ინტერიერი

სასტუმრო ARMANI

სასტუმრო ARMANI

სასტუმრო განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაში – Burj Khalifa ,  დუბაის სავაჭრო ცენტრის ფანტანების სიახოვეს .  სასტუმრო ARMANI 5 სართულიდან 8 სართულამდე და 38 , 39 სართულებს იკავებს . სასტუმროს ინტერიერის დიზაინი და ფართო მომსახურების სპექტრი შემუშავებულია თავად ჯორჯიო არმანის მიერ .  სასტუმრო სპეც შეკვეთით დამზადებული ავეჯით არის დაკომლექტებული , იატაკი Eramosa -ს ქვით არის მოპირკეთებული , ხოლო კედლები  ხის პანელებით .

armanis sastumro dubaishi

სასტუმროში რეგისტრაცია ხდება თითოეულ სართულზე ინდივიდუალურად .

interieris dizaini

suite კატეგორიის ნომრები განლაგებულია 38 და 39 სართულზე . სასტუმროში Armani Hotel Dubai ყველაფერი ექსკლუზიურია , ნომრები დაპროექტებულია არმანის მიერ , მოპირკეთებულია უნიკალური მასალებით და აღჭურვილია უახლოესი თაობის ტექნიკით .  შესანიშნავ ცენტრში  Armani Spa განლაგებულია – ღია ბასეინი , ფიტნესის დარბაზი ,  ორთქლის აბაზანები  და პროცედურების კაბინეტები . გასტრონომიული რესტორნები გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს .  ელეგანტური ბარი მილანის სტილში და მოდური ღამის ბარი დასვენების საუკეთესო საშუალებაა .  საკონფერენციო დარბაზები და ბიზნეს ცენტრები უზრუნველყოფენ ყველანაირ პირობას საქმიანი შეხვედრებისთვის . ამის გარდა სასტუმროს სტუმრებსელოდება ბუტიკები , ბიბლიოთეკა და უამრავი სხვა მაღალი ხარისხის მომსახურეობა .

armanis sastumro dubaishi

Armani Spa – ს უკავია 1000 კვ.მ -ზე  მეტი ფართი , რომელშიც განლაგებულია ორთქლის ოთახები , ფიტნეს დარბაზი , დასასვენებელი ზონა და პროცედურების კაბინეტები , სადაც პერსონალი სტუმრებს სთავაზობს უამრავ სხვადასხვა სახისა  და ტანის მოვლის ექსკლუზიურ მომსახურებას .

armanis sastumro dubaishi

 

სასტუმროს ტერიტორიაზე განლაგებულია ღია ბასეინი

ინფრასტრუქტურა

6 რესტორანი ( ყველა რესტორანი შადრევნის ხედით )

Armani / Lounge – რესტორანი , სადაც გთავაზობენ მსუბუქ საუზმეს , სასმელებს – ყავას და ჩაის .

Armani / Peck – მილანის რესტორანი 125 წლიანი ისტორიით
Armani / Mediterraneo – ხმელთაშუაზღვის სამზარეულოთი

Armani / Ristorante – კლასიკური იტალიური რესტორანი
Armani / Amal – ინდური რესტორანი

Armani / Hashi – იაპონური რესტორანი
ინოვაცია არმანისგან   – თითოეულ რესტორანს აქვს Lounge , ზონა სადაც შეუძლიათ სტუმრებს გაატარონს საუზმის წინა დრო

Armani / Prive – ექსკლუზიური VIP დარბაზი სტუმრების და დიჯეების მისაღებათ .

Lobby / Bar – კაფეტერია მაესტრო G.A -სგან

3 მაღაზია – ბუტიკი

Armani / Dolci – შოკოლადისა და ტკბილეულის ბუტიკი
Armani / Fiori  – ყვავილებისა და თაიგულების ბუტიკი
Armani / Galleria – ბუტიკი ექსკლუზიური კოლექციის – Armani Prive Collection

საკონფერენციო დარბაზი 450 პერსონაზე

Armani / Pavilion – ღია ტერასა ხედით შადრევანზე ( ტევადობა 600 პერსონა )

ბასეინი ( ღია  , ტემპერატურის კონტროლით )

armanis sastumro dubaishi

Leave a Reply