მინის სახეობები
მინის სახეობები და მათი გამოყენება ექსტერიერსა და ინტერიერში
დროსთან ერთად მინა უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ექსტერიერში , ინტერიერსა თუ დიზაინში , მისი მსხვრევადობა უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას , რადგან დამუშავების შედეგად შეიძლება მივიღოთ მისი დრეკადი და უფრო გამძლე სახეობები .
მინისაგან დამზადებული კონსტრუქციულ-მოსაპირკეთებელი მასალები
- ფურცლოვანი გამჭვირვალე მინა
- გაუმჭვირვალე მოსაპირკეთებელი მინა და მინის კონსტრუქციული ნაკეთობები.
- ჩვეულებრივი მინა, ვიტრინის, ნაწრთობი, არმირებული, უვიოლის, სამფენოვანი, ტალღოვანი, დეკორატიული (მარბლიტი) და ფერადი ფურცლოვანი და სტემალტის მინა
ფურცლოვანი ფანჯრის მინა გამჭვირვალე მასალას წარმნოადგენს . იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება მშენებლობაში . მის დასამზადებლად გამოიყენება კვარცის ქვიშა , ნატრიუმის სულფატი ან სოდა , კირქვა , დოლომიტი და სხვა ნივთიერებები
ვიტრინის მინა მზადდება ვერტიკალური გაჭიმვით ან ჰორიზონტალური გაგლინვით , შემდგომ გახეხვით და გაპრიალებით . ბრტყელი ან მრუდხაზოვანი ვიტრინის მინის სისქეა 7 მმ , ფურცლების ზომები 4450 x 2950 და 3950 x 2950 მმ . გამოიყენება მაღაზიების , კინოთეატრების , საგამოფენო დარბაზების , რესტორნების , კაფეების შესამინად .
უვიოლის მინა კარგად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს , ვინაიდან შეიცავს ძალიან მცირე რაოდენებით რკინას , ქრომისა და ტიტანის ოქსიდებს . უვიოლის მინის სისქეა 2 – 4 მმ , ფურცლების ზომებია 250 x 250 მმ – დან 600 x 1200 მმ – დე . გამოიყენება საავადმყოფოების , სანატორიუმების , საბავშვო ბაღების , სკოლის შენობების შესამინად , აგრეთვე სათბურების სახურავის მოსაწყობად .
ნაწრთობი მინის წარმოება ხორციელდება 600 – 700 °C – ზე გახურებით და შეკუმშული ჰაერის საშუალებით სწრაფი , თანაბარი გაციებით . იგი წარმოადგენს ფურცლოვან მინას , მაღალი მექანიკური თვისებებით და თერმული მდგრადობით . დამსხვრევისას იძლევა გლუვწიბოებიან ნამსხვრევებს . გამოიყენება მინის კარებების , ტიხრების , აივნებისა და კიბის მოაჯირების მოსაპირკეთებლად .
არმირებული მინა წარმოადგენს ფურცლოვან მასალას , რომელშიც დამზადების პროცესში ამზადებენ ლითონის ბადეს . დარტყმისას არ იმსხვრევა , ნამსხვრევებს აკავებს ლითონის ბადე .
არმირებულ მინას იყენებენ ლიფტის შახტების , კიბის უჯრედების შემოსაღობად და შესამინად
ფერადი ფურცლოვანი მინა არქიტექტურაში გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის . მინისათვის სხვადასხვა ფერის მისანიჭებლად კაზმში შეყავთ ქრომის , კობალტის , რკინისა და სხვა ლითონის ოქსიდები . ამ შემთხვევაში მინის მასა მთლიანად არის შეღებილი . უფერო მინაზე შესაძლებელია აგრეთვე 0,2 – 1,5 მმ სისქის ფერადი მინის შრის დატანა . ფერადი მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე . გამჭვირვალე ფერად მინას იყენებენ დეკორატიული ვიტრაჟების მოსაწყობად .
მინის შედარებით ახალი ნაირსახეობაა თხევადი მინა , რომელიც გამოიყენება პრიალა ნივთების (მობილური ტელეფონი , მანქანის ზედაპირი და ა .შ ) ბრონირებისთვის , მისი ზედაპირი ძალიან თხელია , რაც უზრუნველყოფს ნივთის ვიზუალის მინიმალურ ცვლილებას . თხევადი მინის დადებითი თვისებები :
- ანტიბაქტერიული ეფექტი
- უვნებელი
- არატოქსიკური
- მარტივად მოსაშორებელი
- არ იკრავს ჭუჭყს
- არ ატარებს სითბოსა და ულტრაიისფერ სხივებს
მინა ინტერიერში
ბოლო რამდენიმე წელია მინა აქტიურად შემოდის ინტერიერში , მინის ავეჯი , დეკორატიული ნივთები ტიხრები , დიდი სივრცეები სულ უფრო აქტუალური ხდება , მინა ხაზს უსვამს სივრცის სიდიდეს , ქმნის სისუფთავის ეფექტს, და ინტერიერს უფრო მდიდრულად წარმოაჩენს.
მინის დადებითი თვისებები:
- სისუფთავის შეგრძნება
- გარემოს ინტერიერში შემოტანის საუკეთესო საშუალება
- დეკორატიული დანიშნულება
- გამოყენება ზონირებისთვის
მინა არაჩვეულებრივი საშუალებაა ბუნების ინტერიერში შემოსატანად . მინაში მოქცეული პატარა ხე , ბაღი ან რომელიმე მცენარე აუცილებლად გამოაცოცხლებს თქვენს ინტერიერს .
თანამედროვე დიზაინში ხშირად გამოიყენება მინის კიბე , მისი ვიზუალი მსუბუქია და ჰაეროვანია და არ ტვირთავს გარემოს. მინა ხშირად გვხვდება საოფისე სივრცეებში , შესაბამისად იგი არაჩვეულებრივი საშუალებაა ზონირებისთვის არა მარტო ოფისში , არამედ სახლში .
დასკვნის სახით , შეგვიძლია ვთვათ , რომ ინტერიერში მინის გამოყენება ჯერჯერობით აქტუალურია და კიდევ დიდხანს არ დაკარგავს თავის ადგილს.
სტატია მოამზადა – ლინდა დევაძემ