5 პალიტრა საძინებლისთვის

საძინებელი ოთახისთვის ფერთა გამის შერჩევა არც ისე მარტივია  , ეს ის ადგილია , სადაც ვისვენებთ , გვძინავს , განვიტვირთებით , შესაბამისად , უმნიშნელოვანესია , სწორად შევარჩიოთ ფერები . სტატიაში ნახავთ რამდენიმე რჩევას ამ ამოცანის გასამარტივებლად.

1 . მუქი , მყვირალა კედელი და ნაზი აქცენტები
როგორც ცნობილია , ლურჯი მშვიდი ფერია და დასვენებაში გვეხმარება . თუ თქვენს ოთახში საკმარისი ბუნებრივი სინათლეა , გირჩევთ ლურჯის ყველაზე მუქი ელფერი შეარჩიოთ , წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი პასტელურ ლურჯზე შეაჩეროთ , რომ არ მიიღოთ მკაცრი და მოღუშული ინტერიერი . ლურჯ ფერს უხდება თითქმის ყველა პასტელური ფერი .

2. კონტრასტული ფერები
თუ თქვენ გიყვართ ფერები და არ უშინდებით თამამ გადაწყვეტილებებს , გირჩევთ პასტელური ნაზი ფერი შეარჩიოთ ფონად  და შემდეგ გაახალისოთ ფერადი ავეჯითა და დეტალებით . ასეთ ოთახში გაღვიძება აუცილებლად დაგაყენებთ კარგ ხასიათზე .

3. ცივი ფერები
ასეთ ფერთა გამაში ყოველთვის გრილი და სუფთა გარემოს შეგრძნება დაგეუფლებათ . აქ სუნთქვაც კი უფრო მარტივია . თუმცა ცივი ფერების გამოყენებას ძალიან პატარა ოთახში არ გირჩევთ . დიდ სივრცეშიც კი , მნიშვნელოვანია შეიტანოთ ერთი თბილი ფერი მაინც სიმყუდროვის შესანარჩუნებლად .

4. არაბანალური არჩევანი
ძალიან ორიგინალურია ორაგულისფერი კედელი . საწოლის კედელი ყოველთვის მნიშვნელოვანია და კარგი იქნება , თუ ფერის გარდა ფაქტურით ან არაერთგვაროვანი ზედაპირით იქნება გამორჩეული . თუმცა ეს ფერი არ არის ყველასთვის , რადგან გავრცელებული აზრია , რომ ასეთი მყვირალა ფერები მარტივად ბეზრდებათ ადამიანებს .

5. ფერადი , მაგრამ არა მყვირალა ფერები
უნივერსალური ვარიანტია დიდი და პატარა ოთახებისთვის. ინტერიერში ფერების გამოყენებას ხშირად უშინდებიან . თუმცა თუ თქვენ შეარჩევთ ჩამქვრალ , პასტელურ ფერებს ,ასეთ ოთახში გაღვიძება კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ და საძინებელი ზონისთვის მნიშვნელოვან სიმყუდროვესაც შეინარჩუნებს .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments