ფანჯრის მარმარილოს რაფები
ფანჯრის მარმარილოს რაფები
ფანჯრის ღიობების გაფორმების შესანიშნავი საშუალება
მარმარილოს ფანჯრის რაფების მოტაჟი არა მხოლოდ აუმჯობესებს ვიზუალურად ფანჯრის ღიობის შეხედულებას , არამედ ხდის მას საიმედოს და გამძლეს . ქვის ფანჯრის რაფები – უნიკალურია , მათ თუნდაც პატარა ნაწილზე არის ტექსტურის არაგანმეორებადი ნახატი .
მარმარილოს ფანჯრის რაფები – მონტაჟის უპირატესობები
მიუხედავათ იმისა რომ , მარმარილოს რაფები არ ღირს იაფი , მათი უპირატესობა ფარავს ამ მინუსს .
გთავაზობთ გავეცნოთ მარმარილოს ფანჯრის რაფების ძირითად უპირატესობებს :
- ესთეტიურად მიმზიდველი შეხედულება :
- მარმარილოს აქვს საკმაოდ დიდი ფერების გამა , მისი დახმარებით შესაძლებელია მივიღოთ ძალიან ლამაზი დეკორატიული ეფექტი ;
- შესაძლებელია მარმარილოს ხესთან ლამაზად შეხამება
- ქვის ზედაპირი უნიკალურია და თითოეული ფანჯრის რაფის ზედაპირზე არა გამეორებადი ტექსტურაა განთავსებული ;
- მარმარილოს საშუალებით შესაძლებელია რაფების მოსახერხებლათ გამოყოფა საერთო ინტერიერის ფონიდან ;
2. მარმარილოს მრავალფეროვანი სახეობა , რომელიც უხდება ამა თუ იმ სტილის ინტერიერს .
თუ ინტერიერში არის კლასიკური სტილი , მაშინ ფანჯრის რაფის გაფორმება რეკომენდირებულია ფერადი მარმარილოთი , რომელსაც მკაფიო გამოსახული ნახატი აქვს , თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელათ , უმჯობესია შეირჩეს მარმარილო ღია ბეჯი ფერის ან რძის ფერი . მინიმალისტური სტილის ინტერიერში შესანიშნავად ჩაეწერება მარმარილო ღია სერი ფერის და არა მკაფიოთ გამოხატული ნახატით .
3. ეკოლოგიური უსაფრთხოება
ეს უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან მარმარილოს რაფა არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან დამზადებული , რომელიც არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს . ამის გარდა , მარმარილოში არის ისეთი ხარისხი , როგორიც არის ჰიგიენურობა , იგი ირეცხება და მის ზედაპირზე არ გროვდება ჭუჭყი . მარმარილოს ზედაპირის დასამუშავებლათ იყენებენ ასევე ორგანულ ნივთიერებებს , რომლებიც ხასიათდებიან ასევე უვნებლობით .
4 . ნესტგამძლეობა
მარმარილოს რაფები კარგად უმკლავდებიან სინესტეს , მიუხედავად იმისა , რომ მათი ნესტის შეწოვის კოეფიციენტი სულაც არ არის ნულოვანი , მარმარილოს ფანჯრის რაფა გაშრობის შემდეგ არ განიცდის დეფორმაციას .
5. ინტერიერის გამდიდრება და ვიზუალურად გალამაზება .
არანაირ ხელოვნურ მასალებს არ შეუძლიათ შეცვალონ ბუნებრივი ქვა . მარმარილოს ფანჯრის რაფის მონტაჟი ინტერიერს ხდის გაცილებით თბილს , მყუდროს და ბუნებრივს .
6. ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მედეგობა .
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მარმარილოს რაფისა არის – სწრაფად ცვლილებადი ტემპერატურის მიმართ მედეგობა . მარმარილო არ კარგავს თავის თვისებებს როგორც ზაფხულში , ასევე აზმთარშიც , როგორც ჩართულ , ასევე გამორთულ გათბობის დროს . ფანჯრის რაფის გათბობასთან ახლოს მონტაჟი არანაირად არ მოქმედებს მის მაჩვენებლებზე . რაფის გათბობა ხდება თანაბრად , სწორედ ამიტომ არ რჩდება ფანჯრის შუშებზე ორთქლის წვეთები .
7. პრაქტიკულობის მაღალი დონე და ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადა .
მარმარილოს რაფის მონტაჟის შემდეგ , შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ მის შეცვლაზე , რადგან მისი ექსპლუატაციის ვადა უტოლდება თვითონ სახლის ექსპლუატაციის ვადას .
თუ მარმარილოს ზედაპირზე არის პატარა ბზარები , სრულიად საკმარისია მისი გაშლიფოვკება და პოლირება . ამის შემდეგ ნჯრის რაფას ექნება კვლავ ახლის შეხედულება .
8. ფორმების მრავალფეროვნება
თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ფანჯრის რთული დიზაინი , მაშინ ფანჯრის რაფაც შეიძლება მოარგორთ ამ დიზაინს . დაწყებული სტანდარტული მართკუთხედით , დამთავრებულო – ტალღისებური და ზიგზაგისებურით .
9. ნებისმიერი სტილის ინტერიერთან შერწყმა .
შესანიშნავი ვარიანტია მარმარილოსი რაფისა და ხის კოჭების შერწმა . მეტალოპლასმასის ფანჯრებიც უკეთ გამოიყურებიან მარმარილოს რაფების ფონზე .
მარმარილოს ფანჯრის რაფების მონტაჟის ტექნოლოგია
ფანჯრის რაფის მონტაჟის საწყის სტადიაზე კეთდება იმ ზედაპირის მომზადება რომელზეც უნდა დამონტაჟდეს რაფა . ასეთ შემთხვევაში , საჭიროა ხარისხიანად ზედაპირის გასწორება . ზედაპირის სისწორის შესამოწმებლათ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტის თარაზო .
გაითვალისწინეთ , პატარა უსწორმასწორობების არსებობის შემთხვევაში , საჭიროა მაინც მათი დამატებით დამუშავება , რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში , რაფა დამაგრდება არასწორად . ზედაპირის გასასწორებლათ გამოიყენეთ სპეციალური ხსნარები . შემდეგ , ხსნარის გაშრობის თანავე , კიდევ ერთხელ შეამოწმეთ რაფის ჰორიზონტალური სისწორე .
ფანჯრის რაფის ჩამოსაჭრელად , საჭიროების შემთხვევაში , ჯერ მზომავის საშუალებით გაზომეთ გაჭრის ადგილი . კუთხოვანის საშუალებით დაიტანეთ სწორი ხაზი ზედაპირზე . მარმარილოს საჭრელი ხელსაწყო შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის , ყველაზე ხშირათ ეს არის ელექტრო ხერხი , დანიშნული ქვების საჭრელათ . გაჭრის დაწყებამდე იზრუნეთ ფანჯრის რაფის დაფიქსირებაზე რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევით მისი გამოძრავება , რაც გამოიწვევს შეცდომებს . მუშაობის პროცესში აუცილებლათ გამოიყენეთ სპეციალური სათვალეები და ნიღაბი – უსაფრთხოებისთვის.
შემდეგ , ფანჯრის რაფის დასამონტაჟებლათ გამოიყენეთ აუცილებლათ რეზინის თავიანი ჩაქუჩი . შეამოწმეთ დაყენების სიზუსტე თარაზოთი . რაფის ფიქსაცია ხდება სპეციალური წებოვანი ხსნარით , დაფიქსირების შემდეგ განათავსეთ რაფაზე სიმძიმეები .