ხელნაკეთი აბაჟურები
ხელნაკეთი აბაჟურები
განათებას წამყვანი როლი ეკისრება დახურულ თუ ღია სივრცეებში . სწორედ ამიტომ ჭაღები , ბრები , ლამფები დიზაინერების ყურადღების ცენტრში მუდმივად არის . სწორად შერჩეული განათება საცხოვრებელი თუ სამუშაო ინტერიერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია . ის ცვლის ინტერიერს , ფარავს ხარვეზებს აკეთებს ახალ და საინტერესო აქცენტებს . განათების ერთ -ერთი ყველაზე საინტერესო ატრიბუტი აბაჟურია . ჭაღებისა და ბრებისაგან განსხვავებით აბაჟურებს არა აქვთ ფიქსირებული ადგილი ინტერიერში . ამიტომ მათი გადანაცვლება ოთახისა და ოფისის სხვადსხვა კუთხეში მთლიანად ცვლის შიდა სტრუქტურას და ახალ იერსახეს სძენს მას .
დღეს ფართოდ გავრცელებული ცივი საოფისე განათებების ფონზე აბაჟური აქტუალური და ძალიან მოთხოვნადი ხდება : იგი ქმნის ოჯახურ გარემოს , ინტიმს . მის შუქ – ჩრდილებს სითბო და სიმყუდროვე შეაქვს ინტერიერში .
განსაკუთრებით სასურველია ხელნაკეთი ექსკლუზიური აბაჟურები , როგორებსაც მასიურ წარმოებაში ვერსად შეხვდებით . ჩვენი ბლოგი წარმოგიდგენთ უნივერსალური , ორიგნალური და მეტად საინტერესო ხელნაკეთი აბაჟურების ავტორს – მედეა გუგუნავას . ფოტოგალერეა საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ მისი ნამუშევრების მცირე ნაწილს .
მასალად გამოყენებულია : აბრეშუმი , მაქმანი , ბისერი , ბატიკა , შიფონი , ნაქარგი . არც ერთი ნიმუში არ მეორდება . ისინი შესრულებულია განსაკუთრებული სინატიფითა და სიზუსტით .
მედეა გუგუნავა
ტელეფონი +995 5 99 919 001