დიზაინერების გადაწყვეტილებები

დიზაინერების გადაწყვეტილებები

დიზაინერების გადაწყვეტილებები , რომელთა გამოყენება ნებისმიერს შეუძლია


1. სამზარეულო ზედა ნაწილის გარეშე

სამზარეულოები გახსნილი სივრცით , რომელთაც ზედაპირის ზედა ნაწილი სრულად თავისუფალი აქვთ , დიზაინერებს ბოლო პერიოდებში ძალიან მოსწონთ და ეს მსგავსი ნამუშევრების რაოდენობაზეც აისახება . ამ გზით სამზარეულო ვიზუალურად უფრო დიდი და ნათელი ჩანს . ასევე არის ნიუანსები , მაგალითად – ზედა კარადებზე დაზოგილი თანხა , ამ ნაწილისთვის დეკორატიული ფუნქციის მინიჭება , გარკვეულ დიზაინის სტილებში გამწოვის მილების გამოჩენა , რომელიც ინტერიერის მნიშვნელოვანი და საინტერესო ელემენტი ხდება .

cube
დიზაინერების გადაწყვეტილებები



2. სარკე ვიწრო ჰოლში

სარკიანი კარადა ან უბრალოდ სარკე ჰოლში – გადაწყვეტილება , რომელიც ნებისმიერ ინტერიერში კარგად მუშაობს . სარკეები და პრიალა ზედაპირები ირეკლავს სინათლეს და რაც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი – ვიზუალურად ზრდის სივრცეს  .

დიზაინერების გადაწყვეტილებები
დიზაინერების გადაწყვეტილებები


3. გასაცურებელი კარები

გასაცურებელი კარები სივრცის ეკონომიისთვის საუკეთესო საშუალებაა . ასევე მათ წინ შეგიძლიან განათავსოთ ტუმბო , მცენარე ან სხვა დეკორატიული ელემენტი . მსგავსი კარის ინტერიერის ფერებზე მორგებაც საკმაოდ მარტივია , თქვენ გაქვთ საშუალება დაფარული მექანიზმის საშუალებით , უბრალოდ დამალოთ და შეუმჩნეველი გახადოთ კარი .

დიზაინერების გადაწყვეტილებები


დიზაინერების გადაწყვეტილებები


4.  კარადა აბაზანაში

კარადა სივრცის ორგანიზებისთვის და მოწესრიგებისთვის ერთ-ერთი მთავარი დამხმარეა ისეთ პატარა სივრცეშიც კი , როგორიც აბაზანაა . კარადა შეგიძლიათ გააკეთოთ უნიტაზის ჩაშენებული ავზის თავზე . ნებისმიერ ნიშაში და ა.შ.

დიზაინერების გადაწყვეტილებები
დიზაინერების გადაწყვეტილებები


5. ფანჯრის რაფა – მაგიდა

თუ ფანჯრის რაფის სიმაღლე იძლევა საშუალებას , დიზაინერები თავიანთ პროექტებში , ხშირად , მათ როგორც მაგიდას , ისე იყენებენ . მაგრამ ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ , სამომავლოდ ფარდის ნაცვლად ჟალუზის , როლეტის , ან ფარდა-ჟალუზის გამოყენება მოგიწევთ , წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდასთან მუშაობა მოუხერხებელი იქნება .

დიზაინერების გადაწყვეტილებები
დიზაინერების გადაწყვეტილებები

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ