ოთახშორისი კარი

ოთახშორისი კარი

გასაგებია ,  რომ ბინებისა და სახლების თანანმედროვე მეპატრონეებისთვის ოთახებში გამავალი კარი არ არის მხოლოდ ინტერიერის ელემენტი , რომელიც ახდენს ერთი სივრცის იზოლაციას მეორესაგან , არამედ ის საცხოვრებლის დეკორაციის შემადგენელი ნაწილია . ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დეტალის შერჩევა იოლი არ არის , თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ თანამედროვე მაღაზიებში წარმოდგენილია ფართო ასორტიმენტი ასეთი კარებების , რომლებსაც სხვადასხვა ფასი აქვს . სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული და ყველა შესაძლო ფერისაა . ხოლო თუ იმის შსაძლებლობა იქნება ,  რომ კარები ინდივიდუალური შეკვეთით დააამზადებინოთ , მაშინ წაიშლება ყველანაირი საზღვარი ინტერიერის ასეთი დეტალის შერჩევისას .

shida interieris otaxshorisi kari

მაშ ასე , რა ფერის კარი ავირჩიოთ ? რომელ დიზაინს მივცეთ უპირატესობა , რომ არ დავარღვიოთ გაფორმების საერთო სტილი ? როგორ ვიპოვოთ პრაქტიკული და ამასთანავე იაფი ვარიანტი ? მოდით გავერკვეთ თანმიმდევრულად .

შუა კარის არჩევა ფორმის , ზომის და კონსტრუქციის ტიპის მიხედვით .

დავიწყოთ იქიდან , რომ უნდა მოხდეს რემონტის დაგეგმარება საწყის სტადიაზე . მაშინაც კი თუ თქვენი კარების ჭრილის ზომები სტანდარტულია ამაში უნდა დარწმუნდეთ წინასწარ , იმიტომ რომ არ მოგიწიოთ არასტანდარტული კარების ძებნა , ან მისი შეკვეთით გაკეთება  , რაც არა მარტო ხარჯებთანაა დაკავშირებული არამედ დროში გაწელავს თქვენს რემონტს .

shida interieris otaxshorisi kari

თუ ვსაუბრობთ ერთკარიან სტანდარტულ კარებზე მისი სიგანე , როგორც წესი უნდა იყოს 60 , 70 , 80 , 90 სმ . ხოლო სიმაღლე მერყეობს იმის მიხედვით , თუ ვინ არის მწარმოებელი . არც თუ იოსე დიდი ხანია რაც 2 მეტრზე მეტი სიმაღლის კარის მოძებნა ძნელი იყო , ახლა კი ასეთი ავრიოანტები ბავრია – 2 მ და 10 სმ , 2 მ და 20 სმ . დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ კარები 2 მეტრზე მეტი სიმაღლის  ჭერის ვიზუალურად ამაღლებისთვის  .

თამანედროვე ბაზარზე ბევრი ფირმაა , რომელიც დაგიმზადებთ შუა კარს თქვენი ზომების და დიზაინის მიხეცვით . ასეთი დეტალი არა მხოლოდ იდეალურად ეწერება თქვენი ბინის ინტერიერში , არამედ შეიძლება განსაკუთრებული მომხიბვლელობა მიანიჭოს მას . თუმცა ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული . ამიტომ მომხმარებლების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს მაღაზიის ასორტიმენტს .

shida interieris otaxshorisi kari

ყველაზე პოპულარულად ითვლება ერთკარიანი და ორკარიანი გასაშლელი კარებები . უპირატესობა ენიჭება ჩვეულებრივი დიზაინის და ექსპლუატაციის მეთოდსაც .
დაგვეთანხმეთ , რომ გასაშლელი კარებები ღია მდგომარეობაში სასარგებლო სივრცია დიდ ადგილს იკავებს . პატარა ოთახებში დიზაინერები გვირჩევენ გასაგორებელი კარების ვარიაციების გამოყენებას .

shida interieris otaxshorisi kari

პირველი ხერხი ასეთი კონსტრუქციის შექმნისას არის კარების მოთავსება ორ რელსს შუა , რომლებიც მაგრდება ჭერზე და იატაკზე .  შედეგათ მივიღებთ მოძრავ კარებს , რომელიც კუპეს კარების პრინციპით იმუშავებს . ბოლო დროს ეს მეთოდი კიდევ უფრო გამარტივდა . დარჩა ერთი ჩამოსაკიდი რელსი ან შტატივი , რომელიც მაგრდება კედელზე კარიების ჭრილის თავზე . საე შესაძლებელი გახდება სივრცის ეკონომია პატარა ბინებში . მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს , რომ კედელთან ახლოს ავეჯის განლაგება შეუძლებელია .

shida interieris otaxshorisi kari

არანაკლებ პოპულარულია მოძრავი კარებები . მისი ძირითადი ამოცანის გარდა (სივრცის იზოლაცია) ის ახდენს ადგილის ეკონომიას . კარები გაღებისას შედის სპეციალურად კონსტრუირებულ თაბაშირმუყაოს ყუთში ან თვით კედელში .

ორი ან სამ ფრთიანი კარები რომელიც იკეცება არის ოპტიმალური ვარიანტი იმ სივრცისთვის , სადაც სხვა ტიპის კარების  მონტაჟი შეუძლებელია . კიდევ ერთი კონსტრუქცია , რომელიც არ შეიზლება რომ არ ვახსენოთ არის კარი – სტელაჟი , რომელიც გამოირჩევა არა გაღების ტიპის მიხედვით , არამედ გარეგნული სახით . კარები ღია თაროებით ხშირად გამოიყენება წიგნების შესანახად , ამიტომ ის ძალიან მძიმეა და ართულებს არა მხოლოდ კონსტრუქციას , არამედ მოითხოვს ფურნიტურის განსაკუთრებულ თვისებებს .

shida interieris otaxshorisi kari

მასალის შერჩევა ფინანსების გათვალისწინებით .

მასალის შერჩევა შუა კარებისთვის პირდაპირ არის დამოკიდებული ფინანსურ შესაძლებლობებთან . შენობის გაფორმების სტილი , სპეციფიკა , ფუნქციონალობა ასევე არის არჩევანის არჩევანის კრიტერიუმები .

გამოვყოთ გამავალი კარების მასალის რამოდენიმე სახეობა .

shida interieris otaxshorisi kari

ყველაზე პოპულარული ვარიანტია კარები DSP – საგან . ხელმისაწვდომია და აქვს დიდი არჩევანი . მისი უპირატესობაა სიმსუბუქე და ექსპლუატაციის სიმარტივე . მაგრამ თუ ვილაპარაკებთ მისი მოხმარების ხანგრძლივობაზე , ის ბოლო ადგილზეა .  MDF – ია კარებები ღირს უფრო ძვირი , მაგრამ ეს აიხსნება მისი სიმტკიცით და საიმედოოობით . ასეთი კარები შესეძლება ისეთ შენობაში გამოვიყენოთ , სადაც სინესტე საშუალოზე მაღალია . ის ქმნის საუკეთესო იზოლაციას .

shida interieris otaxshorisi kari

ნაკეთობა მასიური ხისგან , ეს არია კლასიკა . ასეთი კარები ძვირი ღირს , მაგრამ გემსახურებათ  ათეული წლები . ხშირად მწარმოებლები იყენებენ მსუბუქ და იაფი ხის მასალას , მაგრამ ალამაზებენ უფრო ძვირფასი ხის შპონებით . ასეთი ხერხით შესაძლებელი ხდება თვითღირებულების და ნიოვთების წონის შემცირება .  ყველა ის ვარიანტები , რომლებიც შესრულებულია  სხვადასხვა მასალისგან შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ყრუ სახით ,  ისე მინი ჩანართებით .  თანამედროვე დიზაინ – პროექტებში სულ უფრო ხშირად გვხვდება კარებები , რომელიც მთლიანად მინისგან არის დამზადებული , ჩარჩოს და პროფილის გარეშე . ასეთი კონსტრუქციები ძალიან მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება .   მინის უსაფრთხო კარები .
(თუ გამონაკლისის შემთხვევაში ის გატყდა , ადამიანს ჭრილობას ვერ მიაყენებს ნატეხებით , საკმაოდ ძლიერი გამცავი ფენის გამო ) პრაქტიკულად არ უშლის ხელს სინათლის შეღწევას , რის გამოც იქმნება სივრცის ილუზია , იზოლირებულ ოთახის შსემთხვევაშიც კი .

shida interieris otaxshorisi kari

ფერთა პალიტრა

კარების ფერი სშერჩევა არ არის უბრალო საქმე . ერთის მხრივ არ არსებობს მკაცრი წესები ამასთან დაკავშირებით ,  მეორე მხრივ – გვინდა რომ საკუთარ სახლში ვიხილოთ ჰარმონიული შერწყმა დიზაინის ყველა ენემენტისა . კარებს ვაყენებთ არა ერთი წლით , არამედ ათეული წლობით . ამიტომ მთელი სერიოზულობით  უნდა მივუდგეთ ამ საქმეს . პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა გვინდა რომ კარები ერწყმოდეს სივრცის საერთო ფერთა გამას ,  თუ  ვაქციოთ ვაქციოთ ის თქვენი ინტერიერის აქცენტად ?
შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ ფართობთან და განათების ხარისხთან დამოკიდებულებით შეიძლება გამოვრიცხოთ კარების მუქი ვარიანტები , რომლებიც ხაზს გაუსვამენ ბინის მოკრძალებულ მაშტაბებს . სპეციალისტები რეკომენდაციას უწევწნ ღია ,  ნათელი ფერის კარებებს , არა მხოლოდ პატარა და ცუდათ განათებულ შენობებისთვის არამედ როგორც უნივერსალურ ვარიანტს .

shida interieris otaxshorisi kari

დიხაინერებს შეუძლიათ დაგისახელონ ათობით მიზეზი , რატომ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში მუქი კარები . ერთ – ერთი პირველი მიზეზი არის სტილისტური გაფორმების განსაკუთრებულობა . ბევრი დიზაინერისთვის აუცილებლობას წარმოადგენს კონტრასტული , აქცენტირებული ელემენტები , რომლებიც არა მხოლოდ ყურადღებას იქცევენ , არამედ აძლევენ ინტერიერს სიმკაცრეს და კონსტრუქციულობას .

shida interieris otaxshorisi kari

ბევრი უპირატესობას ანიჭებს იატაკის ფერის შესაფერისს კარებებს . კიდევ ერთი მეთოდი სასიამოვნო კომბინაციისა არის კარების ფერის შერწყმა დიდი ზომის კარადებთან და მთლიან გარნიტურებთან . ეს მეთოდი ყოველთვის არის წარმატებული  გადაწყვეტილება , ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივ პერსპექტივაში , რადგან კარადის ფასადი ან სხვა ავეჯჯის ანსამბლი შეიძლება შეცვალოთ გაცილებით ადრე  , ოთახებში გამავალი კარები .

shida interieris otaxshorisi kari

დიზაინერული მეთოდი , რომლითაც კარები ზუსტად ისე გამოიყენება , როგორც კარედების ფასადი ან გარდერობის ზონა , ქმნის ჰარმონიული საცხოვრებლის სახეს .
თუ თქვენი კედლები ნათელი ფერისაა და თქვენ გსურთ კოლორიტული აქცენტი , მაშინ ოთახში ოთახში გამავალი კარები სავსებით გაართმევს თავს ასეთ ამოცანას .
საცხოვრებელი შენობის კარების დიზაინი .

shida interieris otaxshorisi kari

კარების დიზაინის შექმნის უამრავი ვარიანტი არსებობს , იმაზე მეტი ვიდრე გგონიათ . პრინციპში არც არსებობს  “ტაბუ’ კარების დიზაინის შერჩევაში , მხოლოდ ერთისა – თუ ყველა ოთახის კარი გადის საერთო სივრცეში , ისინი უნდა იყოს მოქცეული საერთო კონცენტრაციაში .  კარების მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა , მაგრამ ერთ სტილში  გადაწყვეტილი . ასევე ზომები – კარის სიგანე შეიზლება იყოს სხვადასხვა , ხოლო რაც შეეხება სიომაღლეს აქ ჰარმონიის  დარღვევა შეუძლებელია .   ღია ფერის კარები  დეკორის გარშეე ჰარმონიულად გამოიყურება ნებისმიერ ინტერიერში , ხოლო მუქი კარები რესპექტაბელურობას ანიჭებს მას და იოლად ეხამება ავეჯს .

 

Comments

comments