იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ფერის კანონები 

ფერის კანონები

რომელი ფერები ავირჩიოთ ინტერიერისთვის ? როგორი შეფერილობის უნდა იყოს დივანი , სკამები , კარადები ? როგორი შპალერი გავაკრათ და როგორი საღებავით შევღებოთ კედლები ? გამოცდილი დიზაინერები და არქიტექტორები გვიზიარებენ საიდუმლოს როგორ მოვიქცეთ , რომ ჰარმონიულად შევარჩიოთ ფერთა პალიტრა .

feris shexameba

როგორც ზოგიერთი არქიტექტორი გვირჩევს , არ ღირს ფერთა მრავალფეროვნებით და ინტერიერში სხვადასხვა შეფერილობის გამოყენებით გატაცება . აქ ასეთი წესი გამოგვადგება : ნაკლები ,  მაგრამ უკეთესი .

სპეციალისტები გვირჩევენ გეგმის შედგენას , რის მიხედვითაც შემდეგ ვიმოქმედებთ .
1 . გავერკვეთ რა ფერის იქნება იატაკი , ჭერი და კედლები .
2 . გავიგოთ როგორი ავეჯი უნდა დავდგათ და რა ტონებში იქნება ის .
3 . ავირჩიოთ დეკორატიული ნივთები – პატარა ვაზები , ბალიშები ,  სურათები და სხვა აქსესუარები .
ვამზადებთ სტილს .

feris shexameba

იატაკი კედლები და ჭერი – ეს ტილოა ,  რომელზედაც შემდეგში განვითარდება ყველა საინტერესო მოქმედება .
არა აქვს მნიშვნელოვა რაზე ვსაუბრობთ აპარტამენტებზე ქალაქში თუ  სააგარაკე სახლზე –  დიზაინერები გვირჩევენ მინიმუმამე დავიყვანოთ ფერთა გამოყენება . იატაკი კარგად გამოჩნდება თუ ის იქნება ნატურალური – ნაცრისფერი , ჩალისფერი ან ქვიშისფერი . მთელი სახლის იატაკი იყოს ერთი ფერის და ერთი ფაქტურის .  სხვადასხვა ტონებით და ფაქტურების შეხამებით გამოწვეული კაკოფონია ნამდვილად უადგილოა .

feris shexameba

რა მოვუხერხოთ ჭერს და კედლებს ? გამოცდილი დიაზაინერები გვირჩევენ დავტოვოდ ისინი თეთრად , უბიწო ქალიშვილივით სუფთა ტილო , რომლის ფონზეც მაქსიმალურად მომგებიანად გამოჩნდება ავეჯი და დეკორი .
ეს თქვენ მოსაწყენად მოგეჩვენებათ ? გააკეთეთ ერთი კედელი ფერადი . მაგრამ ეს მეთოდი გამოდგება ერთი გარკვეული ბინიოს ტიპისთვის ან სახლისთვის . თუ ამ ხერხს გამოვიყენებთ ყველგან , მაშინ ის ინტერესს დაკარგავს .
როგორი ფერი გამოვიყენოთ ? ღია ფერი ჯობია  თუ მუქი , თუ გრაფიტი ? თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ დაამატოთ ფერები კედლებზე , ღირს ორიენტაცია გააკთოთ იმაზე , თუ რა დანიშნულება აქ კონკრეტულ ადგილს .

feris shexameba

მაგალითად  , საძინებელი , სასტუმრო ოთახი და აბაზანა გამოვა ძალიან წყნარი და მშვიდი თუ ავირჩევთ კედლებისთვის თბილ “მოგუდულ” ღია ან უფრო მუქ ტონებს .
გსუურთ დაამატოდ ემოცია ? აიღეთ კონტრასტული ტონები – ნაცრისფერი და ნარინჯისფერი , ნაცრისფერი და სალათისფერი , ნაცრისფერი და ვარდისფერი და ა . შ
ეს შეიტნს შეიტანს მოძრაობას ინტერიერში . ასეთი გადაწყვეტილებები უხდება სასტუმრო ოთახს , სამზარეულოს და ბინაში მოწყობილ სპორტულდარბაზს .
დიზაინერთა უმრავლესობის აზრით , ჭერი სჯობს დავტოვოთ თეთრი . ეს ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს მაღლა .
ავეჯის ნიუანსები .

feris shexameba

ავეჯი – ეს მეორე ეტაპია . რა თქმა უნდა ის უნდა ეხამებოდეს კედლებს , იატაკს , მაგრამ მთლიანად შეერწყას მას  არ არის აუცილებელი . ეს ნიშნავს იმას რომ , მისი ფერი უნდა იყოს სხვანაირი . ავეჯით შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება . მოგინდათ რაიმე სიახლე , უბრალოდ გამოცვალეთ ავეჯის გადასაკრავი – ახალი ინტერიერი სახეზეა . მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ , რაცნაკლებია ფერთა რაოდენობა ინტერიერში , მით უფრო ადვილია ავეჯის ასეთი “ცვლილების ” განხორციელება .
ბინის ან სახლის ოთახები , შეიძლება სხვადასხვა ფერის ან ზომის ავეჯით მოვაწყოთ . თუმცა ფერთა სიუხვე , როგორი გაფანტულიც არ უნდა იყოს ოთახებში , დაგვღლის .
ცოტა დეკორი  .

feris shexameba

ინტერიერის მორთვა სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით – მესამე ეტაპია . აქსესუარები შეიძლიბა იყოს ბევრი და ფერადოვანი , მადრამ ამან არ უნდა გაგვიტაცოს . თქვენი დეკორატიული ნივთები უნდა განვალაგოთ ისე , რომ შენობის საერთო მონცეფციას არ ეწინააღმდეგებოდეს , არც ფერის და არც სტილისტიკის თვალსაზრისით .
გამოცდილი დიზაინერები გვირჩევენ ,  დავითვალოთ რამოდენი ძირითადი ფერია შენობაში . ( კედლები , იატაკი , ჭერი ავეჯი ) და დავამატოთ ორი სამი ფერი აქსესუარებში .  იდეალური ვარიანტია 2 – 3 ძირითადი ფერი და დანმატებული 2 – 3 ფერი დეკორში . ეს იქნება ჰარმონიული გადაწყვეტილება და არ იქნება დამღლელი .
საკმარისია სამი ფერის ფერის ბალიშები დივანისთვის , შეიძლება ვიმყოფინოდ ორი ან თუნდაც ერთი ფერი .

feris shexameba

ინტერიერი არ გამოვა საინტერესო თუ გამოვიყენებთ ძალიან ბევრ ფერს . მზერა მალე დაიღლება ერთი შეფერილობიდან მეორეზე გადართვის დროს . ასეთ გაფორმებას ვერ დავარქმებთ საუკეთესოს .

feris shexameba

რაც შეეხება აქცენტებს , დაე იყოს ეს რამოდენიმე ნივთი . არ ღირს გამოვყოთ თითოეული მათგანი , წინააღმდეგ შემთხვევაში , თვითონ აქცენტის აზრი უბრალოდ დაიკარგება .

feris shexameba