ღვინის მუზეუმი
ღვინის მუზეუმი
ბორდოს ამბიციური მერი ალან ჟუპპე , იდეოლოგი და სულისჩამდგმელია ახალი მუზეუმის , რომელიც მიძღვნილია რეგიონის მთავარ სიმდიდრეს – ღვინოს . თავიდანვე ალანმა გადაწყვიტა , რომ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო ადგილობრივი ” გუგენჰეიმი ”
იმისთვის რომ გაკეთებულიყო მუზეუმი , რომელიც შეძლებდა არა მარტო საინტერესოდ ღვინის ისტორიის გადმოცემას , არამედ გამხდარიყო თანამედროვე ბორდოს ღირშესანიშნაობა , საჭირო იყო მკაფიო და ეფექტური იდეა . წარმოდგენილი 115 პროექტიდან , ჟიურიმ შეარჩია ფუტურისტული ფორმა , რომელიც წარმოადგინა ფრანგულმა არქიტექტურულმა ბიურომ XTU .
სპირალისებურ შენობას , ხშირად ადარებენ ხან დეკანტერს , ხან წყლის ჭავლს , რომელიც ღვინის ჭიქაზე იწრიტება . შენობას დაერქვა სახელი – la Cité du Vin ( ღვინის ქალაქი )
მდორედ მოხრილი ფორმა შექმნილია კომპიუტერული მოდელირებით და ხის მასალის კონსტრუქციით , რომელიც გამოყენებულია ისევე როგორც მეტალი . შენობას ერთი მხრიდან , ეფექტური ხის არკები აქვს ( მათი რაოდენობა 574 ია ) ღვინის გადამზიდავი ხის გემივით . მეორე მხრიდან კი ეკოლოგიური სივრცეა . ბორდოში ეკოლოგიურობას ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება – ღვინის მწარმოებლები დამოკიდებულები არიან ეკოლოგიაზე , ხოლო ქალაქის მთლაინი ეკონომიკა კი – ღვინოზე .
შენობის კარკასი შემორტმულია 3000 ალუმინისა და შუშის პანელით , რომლებიც დაფარულია მზეზე ლამაზად არეკვლადი ფერადი ლაკით .
მუზეუმის მთლიანად ინტერაქტიულ ექსპოზიციაზე ფრანგულ ბიუროსთან ერთად მუშაობდნენ ბრიტანელი სპეციალისტები საგამოფენო დიზაინის კუთხით – Casson Mann Limited .
ექსპოზიცია შედგება 20 ინსტალაცისგან , რომელიც მიძღვნილია ღვინის კულტურას , ღვინის მწარმოებელ რეგიონებს და ღვინის დაწურვის პროცესს .
განყოფილება ” ღვინის პორტრეტებში ” მოგვითხრობენ მრავალფეროვან საოჯახო ღვინოებზე : თეთრზე , წითელზე , ვარდისფერზე – როგორ ქმნიან მათ , გამოყავთ და ასხავენ . ინსტალაცია ბუფეტი ” მეხუთე გრძნობა ” შედგება სპეციალური ჭურჭლისგან , რომელშიც გაერთიანებულია ხილის სურნელი .
რადგან ღვინო უმჯობესია ერთხელ გასინჯოთ , ვიდრე 100 ჯერ ნახოთ – მუზეუმის დათვალიერება ითვალისწინებს დეგუსტაციასაც , ბაკალი ღვინო უკვე შედის ბილეთის ფასში . ვინც მზად არის თემის უფრო ღმად შესწავლისთვის , სტუდიაში Belvedere , რომელიც განთავსებულია მუზეუმის ბოლო პანორამულ სართულზე , ტარდება დეგუსტაციები ღვინის ისტორიის მცოდნეებთან ერთად . სასმელების გაცნობის გაგრძელება შესაძლებელია რესტორანში , ტაპას – ბარში ან ღვინის ბუტიკში , სადაც იყიდება ღვინო 80 ქვეყნიდან .