დაფარული სამზარეულო
დაფარული სამზარეულო
ამ სამზარეულოს დიზაინი მინიმალისტური ინტერიერისთვის შექმნა Woodrow Architects – მა და ერთი შეხედვით კარადას ჰგავს .
სამზარეულო , რომლის დამალვაც შესაძლებელია მაშინ , როცა არ გჭირდება , ნაცრისფერი კარადის უკანაა მოთავსებული და დასაკეცი კარებითაა დაფარული .
სამზარეულოს ზედაპირზე პატარა ნიჟარა , გაზის ზედაპირი და საკმარისი რაოდენობით სათავსებია . ასევე დაფარულია სამზარეულოს გვერდით არსებული პენალი მიკროტალღური და ელექტრო ღუმელებით .
ასეთი ტიპის სამზარეულოს დამზადება პატარა სივრცეებსა და მინიმალისტურ ინტერიერებშია მიზანშეწონილი . ასევე გასართობ ოთახებში , სადაც მისი გამოყენების სიხშირე არც ისე მაღალია .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ