Giorgio Collection
Giorgio Collection
იტალიური ავეჯის ქარხანა Giorgio Collection – შესანიშნავი მაგალითია საოჯახო ბიზნესის , ტრადიციის და ისტორიის . კომპანია შეიძმნა 1956 წელს და მას შემდეგ მისი პროდუქცია არ აკლდება არცერთ სპეციალიზირებულ გამოფენას იტალიაში , ამერიკაში , ჩინეთში , რუსეთში , იაპონიაში , კანადაში და დიდ ბტიტანეთში . შესანიშნავი და მდიდრული ავეჯი Giorgio Collection ყოველთვის ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას , თავისი თბილი ნატურალური მასალითა და ესთეტიური , უნაკლო ფორმებით .
Giorgio Collection წარმოებული ავეჯს აქვს მდორე , რბილი ფორმები , გასაკვირვად ჰარმონიულად შეთავსებული მკაცრ სწორხაზოვან ორმაგ კორპუსთან . თითოეულ მოხრილობაში , თვითოეულ შეერთებაში იგრძნობა კონსტრუქციული ჭკვიანური გადაწყვეტები , ხელოვნური საწყისი და სპეციალისტის მოქნილი ხელი .
იტალიური საწარმოს მიერ დამზადებული ავეჯი მდიდრული და ამავდროულად მარტივია . ღრმა სიპრიალე , ულამაზესი ფერთა გადასვლა , მკაფიო მოხაზულობა , კონსტრუქციის სიმყარე , ხარისხიანი ფურნიტურა და მაქსიმალური ერგონომიკა – აი ეს არის ის რაზეც მთავარ ფსონს დებს იტალიური კომპანია Giorgio Collection .
ავეჯის კოლექცია : infinity , absolute , alchemy , coliseum , daydream , lifetime , sunrise , vision , vogue
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს სხვადასხვა კოლექციიდან :