არქიტექტურული პროექტები

Yves Saint Laurents Museum

Yves Saint Laurents Museum

ეს წარმოუდგენელი ივ სენ ლორანის მუზეუმია , ერთ -ერთი იმ არქიტექტურული ნიმუშებისა , რომელიც შესანიშნავად ზის იმ გარემოში , სადაც იგი აშენდა და ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას , თითქოს ის ყოველთვის აქ იყო , იმის მიუხედავად , რომ ტოვებს ძალიან თანამედროვე შეხედულებას .

  ივ სენ ლორანის მუზეუმი შეიქმნა მარაკეშში , სტუდია KO – ს მიერ , ჟარდინ მაჟორელესთან ახლოს . ის მოიცავს 3,908 კვადრატულ მეტრს და მასპინძლობს 2 გამოფენას , აქვს აუდიტორია , ბიბლიოთეკა , ყავის მაღაზია , რესტორანი და წიგნის მაღაზია . მისი დამკვეთი იყო პიერ ბერჟე , რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა .

Yves Saint Laurents Museum

  არქიტექტურა შესანისნავად აბალანსებს მოცულობებსა და ტალღოვან ფორმებს , სხვადასხვა მასალებს , როგორიცაა : რკინა – ბეტონი , წითელი აგური დამზადებული ინდუსტრიული თიხისგან , ბუნებრივი ტერაკოტა , რომლის ბაზაა გარედან მოპირკეთებული ტერასა და ოქროსფერი დეტალები .

Yves Saint Laurents Museum

  სტუდიო KO – ს , რომელიც არქიტექტორებმა კარლ ფურნიემ და ოლივიე მარტიმ დააფუძნეს , არაფერი დაუტოვებია შემთხვევით . ინტერიერი დიდებულია .  აგური გამოიყენება გარე სტრუქტურისთვის , ისევე როგორც ხე გამოიყენება ინტერიერის შესაქმნელად .

Yves Saint Laurents Museum

  ივ სენ ლორანის მუზეუმი მარაკეშში არის ელეგანტურობის მაგალითი , ფორმებისა და ფერების წარმატებული კომბინაცია , პატივსაცემად შესანიშნავი მოდის დიზაინერისთვის .

Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ