რემონტი

აივნის შემინვა

აივნის შემინვა

დღევადელ დღეს , აივნის ყველაზე გავრცელებული შემინვის ხერხი გახდა ფრანგული სტილი . ეს შემინვის სტილი უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში . ამ ხერხს ძალიან ხშირად იყენებე , კოტეჯებსა და ვილებზე , რომლებიც განლაგებულია ბუნებასთან ახლოს , შესანიშნავი ხედებით ტყეზე .

თუმცა ასევე ძალიან წარმატებით იყენებენ შემინვის ამ ხერხს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში . განსაკუთრებით როდესაც ბინა განლაგებულია მაღალ სართულებზე . როდესაც თქვენი აივანი მეხუთე სართულზე მაღლა იმყოფება მისი გადაქცევა შეიძლება თბილ , მყუდრო და ძალიან ლამაზ ტერასად . აივანზე შესაძლებელი იქნება მცენარეების განთავსება , რამოდენიმე სავარძლის .

aivnis sheminva franguli metodi

განვიხილოდ რამოდენიმე ნიუანსი ფრანფული შემინვის კონსტრუქციის

ყველაზე პირველი და მთავარი აივნის ფრანგულ შემინვაში , არის ის რომ , შემინვა ხორციელდება აივნის მთელ სიმაღლეზე . იატაკიდან ჭერამდე , ამონტაჟებენ შუშის ბლოკებს პირდაპირ ბეტონის ფილაზე , აივნის იატაკზე . თქვენი სურვილის მიხედვით , ფრანგული აივანი შეიძლება შეიქმნას როგორც მთლიანი ფანჯრის ჩარჩოებით , ასევე დანაწევრებული პატარა ფანჯრებათ . ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და მოთხოვნაზე . ასევე ქვედა ნაწილზე , შესაძლებელია ტონირების გაკეთება შუშაზე , თუმცა ეს შეიძლება გაკეთდეს მთლიან სიმაღლეზეც . შუშას შეიძლება გაუკეთდეს მზის დამცავი ტონირებაც .

სურვილის მიხედვით ფრანგული შემინვის ქვედა ნაწილი შეიძლება გაკეთდეს სენდვიჩ – პანელით . სხვათაშორის პლასტიკატი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის .  ხელოსნების შერჩევა ვინც გააკეთებს აივნის შემინვას ძალიან ყურადღებით უნდა მოახდინოთ . ყოველთვის სასურველია დაუკვეთოთ იმ ხელოსნებს რომლებმაც უკვე გააკეთეს ასეთი ტიპის სამუშაო თქვენს ნაცნობებთან ან ახლობლებთან .

aivnis sheminva franguli metodi

რატომ უნდა გააკეთოთ აივნის ფრანგული მეთოდით შემინვა ?

დასაწყისისთვის , ესეთი ტიპის შემინვით , თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ დანახარჯს ელექტროენერგიაზე . იმიტომ რომ , ესეთი აივანი ატარებს ბევრ სინათლეს ქუჩიდან , ესთეტიური განათების წყალობით , თქვენ არ აანთებთ შუქს ნაადრევად .

ფრანგული შემინვის საშუალებით ჩვენ ასევე ვაკეთებთ ეკონომიას თბოდანაკარგზე . რადგანაც , ასეთი ტიპის აივნები კარგად არის თბოიზოლირებული ,  ძალიან გამძლე მასალებით და ასევე ბგერაიზოლირებული .

ასევე ფრანგული შემინული აივნის წყალობით , ჩვენ ვიზუალურად ვადიდებთ აივნის სივრცეს  , დამათბუნებელი პანელების არ ყოფნის წყალობით . დამათბუნებელი პანელები უბრალოდ საჭირო აღარ არის , რადგან აივანი ისედაც დათბუნებულია .  არ არის საჭირო მისი მუდმივი ღებვა .

მინუსები :

  1. არქიტექტურული და სხივის ამრეკლი საფარის მაღალი ფასი . ასევე ფერადი ფროფილები არ არის იაფი .
  2. მოსაფიქრებელია ზაფხულში განიავების სისტემა , აივნის გადახურებისას .
  3. ასეთი აივნის მონტაჟისას , არის ფილების შეზღუდვა , რადგან აივნის ფილა მძიმდება და უნდა დარწმუნდეთ მის სიმყარეში .
  4. იზრდება ფანჯრების რაოდენობა , რომლებიც უნდა გაწმინდოთ .

უპირატესობები :

  1.  ორიგინალურობა , სილამაზე , სტილისტიკა
  2. ფრანგული აივანი ძალიან საიმედო და სრულიად უსაფრთხოა
  3.  საუკეთესო არჩევანია ვიწრო აივნებისთვის

aivnis sheminva franguli metodi

როგორც ვხედავთ უპირატესობა , გაცილებით აღემატება მინუსებს . და სწორედ ამიტომ , როდესაც ადამიანები ეძებენ აივნის შემინვის ვარიანტებს , ყველაზე ხშირად ირჩევენ ფრანგულ მეთოდს . ასეთე შემინვის ხერხი , რადიკალუად ცვლის საცხოვრებელის იერსახეს , აუმჯობესებს და ალამაზებს მას . ასევე ზრდის კომფორტულობას , და ინტერიერის ვიზუალს .