რემონტი

როგორ გავაკრათ კაფელი საკუთარი ხელებით

კაფელის გაკვრა გამოუცდელი ადამიანისთვის – არც ისე ადვილია, თუმცა ყველაფერი მონდომებაზე დამოკიდებული. თუ ამ სამუშაოსთვის ფულის გადახდის საშუალება არ გაქვთ, სწორი მიდგომით ყველაფერი შეიძლება გააკეთოთ დამოუკიდებლათ.

 

1. ვითვლით წინასწარ საჭირო მასალის რაოდენობას.
2. ვაგებთ ფილებს იატაკზე
3. ვაკრავთ ფილებს კედლებზე
4. გაკვრის და დაგების ხერხები
5. ზედაპირის მომზადება
6. გაკვრის და დაგების ტექნოლოგია
7. ფილების დაჭრა
9. ღარების ამოვსება

თუ თქვენ გაითვალისწინებთ ყველა რჩევას , თქვენ გახდებით გამოცდილები და არასდროს დაინტერესდებით ამ საქმის საფასურზე . თქვენ თქვენთითონ შეძლებთ მოპირკეთებას.

ვითვლით წინასწარ საჭირო მასალის რაოდენობას

ამ ეტაპისთვის დაგვჭირდება , თარაზო , მზომი , ფურცელი და კალამი. გათვლები უნდა მოხდეს სიზუსტით.

ის ადგილი სადაც ვგეგმავთ კაფელის გაკვრას,  იქნება ეს იატაკი თუ კედელი , უნდა გაიზომოს ჰორიზონტალურათ და ვერტიკალურათ.  მიღებული რაოდენობითა და კაფელის ზომის მიხედვით ითვლება საჭირო ფილების რაოდენობა. ცალკეული ყურადღების მიქცევა ჭირდება კუთხეებს.

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

აუცილებელია გააკეთოთ კაფელების განლაგების სქემა და შეარჩიოთ მოპირკეთების ვარიანრი .  მაგალითად : დიაგონალური გაკვრა , “სტიკი სტიკთან” ან დაშორებებით. აგრეთვე ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს დეკორის რაოდენობაც  .

იმისათვის რომ არ შეცდეთ ფილების რაოდენობაში  ყიდვისას , ფურცელზე შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა მაშტაბის  სქემა , რომელზეც მკაფიოთ იქნება აგნიშნული ფილების და დეკორის განლაგება.  მხოლოთ ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ ფილების შესყიდვას, ფასი რომელზეც არც თუ ისე პატარაა.  ამითომ უნდა გაითვალისწინოთ წესი ” შვიდჯერ გაზომე  და ერთხელ გაჭერი ”

ვაგებთ იატაკზე კაფელის ფილას

rogor-gavakrat-kafeli

ფილა იგება მხოლოდ იდეალურ ზედაპირზე. ამიტომ , თუ იატაკზე არის სიმაღლეების ცდომილებეი, ურიგო არ არის დავფიქრდეთ იატაკის მოჭიმვაზე. (სტიაშკაზე). ფილის ქვეშ მისაღებია ნებისმიერი ტიპის მოჭიმული იატაკი.

ფილის დაგების წესის მიხედვით, თავიდან უნდა განისაზღვროს ნახატი. ამისთვის ვაწყობთ ორ ჯვარედინულ რიგს სიგრძესა და სიგანეზე.  სპეციალური ჯვარედინების დახმარებით შევძლებთ განვსაზღვროთ შოვების ზომა.

rogor-gavakrat-kafeli

არსებობს კაფელის დაგების განსხვავებულ ივარიანტები

ტრადიციული

rogor-gavakrat-kafeli

 

დიაგონალზე

rogor-gavakrat-kafeli

 

არეული

rogor-gavakrat-kafeli

 

ნაძვის ხისებული

rogor-gavakrat-kafeli

 

მოდულური

rogor-gavakrat-kafeli

ტრადიციული დაგების მეთოდის დროს,  დიდ სივრცეებში ფილის დაგება იწყება შუიდან , ხოლო პატარა სივრცეში – მეორე რიგიდან . დიაგონალური დაგების შემთხვევაში, პირველ რიგში კეთდება ფრიზის მარკირება, ხოლო შემდეგ პერიმეტრზე იგება მთლიანი ფილები, შემდეგ დაჭრილი ფილა, შემდეგ ფრიზის დაგება. პირველი საცდელი რიგის დაგების შემდეგ, თარაზოს მეშვეობით აუცილებლათ უნდა შემოწმდეს ზედაპირის სისწორე.

ცალკეული ყურადღება უნდა მიექცეს კუთხეებს, რადგან ფილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ნაირათ ჩაზნექილი , ამიტომ სუწორმასწორო იატაკის თავიდან ასაცილებლათ , ფილები უნდა ჩავფლოთ ოდნავ ქვემოთ ზედაპირთან მიმართბაში. უნდა გავაკონტროლოთ შოვების პერპენდიკულარული სისწორე.

თარაზოსა საშვალებით იატაკზე ვათავსებთ  მაიაკის ფილებს. თუ იატაკის ზედაპირი უსწორმასწოროა , ისინი უნდა გნთავსდნენ ყველაზე მაღალ წერტილში. შემდეგ – იმ ადგილას სადაც იქნება დაგებული ფილა, ესმევა წებოცემენტი, იდება ფილა და რეზინის ჩაქუჩით ხდება მისი ფრთილათ დაფიქსირება. ესეთივე წესით გრძეკდება დანარჩენი ფართის დაგებაც. პერიოდულათ იატაკის სისსწორის შემოწმებით.

იატაკის ფილა კარგად მაგრდება შემდეგი საშუალებებით:

  • წებოცემენტით
  • წებოთი
  • წებოცემენტი გაზავებული პლასტიფიკატორებში
  • ბითუმური მასტიკით

 

ვაკრავთ კაფელს  კედელზე 

rogor-gavakrat-kafeli

გაკვრის მეთოდები

სპეციალისტები გვირჩევენ კედეკზე კაფელსი გაკვრა დავიწყოთ იმ კედელზე რომელიც შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს იმყოფება.  კაფელის კედელზე გაკვრა შეიძლება მოხდეს სამი ხერხით: ტრადიციულიად, შახმატურად ან დიაგონალზე.

ტრადიცილ შემთხვევაში მუდმივათ უნდა თვალყური ვადევნოთ, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ შოვებს. აგრეთვე უნდა შედარდეს ფილების ზომები.

დიაგონალზე გაკრული ფილები ხშირათ გვხვდება დიდ ობიექტებზე.  გაკვრის ეს ხერხი ითვლება ძალინ შრომატევადათ და რთულად. ამიტომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოხელის დაქირავება, მისი ანაზგაურების სიდიდე ნამდვილათ არ გაგახარებთ.  ძირითადი მომენტები ,რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება , არის შოვების პერპენდიკულარულობა და კედელთან განლაგება.

 

ზედაპირის მომზადება

rogor-gavakrat-kafeli

 

პირველ რიფში უნდა შემოწმდეს ზედაპირის სისწორე ღერძთან : ჰორიზონტალურად იატაკისთვის და ვერტიკალურათ კედლისთვის.  დასაშვებია ცდომილება 0,2% ით. იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ – ერთ მეტრ სიგრძეზე

თარაზოს მსვეობით ვამოწმებთ ვერტიკალურ სისწორეს კედლისთვის. სწორი კედლები წამატევის საწინდარია.  თარაზოს ან ხის პლანკის კედელზე მიდებით ადვილათ შეამჩნევთ უსწორმასწორობას, და ასეთ შემთხვევაში საჭიროა მათი ფრთხილად გაშკურკვა.

 

ცხიმის ლაქები, ჭუჭყი, სარეცხის საშუალებების ლაქები, საღება – არაფერი ესეთი არ უნდა იყოს მოსაპირკეთებლათ გამზადებულ კედელზე, წინააღმდეგ შემთვევაში , კაფელი კარგათ არ მიეკრობა კედელს. კაფელი უფრო კარგად იქნება მიკრული თუ კედელს დავგრუნტავთ.

გაკვრის ტექნოლოგია

კაფელის ფილების კედელზე გაკვრის ტექნოლოგია გულისხმობს , მომზადდეს სამაიაკეები. მაიაკები რომ სწორათ დავაყენოთ ერთმანეთის მიმართ, უნდა გავაბათ მათ შორის ძაფი, რომელცი იქნება დაჭიმული , ზედაპირიდა 5მმ დაშორებით.  მაიაკების დასაფიქსირებლათ ყველაზე საუკეთესოა ალიბასტრის გამოუენება, იგი სწრაფად შრება და აფიქსირებს მაიაკებს.

კედლის მოპირკეთება უნდა დაიწყოს შუიდან -კუთხის მიმართულებით. კედლის ცენტრი უნდა მოინიშნოს, ვერტიკალური ხაზის გატარებით იატაკამდე. თუ შახმატური წყობის დროს ცენტრალური ხაზი გაივლის ორი ფილის შუაში , მეორე რიგში ის მოხვდება ფილის შუაში.  თუ დარწმუნებული ხართ იატაკის სისწორეში , კაფელი შეიძლება მიეკვრას უშუალოთ მას.

გაკვრის პროცესში , თუ შენიშნეთ რომ აცდით სწორ ხაზს, ფილის გაკვრა შეიძლება ცოტათი აწიოთ ზემოთ. იმისთვის რომ ესეთი შეცდომა არ მოხდეს ფილებს ქვემოდან შეგიძლიათ სწორი პლანკა ამოუდოთ რომელიც დაგეხმარებათ მთელს ზოლზე სისწორის დაცვაში.

rogor-gavakrat-kafeli

 

 

 

უშუალოთ გაკვრას ვაკეთებთ ესე : ფილის მორე მხარეს ვუსვავთ წებოცემენტს , ვანაწილებთ მას შესაბამისი ხელსაწყოთი, მჭიდროთ ვჭიმავთ კედლის ზედაპირზე  და რეზინის ჩაქუჩის მიკაკუნებით თანაბრად ვასწორებთ. კედელსა ფა ფილას შორის ადგილი მთლიანათ უნდა იყოს შევსებულ იწებოცემენტის ხსნარით, წინააღმდეგ შემთხვევაში კაფელი დროთა განმავლობაში შეიძლება მოირყეს და ჩამოცვივდს. წასმული წებოცემენტის სისქე უნდა იყოს 7 დან 15 მმ მდე, შოვებში ამოსული წებოცემენტი უნდა მოვაშოროთ სანამ გაშრება.

rogor-gavakrat-kafeli

 

 

ფილებს შორის ვსვავთ სპეციალურ ჯვრებს, რაც გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ შოვების ზომა. როდესაც გაკვრის პროცესი მთავრდება, ფრთხილად ვიღებთ შოვებიდან , ცებოცემენტის ხსნარსა და მთვერს, ვიღებთ ჯვრებსაც.

rogor-gavakrat-kafeli

 

ფილების დაჭრის საჭიროება არის ყოველთვის. იატაკი ფილები იჭრება – კაფელის საჭრელით , ხოლო კედლსი ფილები  როლიკიანი მჭრელით.

rogor-gavakrat-kafeli

 

 

შოვების ამოვსება (ზატირკა)

ბოლო ეტაპი – შოვების ამოვსებაა. მისი სიგანე ფილისთვის რომლის ზომაა 10,15,20,30,60 სმ -ი , უნდა იყოს საშუალოთ 3 მმ -ი. ზედაპირი შესახედავათ უფრო ესთეტიური იქნება , თუ შოვებში გავაკეთებთ ფერად შემავსებელს. თუმცა ჩვეულებრივი თეთრი შემავსებელიც კედელს აძლევს დასრულებულის შეხედულებას.

rogor-gavakrat-kafeli

rogor-gavakrat-kafeli

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply