გალერეა დემასი
გალერეა დემასი
მხოლოდ ევროპული მოსაპირკეთებელი მასალები და სანტექნიკა
რემონტი – ეს ერთ–ერთი საპასუხისმგებლო მომენტია ადამიანის ცხოვრებაში . ამ დროს შეძენილი სარემონტო მასალები უნდა იყოს მაღალი ხარისხის , იმისათვის , რომ ხანგრძლივი ვადით გაუძლოს ცხოვრებისეული მოხმარების წესებს . მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებს სთავაზობს კომპანია “დემასი”–ს სავაჭრო ცენტრი “გალერეა დემასი” , რომელიც მდებარეობს მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე . აქ გეძლევათ შესაძლებლობა , შეიძინოთ მხოლოდ ევროპული , ეკოლოგიურად სუფთა , უმაღლესი ხარისხის სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალები და სანტექნიკა.
“გალერეა დემასი”– ს შოურუმებში წარმოდგენილია კედლის და იატაკის ფილები , კერამიკული გრანიტი , მოზაიკა , ლამინირებული იატაკი და პარკეტი , ჰიდროსაიზოლაციო მასალაები და წებოცემენტი , აბაზანები , საშხაპე კაბინები , საშხაპე მოწყობილობები , უნიტაზები , ხელსაბანები , შემრევი ონკანები და აბაზანის აქსესუარები გერმანიიდან , ესპანეთიდან, შვეიცარიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
“გალერეა დემასი” უკვე 2000 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს დახვეწილი გემოვნების , თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ სარემონტო მასალებს ისეთი ბრენდებისგან , როგორიცაა Armani/Roca , Roberto Cavalli Home , Versace, Bisazza Mosaico , Teuco, Laufen , Hansgrohe , Axor , Roca , Duravit , Geberit , Viva Ceramica , Admonter , Boen , Baltic Wood , Mapei და სხვა.
დაგეგმეთ რემონტი , მიიღეთ ხარისხი, შექმენით კომფორტული და გემოვნებიანი ინტერიერის დიზაინი . ეწვიეთ “გალერეა დემასს”- , აქ თქვენ ინდივიდუალურად მოგემსახურებათ გამოცდილი კონსულტანტი , რომელიც ოპერატიულად და ხარისხიანად დაგეხმარებათ სასურველი პროდუქციის არჩევაში .