დინამოს სტადიონი

დინამოს სტადიონი

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი

შესავალი ისტორიიდან :1936 წელს, ქალაქ თბილისში შევიდა ექსპლუატაციაში ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში “დინამო”-ს სტადიონი . ამ ობიექტის არქიტექტორი  იყო არჩილ ქურდიანი . იმ დროისთვის სტადიონის ტევადობა იყო 23 000 ადგილი . ეს სტადიონი იყო როგორც სპორტული ნაგებობის ეროვნული იერსახისა და თანამედროვე სპორტული ტექნოლოგიების ახალი სიტყვა ქართულ ხუროთმოძღვრებაში , მას მიენიჭა ლავრენტი ბერიას სახელი . 1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე ჩატარდა სტადიონის ნაწილობრივი გაფართოვება ლითონის კონსტრუქციების მეშვეობით . ტევადობა გაიზარდა 36 200 ადგილამდე . 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული “დინამო”-ს სტადიონი , და ამჟამად მას მიენიჭა ვ.ი. ლენინის სახელი . ავტორმა , არჩილ ქურდიანმა , ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა , კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა , თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 ადგილამდე .

interieris dizaini

დაპროექტდა და განხორციელდა ნატურაში სერიოზული არქიტექტურულ – კონსტრუქციული ნაგებობა . საევაკუაციო აივანი , II იარუსი და 30 მეტრიანი კონსოლური გადახურვა , რომელიც იცავს მაყურებელს მზისა და ატმოსფერული ნალექისაგან – წარმოადგენს სტადიონის ერთიან კონსოლურ სისტემას , რომელიც დაყდნობილია 58 ცალ პილონზე . ხედვის მრუდი იმდენად ორიგინალურად იყო გაანგარიშებული და აგებული ავტორების მიერ , რომ სტადიონის ნებისმიერ ადგილას მჯდომი მაყურებელი უნაკლოდ ხედავს სპორტულ არენას . 2006 წლის 30 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეაბიტილირებული , ნაწილობრივ რეკონსტრუირებული და უეფა – ს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი , ამჯერად უკვე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის , ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 55 000 მაყურებელზე . საპროექტო-არქიტექტურულ , კონსტრუქციულ და დიზაინერულ საქმიანობას ანხორციელებდა ” გია და არჩილ ქურდიანების სტუდია << დინასტია >>”- ავტორის , არქიტექტორის გია ქურდიანისა და ავტორის , პროექტის მთავარი არქიტექტორის , არჩილ ქურდიანის /უმცროსის / ხემძღვანელობით .

dinamos stadioni

დიდი ყურადგება დაეთმო პრესისა და მასმედიის წარმომადგენლებს . მათთვის დაპროექტდა საკონფერენციო დარბაზი 180 ადგილზე , სამუშაო ოთახები და სამუშაო ადგილები ტრიბუნებზე . საევაკუციო აივნის დონეზე საკომენტატოროების გარდა დაპროექტდა პრეზიდენტისა და სამთავრობო ლოჟები , 52 ცალი ვიპ ლოჟა და ბიზნეს – კაფე . განხორციელდა პირველი იარუსის აღმოსავლედ და დასავლეთ ტრიბუნების გადაგეგმარება , რამაც მოგვცა მაღალი კომფორტულობის ვიპ ადგილების მოწყობის შესაძლებლობა . შეიქმნა ინვალიდებისათვის ადრე არ არსებული კონფორტული ადგილები . გადაგეგმარდა და მიყვანილ იქნა უეფა – ს ახალი მოთხოვნების შესაბამისობაში მასპინძლებისა და სტუმარი გუნდების გასახდელები , დოპინგ კონტროლისა და სამედიცინო ცენტრი , მსაჯების გასახდელები და დელეგატებისა და ოქმის ოთახი .

dinamos stadioni

საევაკუაციო აივნის და I იარუსის ტრიბუნების ქვეშ განთავსებულია , სპორტული დარბაზები , საცურაო აუზი , დირექცია და სხვა ადმინისტრაციული დანიშნულების სათავსები . სტადიონს აქვს ორი ტაბლო, სარბენი ბილიკები და ყველა ის ატრიბუტი რომელიც აძლევს საშვალებას ამ ნაგებობას –  დააკმაყოფილოს არა მარტო უეფა-ს , არამედ ყველანაირი ოლიმპიური სტანდარტები , რადგანაც ამ არენაზე არის შესძლებელი ჩატარდეს ნებისმიერი დონის შეჯიბრი , სპორტის ნებისმიერ სახეობაში  (ფეხბურთი , რაგბი , მძლეოსნობა ) .

dinamos stadioni

 

პირველი სტადიონის გახსნისას 1936 წელს შეხვედრები ჩატარდა ბასკებთან კიევის “დინამო”-სთან და სხვა . 1976 წელს , რეკონსტრუქციის გახსნისას ჩატარდა მატჩები უელსის “კარდიფ სიტთან” , შემდეგ “ლივერპულთან”, “ინტერთან”, “ნაპოლთან”, “ჰერტასთან”, “ჰამბურგთან”, “გრას-ხოპერთან”, “ვესტ-ჰემთან” და კიდებ ბევრ ტიტულოვან გუნდთან . სტადიონის 2006 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა 2 სექტემბერს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის , შემდეგ იტალიასთან და ა.შ ამ სტადიონზე უთამაშიათ ისეთ ტიტულოვან ფეხბურთელებს როგორებიცაა: ბორის პაიჭაძე , მიცეილ მესხი , მიხეილ ბერძენიშვილი , შოთა იამანიძე , გაიოზ ჯეჯელავა , ბასა ღოღობერიძე , დავით ყიფიანი , ვიტალი დარასელია და სხვა .

 

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ბმულს , საშუალება გეძლევათ ვირტუალურად დაათვალიეროთ სტადიონი 360 გრადუსიანი პანორამების საშუალებით .

http://panotour.ge/index.php?id=96

http://panotour.ge/index.php?id=103

http://panotour.ge/index.php?id=101

http://panotour.ge/index.php?id=94

 

 

Comments

comments