იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

Montreal House

Montreal House by Studio Jean Verville Architectes

არქიტექტორმა ჯინ ვერვილმა  შექმნა სამყარო , სადაც არქიტექტურა , თეატრალურობა და სითამამე ერთად წარმოგვიდგენენ სამგანზომილებიან მოცულობას , სადაც საცხოვრებელი სივრცეები გეომეტრიულ ფიგურებს ჰგავს .

სახლის ინტერიერში ნაცრისფერი დომინირებს , გამოყენებულია სწორი , სუფთა ხაზები და დიდ როლს ასრულებს განათება , როგორც ბუნებრივი , ასევე ხელოვნურიც .  ინტერიერის მონოტონურობას სასიამოვნოდ არღვევს სხვადასხვა ფერადი ნივთები  და მცენარეები .

მინიმალისტური ინტერიერები , ხშირად , ადამიანებს მოსაწყენი ეჩვენებათ , თუმცა Jean Verville Architectes – მა პროექტში ბევრი ფაქტურა და სხვადასხვა ზედაპირები გამოიყენა , რაც ამ თითქოს უინტერესო საცხოვრებელს ძალიან მიმზიდველს და მყუდროს ხდის .

Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House
Montreal House

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ