დიზაინი

ოფისი ბელგიაში

ოფისი ბელგიაში

ოფისი ბელგიაში ინსპირირებული 1960-იანი წლების ფერთა სქემებით .

 სტუდია Anton Hendrik Denys – მა და Steen Architecten – მა ბელგიაში ინდუსტრიული შენობა გადააკეთეს საოფისე შენობად გოფრირებული ლითონის მოპირკეთებით და ფერადი გრაფიკული დიზაინით .

 სტუდიამ Anton Hendrik Denys – მა , Steen Architecten – თან თანამშრომლობით , ჰევერლიში არსებული საოფისე შენობა აიჩიეს და გამოიყენეს კომპანიის კორპორატიული იდენტობა დიზაინის შესაქმნელად , რომელსაც უწოდეს ‘’ თანამედროვეობის გადახვევა მოდერნიზმში ‘’ .

 Aetelier – ოფისი შექმნილია IT საკონსულტაციო კომპანიისთვის ბელგიაში და მოიცავს სამუშაო ადგილების კომბინაციას , შეხვედრების ოთახებს , რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ღონისძიებებისა და კონფერენციებისათვის .

 ‘’ მიყვარს და ყოველთვის ვიყენებ მინიმალისტურ დიზაინს , მაგრამ ამავდროულად ვგრძნობ საჭიროებას საინტერესო დეტალების დამატების ‘’ , ამბობს სტუდიის დამფუძნებელი ანტონ ჰენდრიკ დენისი .

 ‘’ მოდერნიზმი ხშირად საოცრად აბალანსებს მინიმალურ ფორმებს ფერის შეხამებით და ახალი , უცხო მასალებით ‘’ . 1960 -იანი წლების თამამი ინტერიერის ფერების სქემებით ინფორმირებულმა დიზაინერმა ოფისის კედლებისთვის ღრმა ლურჯი ფერი აირჩია და გამოიყენა მწვანე იატაკი და ჩალისფერი ხალიჩები .

 ოფისის შესასვლელთან მაგიდა და ლოქერები გადაწყვეტილია ნაცრისფერი ტონით , რომელსაც ფონად ხის პანელი აკრავს , ხოლო ლურჯი კედლები და ჭერი ფერად კონტრასტს ქმნის .

ოფისი ბელგიაში

 არსებული ჩამოვარდნილი ჭერი შეიცვალა წრიული ხმის საიზოლაციო პანელებით , რომლებიც ხაზს უსვამს სივრცის სიმაღლეს და მის ინდუსტრიულ მილსადენებს და მოწყობილობებს .  მთელ ინტერიერში ჭერებს წრიული აკუსტიკური პანელები დაემატა , რომელიც იმეორებს დიდი ჰალო განათებების ფორმებს , ასევე კარადების დეტალებზე , რომლებზეც გამოსახულია წრიული ჭრა .

 დენისმა ფერები გამოიყენა ინფორმაციულად სივრცეების განსაზღვისთვის . კომპანიის კორპორატიული ინდენტურობისთვის გამოყენებული ნარინჯისფერი ტონი შეირჩა სამზარეულოს ადგილებისთვის , ბარის , სველი წერტილებისა და რბილი ავეჯისთვის , რათა გამარტივდეს მათი პოვნა .

 ‘’ ჩემი კლიენტის მთავარი ფერის არჩევანი ნარინჯისფერი იყო  , რაც მისასალმებელი დამთხვევა აღმოჩნდა და შესანიშნავი ამოსავალი წერტილი , ჩემი შუა საუკუნეებით შთაგონებული ფერების პალიტრის შესაქმნელად ‘’ –  თქვა დენისმა .

 შეხვედრების ოთახებში , ძირითადი ფერების  ნაკლებად მკვეთრი  ტონები გამოიყენეს , რომ შეექმნათ უფრო მშვიდი ატმოსფერო . მწვანე იატაკი განსაზღვრავს საერთო სივრეებს და უხელმძღვანელებს მომხმარებლებს შენობაში .

 ვიზუალური ენა შეიმუშავა იააპ კვენელმა , ინფორმაციის დიზაინერმა , ხატწერისა და ნიშანთა შესაქმნელად , რომ თანამშრომლებმა და სტუმრებმა ადვილად შეძლონ სივრცეში ნავიგაცია .

 ალუმინის მოპირკეთება გრძელდება კეთილმოწყობილ ეზოში , სადაც განთავსებულია მცენარეები , ასევე ნათელი წითელი ავეჯი და ბეტონის ხიდი , რომელიც აკავშირებს ოფისის ორ ნაწილს . ექსტერიერის დიზაინის მიზანი იყო მშვიდი და დახვეწილი ფასადის შექმნა , რომელიც გახდებოდა ნათელი ინტერიერის ჩარჩო . კონტასტის შექმნა ვერცხლისფერ ფასადსა და ინტერიერს შორის , რომლის ფანჯრებიდან მოსჩანს ლურჯი , ნარინჯისფერი მწვანე და ვარდისფერი კადრები . 

 დიზაინერის მიზანი იყო , რომ დაერღვია სტანდარტები იმის შესახებ , თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საოფისე ფართები დღეს . ამას გარდა , მას სურდა ისეთი სივრცის შექმნა , რომლის რეორგანიზაციაც შეიძლებოდა , რადგან დრო განვითარდებოდა და ხალხს სხვადასხვა საჭიროება ექნებოდა მათი სამუშაო გარემოსთვის .

ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში
ოფისი ბელგიაში

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ