როგორ გამოვიყენოთ შავი ფერი ინტერიერში

შავი კლასიკაა , განსაკუთრებით ტანსაცმლისა და აქსესუარების შემთხვევაში , მაგრამ , როდესაც საქმე ინტერიერის შექმნას ეხება , ხშირად შავი ფერის გამოყენებისგან ადამიანები თავს იკავებენ რადგან ის პირქუშ გარემოსთან ასოცირდება , თუმცა ეს ასე არ არის .

თუ თქვენ მზად ხართ თქვენს სახლში მოდური ექსპერიმენტის ჩატარებისთვის , მაშინ სტატიაში გაეცანით იდეებს , თუ როგორ გამოიყენოთ შავი ფერი ინტერიერში და როგორ შექმნათ ელეგანტური გარემო :

  • შავი კარი და ფანჯარა

თუ გინდათ დაიწყოთ შავის გამოყენება ინტერიერში , მაგრამ გეშინიათ რადიკალური გადაწყვეტილებების , მაშინ დაიწყეთ ფანჯრისა ჩარჩოებითა და კარებით – გადაღებეთ ისინი შავად . ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით ეფექტური იქნება ღია ფერის ინტერიერებთან კონტრასტში .

  • შავი კიბე

ჩვეულებრივი ხის კიბე თუ შეიღებება შავად , ის მაშინვე გახდება ინტერიერის მთავარი ელემენტი და რაც მთავარია შავი კიბე მოუხდება ნებისმიერი ფერთა გამის დიზაინს .

  • შავი კედლები

შეგიძლიათ კედლების შავად შეღებვა , თუმცა ეს საკმაოდ თამამი დიზაინერული გადაყვეტილებაა . თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ , აუცილებელია გაითვალისწინოთ , რომ ამ შემთხვევაში ინტერიერში მინიმუმ ერთი კედელი მაინც უნდა იყოს ნათელი ფერის , წინააღმდეგ შემთხვევაში ოთახი პატარა გამოჩნდება .

  • შავი თეთრთან ან ოქროსფერთან

შავ-თეთრი – ეს კლასიკაა , მსგავსი გადაწყვეტა მინიმალიზმის მოყვარულებს მოეწონებათ . შავისა და ოქროსფერის კომბინაცია კი უფრო მდიდრულად გამოიყურება , თუმცა ასეთი ინტერიერი უფრო გამომწვევი და მძიმეა .

  • შავი დეტალები აბაზანაში

შავი აბაზანა , როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს , სისუფთავის შეგრძნებას ბადებს . ამასთან ერთად შავი აბაზანა და აქსესუარები არც ისე ორდინალური გადაწყვეტილებაა , შესაბამისად ამ ფერის აბაზანაში შეტანის შემთხვევაში ინტერიერი ორიგინალური და არასტანდარტული იქნება .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments