ლესვა თუ თაბაშირმუყაო ?
ლესვა თუ თაბაშირმუყაო ?
ცალკეული სამუშაოების შესრულებისას , როგორც ახალ აშენებულ ბინებში , ასევე ძველ ბინებში , ხშირად არის ზედაპირების გასწორების საჭიროება , ზედაპირების რომელზეც უნდა გაეკრას შპალერი ან შეიღებოს . ამ პრობლემების გადასაჭრელად ტრადიციულად იყენებენ სალეს მასალებს ან თაბაშირმუყაოს ფილებს . ქვემოთ განვიხილავთ თუ რომელ შემთხვევებში უკეთესია თაბაშირმუყაოს ფილების გამოყენება კედლის ზედაპირების გალესვივს მაგივრად , ამ მასალების პლიუსებს და მინუსებს , და ასევე ამ მასალების გამოყენების ვარიანტებს სხვადასხვა სირთულის ინტერიერიდან გამომდინარე .
თაბაშირმუყაო ( როგორც მას ხშირად უწოდებენ – გიფსკარდონი )
ეს მასალა უკვე ათწლეულია რაც მყარად იკავებს ბაზარს . რაღაც ეტაპზე , თაბაშირმუყაოს გამოყენება დაუკავშირეს ” ევრო რემონტს ” , რადგან ამ ფილების გამოყენება უმეტესწილად ხდებოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში , სადაც იგი არის გაყიდვების ლიდერი .
თაბაშირმუყაოს ფილა შედგება , თაბაშირის მჭიდრო ფენისგან , სისქით 9 დან 12 მმ – მდე , რომლის ორივე მხარეს დაწებებულია მუყაო . იდეალურად სწორი ფილის ზედაპირი იძლევა სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის საშუალებას . ასევე კედლების ზედაპირების გასწორებას , მომავალი დამუშავებისთვის . წებოთი დამაგრებული მუყაო აკავებს საკმაოდ მტვრევად თაბაშირს , რაც მის ლითონის კარკასზე დამაგრების საშუალებას იძლევა .
შენებლობაში სულ უფრო და უფრო ხშირად ლესვით სამუშაოებს ანაცვლებენ თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრით , ამ მასალის შემდეგი დადებითი თვისებების გამო :
- თაბაშირმუყაოს ფილა იძლევა ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას ინტერიერის პროექტირებისას , სტანდარტული გამოყენებიდან დაწყებული ზედაპირის გასწორებით დამთავრებული .
- თაბაშირმუყაოს ფილას კედელზე ამონტაჟებენ თუ კედლის ზედა და ქვედა კიდეების ვერტიკალური ცდომილება აღემატება 40მმ , რისი გასწორებაც შეუძლებელია
- ეს ფილები იცავენ შენობას გარე ხმაურისგან და ხელს უწყობენ სითბოს შენარჩუნებას ინტერიერში .
- თაბაშირმუყაოს ფილებით შესაძლებელია კომუნიკაციების შეფუთვა შენობებში .
- ფილების მონტაჟი არ საჭიროებს დიდ დროს .
- მშენებლობაში გამოუცდელ ადამიანსაც ძალიან მარტივად შეუძლია ამ მასალის მონტაჟის შესრულება .
- თაბაშირი არ არის ალაერგიული და ამიტომ თაბაშირმუყაოს ფილები ითვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალად .
- დამონტაჟებულ თაბაშირმუყაოს კედელზე , პირდაპირ შეიძლება შპალერის ან კერამიკული ფილის გაკვრა
- თაბაშირმუყაოს გამოყენებისას ფაქტიურად არ გროვდება სამშენებლო ნაგავი – მას ჭრიან დანით , ხოლო კონსტრუქციაზე მაგრდება თვითმჭრელების საშუალებით
- თაბაშირმუყაო ნიღბავს წებოს ნარჩენებს , რომელიც რჩება მსუბუქი ბეტონის მასალებით კედლის ამოყვანისას – მინიმალური ცდომილებების დროს , საკმარისია თაბაშირმუყაოს უბრალოდ წებოთი ზედაპირზე მიმაგრება .
- თაბაში წარმოადგენს სინოტივის რეგულატორი შენობაში – იგი იწოვს ნესტს , ხოლო როცა ტემპერატურა იცვლება ეს სინესტე ორთქლდება .
- თაბაშირმუყაოს ფილებს იყენებენ მაშინაც , როდესაც ვერტიკალურ სიბრტყეს აქვს თავსა და ბოლოში ცდომილება .
დადებითი თვისებების გარდა , ამ მასალას აქვს რამოდენიმე ნაკლი , რომელიც მის გამოყენებას ზღუდავს ზოგიერთ შემთხვევაში .
- თაბაშირმუყაოს ფილების გამოყენება , ეს ნიშნავს შიდა ფართის შემცირებას შენობაში , რაც დაუშვებელია პატარა ფართის შენობებში .
- თაბაშირმუყაოს კედელს არ შეუძლია გაუძლოს საშუალო სიმძიმის დათვირთვას – თაროების ჩამოკიდება ესეთ ზედაპირზე არ გამოვა , რათქამაუნდა გამოცდილი მონტაჟნიკები , ასეთ შემთხვევაშიც პოულობენ გამოსავალს – თუ ზუსტად არის განსაძღვრული დამაგრების ადგილი , თაბაშირმუყაოს უკან კონსტრუქციაზე ამაგრებენ ფანერას .
- თაბაშირმუყაოს ფილა ვერ უძლებს დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს , ამიტომ თაბაშირმუყაოს გამოყენება აგარაკებზე , რომლებიც არ თბება ზამთრის თვეებში , დაუშვებელია , რადგან ზედაპირი მალე გახდება გამოუყენებელი და დაიშლება .
- შპალერის გაკვრამდე , თაბაშირმუყაოს ზედაპირი უნდა დაიშპაკლოს , საწინააღმდეგო შემთხვევაში , შპალერის მოშორებისას , აძვრება დამცავი ფენაც ( მუყაოს ფენა ) რაც გამოიწვევს კაპირალური რეკონსტრუქციის საჭიროებას .
- ცარიელი ადგილები რომელიც რჩება თაბაშირმუყაოს ფილებით აშენებულ კედლებში – ხდება მწერებისა და მღრნელების თავშესაფრად .
- მიუხედავად იმისა , რომ თაბაშირმუყაოს ფილები არის ნესტგამძლეც , მათი მუდმივი ყოფნა ნესტიან შენობაში ექსპლუატაციის ვადას ამცირებს 5-7 წლით .
ლესვითი სამუშაოები
ზედაპირის გასწორების ეს მეთოდი საუკუნეების მანძილზე გამოიყენება , ასევე ჩვენს დროშიც კედლის ლესვას ხშირად იყენებენ სამშენებლო სამუშაოების დროს . ამ მასალის საბასიზო ნივთიერებები შეიძლება იყოს – ცემენტი , თაბაშირი , გაჯი – შესაბამისად გალესილი კედლის ზედაპირი დამუშავების ტიპით და ექსპლუატაციის ხანგძლივობით განსხვავდება .
ლესვითი სამუშაოების დადებით თვისებებათ თვლიან შემდეგ მომენტებს :
- ამ მასალა , სწორი მომზადების და კედელზე დატანის შემთხვევაში , შეიძლება 30 წლის ექსპლუატაციას გაუძლოს
- გალესილ კედელზე შესაძლებელია , პრობლემის გარეშე დაიკიდოს ნებისმიერი ელემენტი .
- საფარი რომელზეც ხდება ნალესის დატანა , არ რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებებზე და სინოტივეზე , რაც ნებისმიერ პირობებში მისი გამოყენების საშუალებას იძლევა .
- საჭიროების შემთხვევაში , ნებისმიერი დაზიანებული გალესილი ადგილი შესაძლებელია შეკეთდეს .
- ნალესის ფენის სისქე არ აღემატება 20მმ -ს , რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იყოს , შენობის ინტერიერის სივრცე .
- ყველა ტიპის ნალესი არის უსაფრთხო ჯამრთელობისთვის .
- გალესილი კედლები გამოიყენება შემდგომი მოსაპირკეთებელი მასალების დასატანად .
ლესვითი სამუშაოების ნაკლად ითვლება :
- სალესი მასალების გამოყენებისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავი .
- გამოუცდელი ადამინი ვერ შეძლებს ხარისხიანად შეასრულოს ეს სამუშაო .
- სალესი მასალის საშუალებით შეიძლება მაქსიმუმ 25მმ იანი უსწორმასწორო ზედაპირის გასწორება .
- თითქმის ყველა შემთხვევაში , მონტაჟის ფინალური ფაზისთვის საჭირო იქნება შპაკლის დატანვა .
- ელექტრო გაყვანილობის დასაფარად , ან წყალგაყვანილობის მილების , საჭირო იქნება სტრობების მომზადება , პერფორატორით .
- სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის საჭირო იქნება საკმაოდ დიდი დრო
რა შემთხვევებში რისი გამოყენებაა უკეთესი ?!
დადებითი და უარყოფითი მხარეების გარკვევის შემდეგ , შეიძლება გავერკვიოთ თუ რა ჯობია , ლესვითი სამუშაოები თუ თაბაშირმუყაოს ფილები . გადაწყვეტილების მისაღებად , საჭირო იქნება შემდეგის გაანალიზება : კედლის სისწორის ცდომილება , საწტისი ზედაპირის მდგომარეობა , საჭიროა თუ არა რთული კონსტრუქციების დამზადება , ექსპლუატაციის პირობები , რაიმე კომუნიკაციების ან კონსტრუქციების შენიღბვა , როგორი მატერიალები უნდა იყოს დატანილი შემდგომში .
არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა – მასალის ფასი . სალესი მასალები არის იაფფასიანი , მაგრამ მოითხოვენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნებს . თაბაშიმუყაო კი გაცილებით ძვირია , ასევე მისი მონტაჯისთვის საჭიროა უამრავი სხვადასხვა სახის პროფილი , თუმცა ამ მასალის ფილებით კედლის მოპირკეთებას შეიძლება გაართვას თავი დამწყებმა ხელოსანმაც
თაბაშირმუყაო
ეჭვების გაქარწყლება , შესაძლებელია კი მოპირკეთდეს თაბაშირმუყაოთი კედელი ლესვითი სამუშაოების მაგივრად , შესაძლებელია შემდეგი მიზეზით :
- თუ საწყისი ზედაპირი არის ხის , მაგალითად აგარაკზე რომელსაც ხშირად იყენებთ .
- როდესაც საჭიროა შენობის შიგნით მდებარე კომუნიკაციების შენიღბა და სტრობების გათხრა ძალიან რთულია
- დამატებითი დათბუნების საჭიროების შემთხვევაში , ან ბგერაიზოლაციის მოწყობის საჭიროებისას .
- როდესაც ზედაპირი უსწორმასწორო 20 მმ ზე მეტად .
- როდესაც ზედაპირის მოპირკეთება ძალიან საჩქაროა .
- როდესაც საჭიროა სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება , და არ არის პროფესიონალი მლესავის დაქირავების საშუალება .
ლესვითი სამუშაოები
იმისთვის რომ ჩამოყალიბდეთ რითი გაასწოროთ კედლები – თაბაშირმუყაოთი თუ ლესვითი სამუშაოებით , ძირითად კრიტერიუმი გადაწყვეტილების მისაღებათ , იქნება კედლის უსწორმასწორობის სიდიდე ვერტიკალში .
კედლების ლესვა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში :
- როდესაც საწყისი ზედაპირი უნდა მომზადდეს შემდგომში , დეკორატიული ქვით მოპირკეთებისთვის .
- როდესაც ზედაპირი უნდა გასწორდეს ისეთი შენობის ინტერიერში , სადაც მაღალი ტენიანობის მჩვენებელია .
- როდესაც საჭიროა მასიური ნივთების ჩამოკიდება კედელზე
- როდესაც ინტერიერის ფართი ძალიან პატარაა და საჭიროა სივრცის შენარჩუნება .
- როდესაც ვერტიკალში ცდომილება 20 მმ -ზე მეტია
- ინტერიერებში რომლებშიც არის მკაფიო ტემპერატურული ცვლილებები .