ლანდშაფტის დიზაინი

სედუმი

სედუმმა დიდი ხანია დაიპყრო მოყვარული მებაღეების გული . მცენარე მიეკუთვნება სეკულენტების ოჯახს და იდიალურად ეწერება ალპური მთების სილამაზეში , ხოლო შემოდგომას შესანიშნავად ალამაზებს ზოგად ფერის ცვალებას .

იმ ადამიანებისთვის , რომლებსაც ურჩევნიათ იცხოვრონ დაჩაზე გვიან შემოდგომამდე , ამ მცენარეების ქონა აუცილებელია . სედუმი გაალამაზებს მათ ნაკვეთს მაშინაც როცა სხვა მცენაარეები , შეიცვლიან ფერს ან ფოთლებს ჩამოყრიან . პირველი თოვლისთ მოფენილი სედუმი ულამაზესად გამოიყურება , იგი არ არის კაპრიზული , მის მოვლას არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნა , დიდი ხარჯი და ბევრი ენერგია . მისი მოვლა შეუძლია დამწყებ მებაღესაც . მისი გაზრდა შესაძლებელია როგორც ბაღის , ასევე სახლის პირობებშიც .

სედუმის აღწერილობა და თვისებები

სამშოვლო მცენარე სედუმის არის ის ტერიტორიები , სადაც არის ჩრდიოლოეთის დაუნდობელი კლიმატური პირობები , ამიტომ ზამთრის სიცივე და ასევე ტენიანობის სიმცირე , მცენარეს ადვილად გადააქვს . თავდაპირველად ადამიანებს ამ მცენარესთან შეხება ჰქონდათ იაპონიაში , ჩინეთსა და კორეაში .

როცა ლანდშაპტის დიზაინერი გჭირდებათ cube.ge

სედუმის განმასხვავებელი თვისება სხვა მცენარეებისგან არის ორიგინალურობა , მაგრამ მისი ერთი ეგზემპლიარის ჩარგვას ხშირად არ მოაქვს მოლოდინის დეკორატიული ეფექტი . გაცილებით ლამაზი იქნება მიწის ნაკვეთი , ჯგუფურად დანერგვის შემთხვევაში .

სედუმს აქვს მსხვილი ფესვი და ფოთლები , რომლებსაც უპრობლემოდ შეუძლიათ შეინარჩუნოთ სინოტივე . ფესვის სიმაღლე მცენარის სხვადასხვა სახეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 40 დან 80 სმ – მდე .

სედუმი მიეკუთნება მრავალწლიანი მცენარეების სახეობას , რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ზამთრის სეზონს ღია ნიადაგის პირობებში , ყვავილობა იწყება ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში . იგი შესანიშნავი თაფლის წყაროა , რითიც იზიდავს ფუთკრებს .

სახლის სედუმს არჩევენ ძირითადად ტროპიკული ჯიშიდან . იგი უფრო სათუთი და მომთხოვნია მოვლის თვალსაზრისით , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ , მცენარე ცუდათ იგრძნობს თავს ნახევრად ჩრდილიან გარემოში .

ზოგიერთ შემთხვევაში სინათლის სიმცირის გამო სედუმი ნაკლებად ყვავილობს .

სედუმის პოპულარობა ძველი დროიდან მოდის . მისი დაჩეჩქვილი ფოთლებიდან მკურნალობდნენ ჭრილობებს . ერთ – ერთ ლეგენდაში ნახსენებია , ის რომ ახილესს ტელეფოსუს მიერ , გერკულესის შვილისთვის მიყენებულ ჭრილობას სწორედ ამ მცენარით უმკურნალეს .

სედუმის ჩარგვა და გამრავლება

სედუმის ჩარგვისას , პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება მის სახეობას , მიუხედავად იმისა რომ ამ სახეობებს აქვს ერთნაირი თვისებები , თითოეულ მათგან ჭირდება ინდივიდუალურად მიდგომა . მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ სედუმის გამოყვანა საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია . ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დასარგავი ადგილის სწორად შერჩევა , კომფორტულად და ლამაზად მათი ნიადაგზე განაწილებისთვის .

სედუმის გამოყვანაში არის რამოდენიმე საინტერესო ნიუანსი , რამოდენიმე სახეობას უყვარს კარგად განათებული ნიადაგი . ხოლო ზოგიერთ მათგანს სინათლის სიმცირის გამო დეკორატიული შეხედულება ეკარგება .

მცენარე სედუმს ნიადაგისადმი განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს , იგი ხომ ბუუნებრივად ხარობს , სილაში , კლდის ნაპრალებში და შებენით მდიდარ ნიადაგში .

სედუმის ბაღში ჩარგვისას ხშირად იყენებენ მარტივ საოჯახო ხერხს . კარგი ჩანერგვის მისაღწევათ , პირველ შემოდგომაზე რგავენ კონტეინერებში რომელშიც მიწა და სილაა ერთმანეთში გადარეული , ერთმანეთისგან დაახლოვებით 4-5 სმ ის დაშორებით . ჩათესილი სედუმის ზემოდან ხდება მსხვილმარცვლიანი სილის მოფრქვევა , დანამვა , ცელოფნის გადაფარებბა და სიცივეში ესეთ მდგომარეობაში დატოვება . ასეთ დროს აუილებელია ტემპერატურა იყოს 0 დან – 5 გრადუსამდე . პერიოდულად საჭიროა კონტეინერებზე ცელოფნის გადახდა , რაც საშუალებას აძლევს მცენარეს განიავდეს . ასევე ამით ხდება კონდენსატის დაგროვების თავიდან აცილება .

14 დღის შემდეგ შესაძლებელია მცენარეების ოთახში გადატანა , სადაც ტემპერატურა 18-20 გრადუსი . ერთი თვის შემდეგ კი შესამჩნევი იქნება მცენარის ზრდა . მთელი ამ დროის განმავლობაში , სუბტრაქტი უნდა იკლებდეს სინოტივეს ,

როგორ მოვუაროთ მცენარე სედუმს

სედუმის გამონაზარდი საკმაოდ პატარაა , მათი მასიური გამრავლებისას , აუცილებელია ცელოფნის საფარის შემოხსნა , როდესაც მცენარეს უჩდება ორი ახალი ფოთოლი , მათ რგავენ ახალ კონტეინერში . გადარგულმა სედუმმა რომ თავი კარგად იგრძნოს , საჭიროა სუბტრაკტის მუდმივი გაფხვიერება და დანამვა . ასევე ხშირად და ნელ ნელა უნდა მოხდეს ჰაერის შეგუება .