რემონტის დროს დაშვებული შეცდომები

რემონტი ბევრისთვის არც ისე სასიამოვნო პროცესია , ხშირად ვაწყდებით პრობლემებს პროცესის გარკვეულ ეტაპებზე . სტატიაში გაეცნობით შეცდომებს , რომელსაც ძალიან ხშირად ვუშვებთ :

1 . სწორად არ ვაფასებთ ფინანსურ შესაძლებლობებს – გაითვალისწინეთ , რომ რემონტი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოთ , როცა კონკრეტული თანხა გაქვთ , წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრ პრობლემას წააწყდებით როგორც ხელოსნებთან , ასევე მასალებთანაც . პრობლემის მოგვარების გზა ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრაა , ბიუჯეტი კი კონკრეტულ მომენტში თქვენს ხელთ არსებული განსაზღვრული თანხაა , რომელსაც მთლიანად ამ საქმეს მოახმართ . თუ თქვენი ბიუჯეტი მხოლოდ აბაზანის რემონტისთვისაა საკმარისი , გაარემონტეთ მხოლოდ აბაზანა .

remontis dros dashvebuli shecdomebi

2 . არ გაითვალისწინეთ რემონტის სირთულეები – მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ , როგორი რემონტი გინდათ – კოსმეტიკური თუ კაპიტალური და ამის შემდეგ მიყვეთ გეგმას .

remontis dros dashvebuli shecdomebi

3 . ფერების არასწორად შერჩევა – ერთი და იგივე ფერი შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს განსხვავებულ ინტერიერებში , ეს დამოკიდებულია განათებაზე , ინტერიერში გამოყენებულ სხვა ფერებზე . სანამ კედლის ბოლომდე შეღებვას გადაწყვეტთ , შეგიძლიათ თავად მოსინჯოთ კედლის იმ ფერით შეღებვა რომელიც გსურთ , ან თქვენ მიერ არჩეული სხვადასხვა მასალები ( ხე , იატაკი , ქსოვილები , ფერები ) შეადარეთ კედლის ფერს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება .

remontis dros dashvebuli shecdomebi

4 . არ იფიქრეთ ავეჯის გეგმაზე – ინტერიერის მოწყობისას ავეჯის დაგეგმარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პირველი ეტაპია . გასათვალისწინებელია ავეჯის განლაგება , ელექტროობის სქემა , განათებების მდებარეობა  , სად რომელი ტექნიკა და ავეჯი იქნება განთავსებული . ამ პრობლემის გადასაწყვეტად , ან მიმართეთ ინტერიერის დიზაინერს , ან თვითონ შეიმუშავეთ გეგმა , დაახლოებით მონიშნეთ ადგილები , სადაც კონკრეტული წერტილები იქნება , არ დაგავიწყდეთ ვენტილაცია , გათბობა , კომუნიკაციები , კარის სიგანე და ა.შ.  ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, თუმცა რემონტის დამთავრებისას აღმოჩენილ შეცდომებზე ცუდი არაფერია .

remontis dros dashvebuli shecdomebi

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments