იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ანტიტრენდები

ტენდენციები დიზაინში ყოველთვის არ მოსწონთ ადამიანებს . ცოტა ხნის წინ SAMSUNG – ის დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა , რომელშიც 2000 – მა ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა . მთავარი შეკითხვა იყო – ბოლო 50 წლის განმავლობაში დიზაინში დამკვიდრებულ რომელ ტენდენციებს თვლიდნენ ისინი ცუდად .

1 . პირველი ადგილი უნიტაზზე რბილმა გადასაფარებელმა დაიკავა . გამოკითხულთა 44% მას როგორც მახინჯ საგანს , ისე ახასიათებს . ეს შეფასება შესაძლოა გაზვიადებულია , მაგრამ ალბათ ბევრი ადამიანია იმ აზრზე , რომ რბილი გადასაფარებლები აბაზანაში არც ისე უხდება თანამედროვე ინტერიერს .

ანტიტრენდები

2 . მეორე ადგილს ცხოველების ფიტულები / თავები იკავებს . გამოკითხულთა 39% – ს მიაჩნია , რომ კედელზე ჩამოკიდებული ცხოველის თავი უცნაური და მიუღებელია , განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში , როცა ეკოლოგიის საკითხი ასეთი აქტუალურია .

ანტიტრენდები

3 . მესამე ადგილზე ავოკადოსფერი აბაზანაა . შესაძლოა , ბევრს უყვარს ეს ხილი , ან მწვანე ფერი , თუმცა სააბაზანოში ავოკადოსფერის უხვად გამოყენება სიმწვანის ყველაზე დიდ მოყვარულებსაც კი მოაბეზრებს თავს .

ანტიტრენდები

4 . მეოთხე ადგილი ყვავილების პრინტიანმა ავეჯმა დაიკავა . დღეს მოდურია მცენარეებიანი პრინტები კედლებზე , ქსოვილებზე , ავეჯზე , თუმცა პატარა ყვავილების დიდი დოზით გამოყენება ბრიტანელებს უგემოვნოდ მიაჩნიათ .

ანტიტრენდები

5 . ბისერებიანი ფარდები – სასიხარულოა , რომ დღეს ის მოდური აღარ არის .

ანტიტრენდები

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ