სახლისთვის ნახატის არჩევა
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა დიზაინერებისათვის არის თუ როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად ესა თუ ისე ხელოვნების ნიმუში . სტატიაში გაეცნობით რამდენიმე რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით , გაიგებთ , თუ რომელი ოთახისთვის როგორი სახის ნახატი უნდა შეარჩიოთ . ხელოვნების ნიმუშები ინტერიერს დასრულებულ სახეს სძენს და მფლობელის ხასიათს გამოხატავს .
1 . სამზარეულოსთვის
თუ გადავხედავთ სხვადასხვა ინტერიერს , არ გამოგვეპარება ის ფაქტი , რომ ნახატების მხრივ ყველაზე მივიწყებული სივრცე სწორედ სამზარეულოა , მიუხედავად იმისა , რომ სწორედ ეს ადგილია ხშირ შემთხვევაში სახლის ,,გული „ და ყველაზე ხშირად იქ იმყოფებიან ადამიანები . სამზარეულოსთვის უნდა შეარჩიოთ შედარებიტ მცირე ზომის ნახატები , რომლებიც სივრცეს არ გადატვირთავენ . დიზაინერები გირჩევენ , რომ შეარჩიოთ იუმორისტული და სოციალური ხასიათის სურათები , რომლებიც ღიმილს მოგგვრიან და კარგ ხასიათს უზრუნველყოფენ .
2 . საძინებელი ოთახისთვის
საძინებელი ოთახი დასასვენებელი სივრცეა და სურათმა აუცილებლად უნდა გაუსვას ამას ხაზი . საუკეთესო ადგილი ნახატისათვის ამ შემთხვევაში საწოლის თავზე ან საწოლის მოპირდაპირე კედელზეა . დიდი ზომის ნახატები საუკეთესო არჩევანია , ისინი თვალის სიმაღლის გასწვრივ უნდა დაიკიდოს . დიზაინერების რჩევაა არჩევანი შეაჩეროთ აბსტრაქტულ ნახატებზე პასტელურ ფერებსა და ტონებში . თუ ფოტოგრაფიასთან გაქვთ კავშირი , ლანდშაფტები და გახუნებული ფოტოები აუცილებლად გამოაცოცხლებს თქვენს საძინებელს . ჩარჩო უნდა იყოს მინიმალისტური , ე . წ . საგალერეო ჩარჩო ან ტილო , რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება , რადგან მას ნახატიდან არ გადააქვს ყურადღება .
3 . ოფისისთვის
როდესაც თქვენ მუშაობთ ოფისში , თუნდაც იგი თქვენს სახლში იყოს , ხელოვნება საუკეთესო გზაა თქვენი სივრცისთვის პერსონალურობის შესაძენად და ინსპირაციის მისაღებად . კარგი საშუალებაა მბრუნავი გალერეა , რისთვისაც თვენ დაგჭირდებათ მარტივი თაროს თქვენს სამუშაო ადგილზე განთავსება , ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი სურათი ან ნახატი , რომელიც მოგესურვებათ . კარგი იქნება , თუ მათი ზომები განსხვავებული იქნება . ამ გალერეის დადებითი მხარე ის არის , რომ თქვენ მუდმივად შეგიძლიატ მისი შეცვლა და განახლება .
4 . სააბაზანოსთვის
აბაზანა კიდევ ერთი ისეთი სივრცეა , სადაც ნახატებს იშვიათად შეხვდებით . მათი განთავსება შეგიძლიათ ნებისმიერ თავისუფალ კედელზე , ისინი უნდა იყოს ღია ფერებში , შეგიძლიათ დაკიდოთ რამდენიმე სურათი ერთად , გვერდიგვერდ ან ვერტიკალურად .
5 . საერთო ოთახისთვის
საუკეთესო ბოლოსთვის შემოგინახეთ ! ყველაზე სახალისო ოთახი სურათებით გაფორმებისთვის სწორედ მისაღები ოთახია , სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ მფლობელებიც და ჩვენი სტუმრებიც , სწორედ ამიტომ , ამ სივრცისთვის ნახატების სწორად შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია . თქვენ შეგიძლიატ გამოიყენოთ დიდი ზომის ნახატები , ან მთელი კედელი აქციოთ სხვადასხვა სურათის გალერეად . მათი ფორმები შეიძლება იყოს სხვადასხვა , შეგიძლიათ ერთი ნახატის სამი ნაწილი სამ სხვადასხვა სურათად გვერდიგვერდ განათავსოთ . კარგად გამოიყურება დიდი ზომის სურათები , რომლ;ებიც იატაკზე დევს და კედელზეა მიყუდებული .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ