმედოს და გამძლეს . ქვის ფანჯრის რაფები – უნიკალურია , მათ თუნდაც პატარა ნაწილზე არის ტექსტურის არაგანმეორებადი ნახატი .

marmarilos fanjris rafa

 

მარმარილოს ფანჯრის რაფები – მონტაჟის უპირატესობები

მიუხედავათ იმისა რომ  , მარმარილოს რაფები არ ღირს იაფი , მათი უპირატესობა ფარავს ამ მინუსს .

interieris dizaini

გთავაზობთ გავეცნოთ მარმარილოს ფანჯრის რაფების ძირითად უპირატესობებს :

 

  1. ესთეტიურად მიმზიდველი შეხედულება :
  •       მარმარილოს აქვს საკმაოდ დიდი ფერების  გამა , მისი დახმარებით შესაძლებელია მივიღოთ ძალიან ლამაზი დეკორატიული ეფექტი ;
  •       შესაძლებელია მარმარილოს ხესთან ლამაზად შეხამება
  •       ქვის ზედაპირი უნიკალურია და თითოეული ფანჯრის რაფის ზედაპირზე არა გამეორებადი ტექსტურაა განთავსებული ;
  •       მარმარილოს საშუალებით შესაძლებელია რაფების მოსახერხებლათ გამოყოფა საერთო ინტერიერის ფონიდან ;

2. მარმარილოს მრავალფეროვანი სახეობა , რომელიც უხდება ამა თუ იმ სტილის ინტერიერს .

თუ ინტერიერში არის კლასიკური სტილი , მაშინ ფანჯრის რაფის გაფორმება რეკომენდირებულია ფერადი მარმარილოთი , რომელსაც მკაფიო გამოსახული ნახატი აქვს , თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელათ  , უმჯობესია შეირჩეს მარმარილო ღია ბეჯი ფერის ან რძის ფერი . მინიმალისტური სტილის ინტერიერში შესანიშნავად ჩაეწერება მარმარილო ღია სერი ფერის და არა მკაფიოთ გამოხატული ნახატით .

marmarilos fanjris rafa

 

3. ეკოლოგიური უსაფრთხოება

ეს უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან მარმარილოს რაფა არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან დამზადებული , რომელიც არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს . ამის გარდა , მარმარილოში არის ისეთი ხარისხი , როგორიც არის ჰიგიენურობა , იგი ირეცხება და მის ზედაპირზე არ გროვდება ჭუჭყი . მარმარილოს ზედაპირის დასამუშავებლათ იყენებენ ასევე ორგანულ ნივთიერებებს , რომლებიც ხასიათდებიან ასევე უვნებლობით .

4 . ნესტგამძლეობა

მარმარილოს რაფები კარგად უმკლავდებიან სინესტეს , მიუხედავად იმისა , რომ მათი ნესტის შეწოვის კოეფიციენტი სულაც არ არის ნულოვანი , მარმარილოს ფანჯრის რაფა გაშრობის შემდეგ არ განიცდის დეფორმაციას .

 

marmarilos fanjris rafa

 

 

5. ინტერიერის გამდიდრება და ვიზუალურად გალამაზება .

არანაირ ხელოვნურ მასალებს არ შეუძლიათ შეცვალონ ბუნებრივი ქვა . მარმარილოს ფანჯრის რაფის მონტაჟი ინტერიერს ხდის გაცილებით თბილს , მყუდროს და ბუნებრივს .

 

marmarilos fanjris rafa

 

6. ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მედეგობა .

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მარმარილოს რაფისა არის – სწრაფად ცვლილებადი ტემპერატურის მიმართ მედეგობა . მარმარილო არ კარგავს თავის თვისებებს როგორც ზაფხულში , ასევე აზმთარშიც , როგორც ჩართულ , ასევე გამორთულ გათბობის დროს . ფანჯრის რაფის გათბობასთან ახლოს მონტაჟი არანაირად არ მოქმედებს მის მაჩვენებლებზე . რაფის გათბობა ხდება თანაბრად , სწორედ ამიტომ არ რჩდება ფანჯრის შუშებზე ორთქლის წვეთები .

 

marmarilos fanjris rafa

 

7. პრაქტიკულობის მაღალი დონე და ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადა .

მარმარილოს რაფის მონტაჟის შემდეგ , შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ მის შეცვლაზე , რადგან მისი ექსპლუატაციის ვადა უტოლდება თვითონ სახლის ექსპლუატაციის ვადას .

თუ მარმარილოს ზედაპირზე არის პატარა ბზარები , სრულიად საკმარისია მისი გაშლიფოვკება და პოლირება . ამის შემდეგ ნჯრის რაფას ექნება კვლავ ახლის შეხედულება .

 

marmarilos fanjris rafa

 

 

8. ფორმების მრავალფეროვნება

თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ფანჯრის რთული დიზაინი , მაშინ ფანჯრის რაფაც შეიძლება მოარგორთ ამ დიზაინს . დაწყებული სტანდარტული მართკუთხედით , დამთავრებულო – ტალღისებური და ზიგზაგისებურით .

 

marmarilos fanjris rafa

9. ნებისმიერი სტილის ინტერიერთან შერწყმა .

შესანიშნავი ვარიანტია  მარმარილოსი რაფისა და ხის კოჭების შერწმა . მეტალოპლასმასის ფანჯრებიც უკეთ გამოიყურებიან მარმარილოს რაფების ფონზე .

 

marmarilos fanjris rafa

 

 

 

მარმარილოს ფანჯრის რაფების მონტაჟის ტექნოლოგია

ფანჯრის რაფის მონტაჟის საწყის სტადიაზე კეთდება იმ ზედაპირის მომზადება რომელზეც უნდა დამონტაჟდეს რაფა . ასეთ შემთხვევაში , საჭიროა ხარისხიანად ზედაპირის გასწორება . ზედაპირის სისწორის შესამოწმებლათ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტის თარაზო .

გაითვალისწინეთ , პატარა უსწორმასწორობების არსებობის შემთხვევაში , საჭიროა მაინც მათი დამატებით დამუშავება , რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში , რაფა დამაგრდება არასწორად . ზედაპირის გასასწორებლათ გამოიყენეთ სპეციალური ხსნარები . შემდეგ , ხსნარის გაშრობის თანავე , კიდევ ერთხელ შეამოწმეთ რაფის ჰორიზონტალური სისწორე .

ფანჯრის რაფის ჩამოსაჭრელად , საჭიროების შემთხვევაში , ჯერ მზომავის საშუალებით გაზომეთ გაჭრის ადგილი . კუთხოვანის საშუალებით დაიტანეთ  სწორი ხაზი ზედაპირზე . მარმარილოს საჭრელი ხელსაწყო შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის , ყველაზე ხშირათ ეს არის ელექტრო ხერხი , დანიშნული ქვების საჭრელათ . გაჭრის დაწყებამდე იზრუნეთ ფანჯრის რაფის დაფიქსირებაზე რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევით მისი გამოძრავება , რაც გამოიწვევს შეცდომებს . მუშაობის პროცესში აუცილებლათ გამოიყენეთ სპეციალური სათვალეები და ნიღაბი – უსაფრთხოებისთვის.

შემდეგ , ფანჯრის რაფის დასამონტაჟებლათ გამოიყენეთ აუცილებლათ რეზინის თავიანი ჩაქუჩი . შეამოწმეთ დაყენების სიზუსტე თარაზოთი . რაფის ფიქსაცია ხდება სპეციალური წებოვანი ხსნარით , დაფიქსირების შემდეგ განათავსეთ რაფაზე სიმძიმეები .

 

marmarilos fanjris rafa

 

 

Leave a Reply