რესტორანი “ევრო მაიდანი”
თანამედროვეობაში გაცოცხლებული ინტერიერში განთავსებული რესტორანი “ევრო მაიდანი” ( თბილისი, აღმაშენებლის გამზირი) , დიზაინერ თამარ კიკალეიშვილის იდეების და პროექტის ხორცშესხმას წარმოადგენს.
ულამაზეს სივრცეში თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის დეკორის ყოველი ფრაგმენტი მნიშვნელოვან დატვირთვას იღებს. დიზაინი ინდივიდუალურია და აბსოლიტურად განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია. გამოყენებულ დეკორზე არ ბატონობს წუთიერი მოდა.
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
ელეგანტურობა ნატიფ ნიუანსებშია განხორციელებული. ფროფესიონალიზმი ყოველ ფრაგმენტში შეიგძნობა – სივრცის სწორად ორგანიზაცია, ფერისა და მასალის ჰარმონია, ოსტატურად მოფიქრებული და გადანაწილებული განათების დიზაინი, მოცემულ სათავსოთა საერთო სტილისტურ გადაწყვეტასთან შესაბამისი ფურნიტურა, გემოვნებით შერჩეული აქსესუარები – უზადო დიზაინი -საერთო იდეითა და თემით გამთლიანებულ , ჰარმონიულ ინტერიერის სახეს ქმნის , მასში დეტალურადააგათვლილი ყოველი ნიუანსი და წარსულის ინდივიდუალურობა – ყოველივე კი სივრცის დანიშნულების შესაბამის კომფორტს, სასიამოვნო და საინტერესო გარემოს განაპირობებს.
ტექსტი: ნინო ლაღიძე