იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ფერთა კომბინაციები სამზარეულოსთვის

მუქი თუ ნათელი ? მყვირალა თუ პასტელური ფერები ? ამ კითხვებზე პასუხები შესაძლოა სტატიაში იპოვოთ . გადაწყვეტილების მიღებაში ცნობილი დიზაინერების უახლესი ნამუშევრების მიხედვით შექმნილი ფერთა გამები დაგეხმარებათ .

  1. თეთრი – ყავისფერი – ნაცრისფერი

ამ სამზარეულოს დიზაინის შემქმნელებმა სკანდინავიური სტილი აირჩიეს და ფერებზეც ბევრი არ უფიქრიათ . მთავარი ფერი – თეთრი , თბილი ხისფერი აქცენტები , შავი ან ნაცრისფერი პასტელური დეტალები სკანდინავიურ სტილს ძალიან კარგად გამოხატავს .

2 . ნაცრისფერი – ვარდისფერი

ბოლო წნებში ნაცრისფერისა და ვარდისფერის კომბინაცია ფაქტობრივად კლასიკად იქცა – ის კარგად გამოიყურება ნებისმიერ ინტერიერში . ხოლო თუ მათ დავუმატებთ გრაფიტისფერ აქცენტებს , კიდე უფრო საინტერესო გამოვა . ეს ფერები მოუხდება როგორც ღია , ასევე მუქ ინტერიერებსაც .

3 . პიტნისფერი – ვარდისფერი

კიდევ ერთი პოპულარული კომბინაცია , ამ შემთხვევაში სხვა ფერებიც ღია პასტელურ ტონებში შეარჩიეთ , თუმცა ასაშვებია მუქი ნაცრისფერი აქცენტებიც .

4 . ლურჯი – წითელი – შავი

თუ წინა ვარიანტები ძალიან უფერულად გეჩვენებათ , გამოიყენეთ ეს ფერები , დიზაინერებმა ლოფტში ასეთი სამზარეულოს დიზაინი შექმნეს . ციტა ჩამქვრალი ლურჯი , წითელი აქცენტები , ნაცრისფერი და შავი დეტალები – ეს ყველაფერი ნებისმიერ ინტერიერს არ მოუხდება , თუმცა თუ თქვენ გიზიდავთ ორიგინალური ინტერიერები , ეს სწორედ თქვენთვისაა .

5 . ყვითელი – ცისფერი – თეთრი

თუ თქვენს სახლში მზის სხივები საკმარისად ვერ აღწევს , ფერების ეს კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ , ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ამდენი ყვითელი მიუღებელი იყოს , თუმცა  ყვითელის მოყვარულებს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ