პატარა სამზარეულოს დიზაინი
პატარა სამზარეულოს დიზაინი
ბევრ ადამიანს გაუკვირდება , მაგრამ 5 კვადრატული მეტრი – ეს არის ნორმა ფართის ერთ ადამიანზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში . ბევრი ჩვენთაგანი ცხოვრობს ისეთ პატარა ბინებში , სადაც სამზარეულო ასეთი ზომის არის . რთულია ესეთ პატარა ფართში დატევა , მაგრამ სხვა გზა არ არის . ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ , როგორ შევქმნათ დიზაინი 5 კვადრატულიანი სამზარეულოსი რომელშიც უნდა განთავსდეს მაცივარიც .
ძირითადი ამოცანა – მაქსიმალურად გამოსადეგად გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი სივრცე , შესანახი სივრცის ორგანიზება , ერგონომიურობა , ფუნქციონალურობა და მოხერხებულობა . სამზარეულოს ორგანიზების მთავარი მიზანია – სათავსების ზონა , მოსამზადებელი , სარეცხი და ასევე სამუშაო ზონა , საკვების მოსამზადებლათ .
5 კვადრატულიანი სამზარეულოს დაგეგმარება
სანამ დავიწყებთ სამზარეულოს დაგეგმარებას , უნდა წარმვიდგინოთ სამუშაო ზონის სივრცე სამკუთხედის ფორმაში – მასში უნდა განთავსდეს მაცივარი , გაზის ზედაპირი და ნიჟარა . მოსახერხებელი სამზარეულოს დახაზვა , რის შემდეგაც ინტერიერის ნივთების დალაგება გაგიადვილდებათ მათი ზომების მიხედვით :
სამზარეულოს სივრცის დაგეგმარება შესაძლებელია უამრავი კომპიუტერული პროგრამით . გეგმარების შემდეგ მოდის სამზარეულოს ტექნიკით დაკომპლექტება რომელიც დამოკიდებული იქნება ოთახის სიგრძესა და სიგანეზე .
პატარა სამზარეულოს ერგონომია
ერთი შეხედვით , ერგონომიის პრობლემები პატარა სამზარეულოში საერთოდ არ უნდა იყოს – ყველა ნივთი განლაგებულია ერთმანეთისგან პატარა დაშორებით , ისედაც პატარა სივრცეში . მაგრამ ეს ასე არ არის . პატარა სამზარეულოც შეიძლება დაგეგმარდეს მოუხერხებლად და არაპრაკტიკულად . ამიტომ იფიქრეთ იმაზე , თუ როგორ გსურთ განათავსოთ ავეჯი . არის ოთხი მეთოდი :
- ხაზოვანი მოდელი – კარადები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განლაგებულია კედლის გასწვრივ .
- გესებური მოდელი
- პესებური მოდელი
- სხვადასხვა კედელზე განლაგებული ავეჯის მოდელი
ხშირ შემთხვევაში 5 კვადრატულიანი სამზარეულოს ავეჯისთვის ირჩევენ გესებურ მოდელს .
მინუსებიდან უნდა აღინიშნოს , რომ ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევაში ავეჯის შეკვეთაა საჭირო , ოთახის ფართიდან გამომდინარე . ესეთი სამზარეულო ჯდება უფრო ძვირი ვიდრე სწორხაზოვანი , რომელიც შეიძლება იყიდოთ ნებისმიერ მაღაზიაში . საყოფაცხოვრებო ტექნიკა უმჯობეისა იყიდოთ ჩასაშენებელი, რაც სამწუხაროდ ასევე ძვირი გიჯდებათ ფინანსურად , ცალკეულად განსათავსებელი შეიძლება არც მოუხდეს ინტერიერს . ესეთ სამზარეულოში სავარაუდოდ არ დაეტევა სასადილო მაგიდა , ამიტომ უმჯობესია ჩამოსაშლელი მაგიდის და დასაკეცი სკამების გამოყენება . ასევე შეიძლება ბარის მაგიდის განთავსება .
პატარა სამზარეულოს შემთხვევაში სპეციალისტების რჩევით უნდა გავითვალისწინოთ დიზაინის შექმნისას შემდეგი :
- საუკეთესო მაგრამ ძვირი არის სამზარეულოს ინდივიდუალური პროექტით შეკვეთა
- მაქსიმალურად გამოიყენეთ ოთახის სიმაღლე – დასაკიდებელი კარადები შეიძლება გააკეთოთ ჭერამდე
- გამოიყენეთ ჩამოსაკეცი მაგიდა და დასაკეცი სკამები
- ვიზუალურად სივრცის გადიდება შეგიძლიათ შუშის , მეტალის და სარკის მეშვეობით
- აირჩიეთ პატარა გაბარიტების მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკა – საუკეთესო შემთხვევაში ჩასაშენებელი
- ჩვეულებრივი კარის მაგივრად , დაამონტაჟეთ გასაცურებელი კარი ან საერთოდ უარი თქვით კარზე
- ეფექტურად გამოიყენეთ ფანჯრის რაფა
- ნუ იყიდით გაზის ზედაპირს ოთხი ქურით – ხშირ შემთხვევაში საკმარისია ორიც
- გამოიყენეთ სივრცის ეკონომიისთვის სხვადასხვა ვარიანტები – რეილინგი , გამოსაღები უჯრები , მრავალიარუსიანი კონსტრუქციები და ა.შ
სამზარეულოს დაგეგმის ეტაპები
- აზომეთ თქვენი სამზარეულო ( სიგრძე , სიგანე , სიმაღლე , კარებისა და ფანჯრების სიმაღლეები ) და ჩაიწერეთ ზომები
- დაახატეთ სამზარეულოს გეგმა ქაღალდზე ან ნებისმიერ სახაზავ პროგრამაში
- ჩაიწერეთ არჩეული ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზომები , შეეცადეთ განათავსოთ ისინი გეგმარებაზე
- ჩამოყალიბდით ფერების გამაზე , იმის გათვალისწინებით , რომ სამზარეულოს ოთახის ინტერიერი მთლიანობაში უნდა მიესადაგებოდეს ბინის დიზაინს . დაიმახსოვრეთ , რომ მუქი და არაპრიალა ზედაპირები ვიზუალურად აპატარავებენ სივრცეს
- რემონტის დაწყებამდე აუცილებლად გათვალეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის განლაგება , რადგან მათზეა დამოკიდებული თუ სად განთავსდება შტეფცელები და ჩამრთველები
- კარგათ გათვალეთ სად განთავსდება ნიჟარა – მასთან უნდა მიდიოდეს საკანალიზაციო და წყლის მილები .
- კარგად შეამოწმეთ გეგმარება – ისე რომ არცერთი პუნქტი არ იყოს მეორისთვის ხელის შემშლელი