ლითონის სახლი იოჰანსბურგში
გრანდიოზული საოჯახო სახლი Kloof Road House , რომლის პროექტიც შეიმუშავა Nico van der Meulen Architects – მა , განთავსებულია იოჰანსბურგის ბუნებრივ ნაკრძალში.
დამკვეთების მთავარი მოთხოვნა არქიტექტორების მიმართ იყო მაქსიმალურათ გარე და შიდა სივრცეეების გაერთიანება, აგრეთვა ნაგებობას მაქსიმალურად ჰქონოდა ხედები .
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
არქიტექტორმა ნიკო ვან დე მიულერმა გადაწყვიტა პროექტში გამოეყენებინა შავი ფერის ლითონი, რომლითაც ფაქტიურათ აგებულია მთელი სახლი. მშენებლობაში გამოყენებულია აგრეთვე ბეტონი და შუშა
გეომეტრიული ფორმები ინტერიერშიც არის გამოყენებული . არქიტექტურული იდეა ინტერიერში გააგრძელა სტუდიამ M Square Lifestyle Design
ვინაიდან ამ კონკრეტულ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახლის ენერგოეფექტურობა, დამონტაჟება მოხდა იატაკქვეშა წყლის სისტემის, რომელიც მიერთებული იყო მზის ელემენტებზე. იგი არამარტო გათბობას არამედ იატაკის ზედაპირის ტემპერატური რეგულირების საშუალებას იძლევა