დიზაინი

მოძრავი ფასადები

მოძრავი ფასადის ტიპები  

ფასადი ქალაქის იერსახის განმსაზღვრელი უდიდესი ფაქტორია, ბოლო პერიოდში საზოგადოება უპირატესობას ესთეტიურად დახვეწილსა და ენერგოეფექტურ ფასადებს ანიჭებს . მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიხედვით ისინი „ დინამიკურად “  ( მოძრავი ) და „ სტატიკურად “ ( უძრავი ) იყოფა . როგორ შეიძლება შეიქმნას ფასადი, რომელიც უძრავ ვერტიკალურ ელემენტზე მეტი იქნება ? ან როგორ შეიძლება მას შენობის გარსზე მეტი ფუნქცია ჰქონდეს ? იქნებ მან რეაგირება მოახდინოს კლიმატზე , ბუნებრივ სინათლესა ან ისეთ ბუნებრივ ელემენტზე როგორიც ქარია ? იქნებ მან შეძლოს და ფორმა მომენტალურად , გარემო პირობების ზეგავლენით , დამოუკიდებლად შეიცვალოს ? საბედნიეროდ , „ გარსმა “ ინჟინრების მეშვეობით ევოლუცია განიცადა , ამ სფეროს განვითარების მიზეზი ენერგოეფექტური არქიტექტურის პროგრესში დახმარება იყო . მოძრავი ფასადი წარმოადგენს ერთგვარ გამყოფს ინტერიერსა და გარე სამყაროს შორის . ის ადამიანს საკუთარი გარემოს გარდაქმნის საშუალებას აძლევს ამინდის , ტემპერატურისა და თუნდაც ხასიათის მიხედვით . ეს არ არის ახალი იდეა , მაგრამ არქიტექტორებმა პროექტებში გამოყენება მხოლოდ ახლა დაიწყეს .

mozravi fasadebi

ტექნოლოგიით კონტროლირებადი ფასადი

მოძრავი ფასადების ერთ-ერთი ტიპია ადამიანის მიერ , ტექნოლოგიებით კონტროლირებადი ფასადი , რომლის მაგალითსაც Ernst Gieselbrecht + Partners – ის მიერ სტეიერმარკში , ავსტრალიაში 2007 წელს შექმნილი “ The Kiefer Technic Showroom ” – ი წარმოადგენს . ფასადი 54 ფრაგმენტისგან შედგება და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად კონტროლდება . მათ დამოუკიდებლად მხოლოდ საჩრდილობლის ფუნქცია აქვთ , მაგრამ მომხმარებელს საშუალებას აძლევს პანელს დახრის კუთხე შეუცვალოს და ინტერიერში სინათლის რაოდენობა აკონტროლოს

mozravi fasadebi

სინათლის პროექციის ცვლილება

ჩეონანში , კორეაში არის UNStudio – ს მიერ განხორციელებული პროექტი Galleria Centercity , რომელიც ნათლად გადმოსცემს ამ კატეგორიას . ფასადის სტრატეგია ოპტიკური ილუზიის შექმნაა , რომელიც ალუმინის პროფილებით შემდგარი ორი ფენითაა განპირობებული . პირველ ფენაზე პროფილები ვერტიკალურია , ხოლო მეორეზე სხვადასხვა გრადუსით დახრილი , ამიტომ ნებისმიერი კუთხიდან ტალღისებური გამოსახულება განსხვავებულად აღიქმება .

mozravi fasadebi

ბუნებრივი სინათლით კონტროლირებადი ფასადი

ამ კატეგორიის პირველი მაგალითი 1987 წელს შეიქმნა , მსგავსი ფასადები ძირითადად არაბული გეომეტრიით – „ მაშარაბიით “ არის ინსპირირებული . ასევე , აბუ დაბიში გვხვდება „ Al – Bahr towers “ სადაც ფასადი ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია , დახურულ მდგომარეობაში მზის ენერგიის მხოლოდ 20% უშვებს ინტერიერში და სხივების დაცემის კუთხის მიხედვით კონტროლდება .

mozravi fasadebi

სეზონური ფასადი

სეზონურ ფასადში იგულისხმება მცენარეებით დაფარული ფასადი , რომელიც წელიწადის დროების მიხედვით იცვლება . ეს კატეგორია გვაჩვენებს რომ ფასადის დინამიკა ტექნოლოგიების გარეშეც ადვილად მიღწევადია . ლისაბონში , პორტუგალიაში 2012 წელს აშენებული სახლი ამის ნათელი მაგალითია .

mozravi fasadebi

სტატია მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა