მინის სახეობები

მინის სახეობები და მათი გამოყენება ექსტერიერსა და ინტერიერში

დროსთან ერთად მინა უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ექსტერიერში , ინტერიერსა თუ დიზაინში , მისი მსხვრევადობა უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას , რადგან დამუშავების შედეგად შეიძლება მივიღოთ მისი დრეკადი და უფრო გამძლე სახეობები .

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

მინისაგან დამზადებული კონსტრუქციულ-მოსაპირკეთებელი მასალები

  • ფურცლოვანი გამჭვირვალე მინა
  • გაუმჭვირვალე მოსაპირკეთებელი მინა და მინის კონსტრუქციული ნაკეთობები.
  •  ჩვეულებრივი მინა, ვიტრინის, ნაწრთობი, არმირებული, უვიოლის, სამფენოვანი, ტალღოვანი, დეკორატიული (მარბლიტი) და ფერადი ფურცლოვანი და სტემალტის მინა
minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

ფურცლოვანი ფანჯრის მინა გამჭვირვალე მასალას წარმნოადგენს . იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება მშენებლობაში . მის დასამზადებლად გამოიყენება კვარცის ქვიშა , ნატრიუმის სულფატი ან სოდა , კირქვა , დოლომიტი და სხვა ნივთიერებები

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

ვიტრინის მინა  მზადდება ვერტიკალური გაჭიმვით ან ჰორიზონტალური გაგლინვით , შემდგომ გახეხვით და გაპრიალებით . ბრტყელი ან მრუდხაზოვანი ვიტრინის მინის სისქეა 7 მმ , ფურცლების ზომები 4450 x 2950 და 3950 x 2950 მმ . გამოიყენება მაღაზიების , კინოთეატრების , საგამოფენო დარბაზების , რესტორნების , კაფეების შესამინად .

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

უვიოლის მინა კარგად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს , ვინაიდან შეიცავს ძალიან მცირე რაოდენებით რკინას , ქრომისა და ტიტანის  ოქსიდებს . უვიოლის მინის სისქეა 2 – 4 მმ , ფურცლების ზომებია 250 x 250 მმ – დან 600 x 1200 მმ – დე . გამოიყენება საავადმყოფოების , სანატორიუმების , საბავშვო ბაღების , სკოლის შენობების შესამინად , აგრეთვე სათბურების სახურავის მოსაწყობად .

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

ნაწრთობი მინის წარმოება ხორციელდება 600 – 700 °C – ზე გახურებით და შეკუმშული ჰაერის საშუალებით სწრაფი , თანაბარი გაციებით . იგი წარმოადგენს ფურცლოვან მინას , მაღალი მექანიკური თვისებებით და თერმული მდგრადობით . დამსხვრევისას იძლევა გლუვწიბოებიან ნამსხვრევებს .  გამოიყენება მინის კარებების , ტიხრების , აივნებისა და კიბის მოაჯირების მოსაპირკეთებლად .

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

არმირებული მინა  წარმოადგენს ფურცლოვან მასალას , რომელშიც დამზადების პროცესში ამზადებენ ლითონის ბადეს . დარტყმისას არ იმსხვრევა , ნამსხვრევებს აკავებს ლითონის ბადე .

არმირებულ მინას იყენებენ ლიფტის შახტების , კიბის უჯრედების შემოსაღობად და შესამინად

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

ფერადი ფურცლოვანი  მინა არქიტექტურაში გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის . მინისათვის სხვადასხვა ფერის მისანიჭებლად კაზმში შეყავთ ქრომის , კობალტის , რკინისა და სხვა ლითონის ოქსიდები . ამ შემთხვევაში მინის მასა მთლიანად არის შეღებილი . უფერო მინაზე შესაძლებელია აგრეთვე 0,2 – 1,5 მმ სისქის ფერადი მინის შრის დატანა . ფერადი მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე . გამჭვირვალე ფერად მინას იყენებენ დეკორატიული ვიტრაჟების მოსაწყობად .

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

მინის შედარებით ახალი ნაირსახეობაა თხევადი მინა , რომელიც გამოიყენება პრიალა ნივთების (მობილური ტელეფონი , მანქანის ზედაპირი და ა .შ ) ბრონირებისთვის , მისი ზედაპირი ძალიან თხელია , რაც უზრუნველყოფს ნივთის ვიზუალის მინიმალურ ცვლილებას . თხევადი მინის დადებითი თვისებები :

  • ანტიბაქტერიული ეფექტი
  • უვნებელი
  • არატოქსიკური
  • მარტივად მოსაშორებელი
  • არ იკრავს ჭუჭყს
  • არ ატარებს სითბოსა და ულტრაიისფერ სხივებს
minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

მინა ინტერიერში

ბოლო რამდენიმე წელია მინა აქტიურად შემოდის ინტერიერში , მინის ავეჯი , დეკორატიული ნივთები ტიხრები , დიდი სივრცეები სულ უფრო აქტუალური ხდება , მინა ხაზს უსვამს სივრცის სიდიდეს , ქმნის სისუფთავის ეფექტს, და ინტერიერს უფრო მდიდრულად წარმოაჩენს.

minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

მინის დადებითი თვისებები:

  • სისუფთავის შეგრძნება
  • გარემოს ინტერიერში შემოტანის საუკეთესო საშუალება
  • დეკორატიული დანიშნულება
  • გამოყენება ზონირებისთვის
minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi



მინა არაჩვეულებრივი საშუალებაა ბუნების ინტერიერში შემოსატანად . მინაში მოქცეული პატარა ხე , ბაღი ან რომელიმე მცენარე აუცილებლად გამოაცოცხლებს თქვენს ინტერიერს . 
თანამედროვე დიზაინში ხშირად გამოიყენება მინის კიბე , მისი ვიზუალი მსუბუქია და ჰაეროვანია და არ ტვირთავს გარემოს. მინა ხშირად გვხვდება საოფისე სივრცეებში , შესაბამისად იგი არაჩვეულებრივი საშუალებაა ზონირებისთვის არა მარტო ოფისში , არამედ სახლში .


minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi


დასკვნის სახით , შეგვიძლია ვთვათ , რომ ინტერიერში მინის გამოყენება ჯერჯერობით აქტუალურია და კიდევ დიდხანს არ დაკარგავს თავის ადგილს.


minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi


minis saxeobebi da mati gamoyeneba interiersa da eqsteriershi

სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments