დიზაინი

თინეიჯერის საძინებელი

როდესაც ბავშვი 13 წლის ხდება და თინეიჯერობის ასაკში შედის , მას გამოხატვის და თვითდამკვიდრების სურვილი აქვს , სტატიაში გაეცნობით რჩევებს , თუ როგორც მოვარგოთ მათ ინტერიერის დიზაინი .

tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea

1 .         გამოიყენე მკვეთრი ფერების კომბინაციები . გახადეთ ოთახი ექსპრესიული , დრამატული და მიეცით საშუალება თინეიჯერს გამოხატოს საკუთარი თავი სხვადასხვა ელემენტებში . ამ შემთხვევაში კარგია შავი ფერის გამოყენება , იგი ელეგანტურთან ერთად დრამატულია და წითელთან და თეთრთან არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის

tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea

2 .         აირჩიეთ ერთი კუთხე , საგანი , რომელიმე ავეჯი , რომელიც გახდება ოთახის მთავარი ელემენტი , შეღებეთ მყვირალა ფერით , მიაკარით სტიკერები , პოსტერები და გაახალისეთ ოთახი .

tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea

3 .        გამოიყენეთ ბევრი თარო . თინეიჯერების ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია სწავლით , წიგნებით , სხვადასხვა აქტივობებით . შექმენით ოთახში ისეთი სამეცადინო გარემო , რომელიც მოტივატორი გახდება მოზარდისთვის , ამაში ორიგინალური თაროები , განსხვავებული ფერით შეღებილი ღია კარადები დაგეხმარებათ .

tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea

4 .         გამოიყენეთ კედლის დიდი ზომის დეკორი . დიდი ზომის საინტერესო გამოსახულებიანი დეკორი თითქოს თავისთავად მეტყველებს რომ საძინებელი თინეიჯერს ეკუთვნის . ეს კარგი საშუალებაა ოთახის გასახალისებლად  ფართის ათვისების გარეშე .

tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea
tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea
tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea
tineijeris otaxis mocyobis ramodenime sasargeblo idea

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ