Object Carpet
Object Carpet – მა ითანამშრომლა Ippolito Fleitz ჯგუფთან , ხალიჩების მრავალფეროვანი კოლექციის შესაქმნელად , რომელიც მოიცავს რბილი , ხავერდოვანი ტექსტურებით დაწყებული , უხეში სტრუქტურებით დამთავრებულ კოლექციებს .
Object Carpet and Ippolito Fleitz Group – ის იატაკის კოლექციის მიზანია გადმოგვცეს ‘’ მგრძნობელობა , კომფორტი , და უსაფრთხოება ‘’ სხვადასხვა ტექსტურებისა და ფერების შექმნით .

ახალ ასორტიმენტში შედის რვა ახალი მასალა , რომლებიც სულ 111 ფერშია ხელმისაწვდომი . დიზაინში შედის : Skiil and Chill , Meet and Beat , Move and Groove , Flow and Glow , Deal and Feel , Highs and Sighs , Craze and Chase and Walk and Talk .
კომპანიის თანახმად , თითოეულ სტილს ეწოდა განწყობა და ატმოსფერო , რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება . Highs and Sighs , მაგალითად , მორგებულია სახლის გარემოზე თავისი მკვრივი წყობით , რაც მას იმდენად სასიამოვნოს ხდის , რომ შეგიძლიათ მასზე დასხდეთ და მოდუნდეთ . ამ სტილს აქვს 10 სხვადასხვა მიმდინარეობა , მათ შორის ნაცრისფერი , ცისფერი და მტვრიანი ვარდისფერი ელფერი .

მეორე მხრივ , Walk and Talk გამოირჩევა მინიმალური დიზაინით , Object Carpet – ი ვარაუდობს , რომ ის შეიძლება განთავსდეს საპარლამენტო შენობებში , როგორც ‘’ ელეგანტური შესრულება ‘’ .
ეს დიზაინი გამოდის 19 ფერში , რომელშიც შედის ყვითელი , მრავალფეროვანი ნაცრისფერი ტონისა და ორი სახის მწვანე ფერის სხვადასხვა ტონები , მსუბუქი და ბნელი .

‘’ საინტერესო სტრუქტურები – ზოგჯერ წვრილად გადაჯაჭვული , ზოგჯერ პატარა ან მკვრივი წყობით – თითოეულ ხალიჩას განსაკუთრებულ შეხედულებას ანიჭებს ‘’, – ამბობს Object Carpet – ი .
‘’ ფერის ვარიაციები , დახვეწილი ბუნებრივიდან საოცრად ექსპერიმენტულ , გადამწყვეტ როლს ასრულებს ‘’ , – განაგრძო ბრენდმა .

‘’ ახალი ჩაცმულობის მსგავსად , მათი დახვეწილი ინტერპრეტაციები ცვლის ხალიჩების ვიზუალურ ეფექტებს და ქმნის საუკეთესო პირობებს სხვადასხვა ტიპის ოთახებში გამოყენებისათვის , იქნება ეს სასტუმრო ოთახში , ლაუნჯში , საგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ პრესტიჟულ ოფისში . ‘’
Skill and Chill შედგება ოდნავ ნათელი მასალისგან , რაც მას სძენს როგორც დამცავ , ასევე ლითონისებრ ხასიათს , რათა შეიქმნას ‘’ გარკვეული გლამური ‘’ .

Move and Grove – ში ქსოვილის ორმაგი ტონები გაერთიანდა ორგანული , ხორკლიანი ნიმუშით და გთავაზობთ ერთი შეხედვით დაუსრულებელ სტრუქტურებს და ფერთა სქემებს . ეს ხალიჩის დიზაინი საუკეთესოდ შეეფერება დიდ ზედაპირებს .
Object Carpet – ი გეგმავდა ახალი კოლექციის წარდგენას Ventura Centrale – ში , მილანის დიზაინის კვირის განმავლობაში , დიდ ინსტალაციაში , თუმცა , რადგან ღონისძიება გაუქმდა კორონა ვირუსის პანდემიის გამო , პრენდმა შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი , სახელწოდებით Escapade .

Object Carpet – ი დაარსდა 1972 წელს , ის გთავაზობთ ხალიჩებისა და ხალიჩის ფილების 1200 – ზე მეტ დიზაინს . Ippolito Fleitz Group დაარსდა 2002 წელს , რომელიც არის მრავალპროფილური დიზაინის სტუდია .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ