მკვეთრი ფერები
მკვეთრი ფერები
მკვეთრი ფერები პატარა აპარტამენტებში
მკვეთრი აქცენტები ინტერიერში ძლიერ ხასიათს ქმნიან , ხაზს უსვამენ საინტერესო დეტალებს და მეტ საინტერესოობას სძენენ სივრცეს . სტატიაში განვიხილავთ ორ აპარტამენტს , რომელთა ფართები 55 კვ.მ-ზე ნაკლებია .
სივრცეებში მოგზაურობა დავიწყოთ სტაფილოსფერი აქცენტების მქონე საცხოვრებლის ინტერიერით . სახლში საბაზისო ფერებად ნაცრისფერი , ბეჟი ,ხის ფაქტურები და სხვა ნეიტრალური ფერებია გამოყენებული , თუმცა ამ ერთი შეხედვით მოსაწყენ და არაფრით გამორჩეულ ინტერიერს სტაფილოსფერი შტრიხები აცოცხლებს .
პირველ რიგში , თვალშისაცემია რუხი სამზარეულოს ფართუკი , რომლის ფერთან ერთად , ფაქტურაც საინტერესო ნაწილია . საერთო სივრცის ამ ფერთა გამას აგრძელებს ბეჟ დივანზე არსებული გოგრისფერი ბალიშები .
საერთო ოთახის სხვა ელემენტები ხის , ან სხვა ნეიტრალური ფერისაა , ისევე , როგორც მისაღებისგან ვიტრაჟით გამოყოფილი მთავარი საძინებელი . თუმცა , მეორე იზოლირებულ საძინებელში ოქროსფერ და ყვითელ აქცენტებს შეხვდებით , რომლებიც შავის ფონზე კიდე უფრო თვალშისაცემია .
აპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აბაზანის კედელია , რომლის მოსაპირკეთებლადაც შავის პარალელურად სტაფილოსფერი ფილებია გამოყენებული , ფერთა გამას იმეორებს და ერწყმის მუქ კედელზე დაშვებული ფირის თბილი განათება .
![](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/01/cube.jpg)
ჩვენი შემდეგი სახლის ფართობი 54 კვ.მ-ია და მოსკოვში მდებარეობს . ცისფერი აქცენტებით , ცივ ფერებში გადაწყვეტილი აბსტრაქტული ნახატებითა და ცისფერი დივანით მოწყობილი საერთო სივრცე ცოცხალ და ნათელ ინტერიერს ქმნის . კედლებზე გამოყენებული ბეჟსა და ნაცრისფერს შორის გარდამავალი ფერი სახლს სიმყუდროვეს სძენს ხის ელემენტებთან ერთად .
აპარტამენტის ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი საძინებელია , რომელიც შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი . ლურჯი კარადა და მუქი ტერაკოტისფერი ხე თუ საწოლის ელემენტები საინტერესო გამას ქმნის .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-2.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-4.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-5.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-6.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-7.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-8.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-9.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-10.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-11.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-12.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-13.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-14.jpg)
![მკვეთრი ფერები](https://aid.ge/wp-content/uploads/2021/03/მკვეთრი-ფერები-mkvetri-ferebi-15.jpg)