მსოფლიოს უჩვეულო სახლები

1 . skateboard house ამერიკაში

სახლი მალიბუში მდებარეობს და მაქსიმალურადაა მორგებული იმ ადამიანებზე , ვისაც სკეიტბორდი უყვარს , ინტერიერში თითქმის ყველა კედელი ამისთვისაა განკუთვნილი . საცხოვრებელი 3 ზონადაა დაყოფილი – მისაღები , სასადილო და სამზარეულო . სასადილო სივრცე შეიცავს საძინებელსა და სააბაზანოსაც , ასევე აქაც მნიშვნელოვანი ნაწილი სკეიტბორდისთვის სავარჯიშო არეაა . ავეჯიც ამ მომრგვალებულ კედლებზეა მორგებული და სრულად ერწყმის მათ .

2 . მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სახლი , პოლონეთი

არქიტექტორ  Jakub Szczesny  – ს მიერ დაპროექტებული სახლი , რომლის სიგანეც 122 სანტიმეტრია და ორ შენობას შორისაა მოქცეული – ვარშავის ცენტრში მდებარეობს . ყველაზე ვიწრო ნაწილი 72 სანტიმეტრია . მიუხედავად ამისა , სახლში ყველაფერია იმისთვის , რომ სრულფასოვნად იცხოვროთ – სამუშაო , საძინებელი , სამზარეულო და სააბაზანო სივრცეები .

msoflios uchveulo saxlebi 2

3 . ძველი წყლის რეზერვუარის გარდაქმნა სახლად , ბელგია

30 მეტრი სიმაღლის წყლის რეზერვუარი , რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა , Bham Design Studio – მ მოდერნისტულ სახლად აქცია . მასში ყველანაირი კომფორტია ოჯახისთვის , საძინებელი , სააბაზანო , სათავსო , პანორამული ტერასაც კი . სახლი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით , რაც ტემპერატურის , განათების ფერების , მუსუკის და ხმოვანი სისტემის კონტროლს გულისხმობს .

msoflios uchveulo saxlebi 3

4 . მსოფლიოს ყველაზე პატარა ( 1 კვ.მ. ) სახლი , გერმანია

ბერლინში მცხოვრებმა არქიტექტორმა ვან ბო ლე-მენცელმა შექმნა 1 კვ.მ. სახლი , რომელიც ხელნაკეთ ხის სტრუქტურას წარმოადგეს , მისი გამოყენება შეიძლება სატელეფონო ჯიხურად , პატარა აპარტამენტად , სამეცადინოთ და ა.შ , სახლი ისეა გაკეთებული რომ მისი გამოყენება როგორც ვერტიკალურ , ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც შეიძლება .

msoflios uchveulo saxlebi 4
msoflios uchveulo saxlebi 5
msoflios uchveulo saxlebi 6
msoflios uchveulo saxlebi 7
msoflios uchveulo saxlebi 8
msoflios uchveulo saxlebi 9
msoflios uchveulo saxlebi 10
msoflios uchveulo saxlebi 11

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ