იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

სამზარეულოს თანამედროვე დიზაინი

სამზარეულოს თანამედროვე დიზაინი

2016 წლის თანამედროვე იდეები .  სამზარეულოს დიზაინში ერთ – ერთ მთავარ ტენდენციად იქცა მოხერხებული და კომფორტული სამზარეულოს სივრცის შექმნა , რომელიც აერთიანებს თავის თავში ტექნოლოგიით ახალ შესაძლებლობებს , თანამედროვე ავეჯს და  ტექნიკას .

interieris dizaini

ისევ – ისე მოდაშია დიზაინის თანამედროვე სტილი ” ჰაი ტეკ მოდერნი ” , ” ფიუჟენი  ” , მინიმალიზმი და რა თქმა უნდა უბერებელი ” კლასიკა ”  .

samzareulos tanamedrove tendenciebi

სამზარეულოს დიზაინის აქტუალური გადაწყვეტილებები

ახალი იდეების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე პოპულარულ პროექტებს . ეს პროექტები ხშირად წარმოდგენილია შემდეგ სტილში :

  • ჰაი ტეკი – ეს არის ულტრათანამედროვე მიმართულება , იმ ადამიანებისთვის , ვისთვისაც დამახასიათებელია ცხოვრების სწრაფი რითმი . ჰაი – ტეკის სტილის სამზარეულოს აწყობენ მრავალფუნქციური ავეჯით და ტექნიკით , რომელიც ამცირებს სამუშაოს სირთულეს სამზარეულოში .

გარეგნულად ასეთი სამზარეულო მოგვაგონებს უახლეს ლაბორატორიას ან კოსმიური ხომალდის კაბინას . ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის მინის , ხრომის , პლასტიკის და ბრწყინვალე ზედაპირები .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • მოდერნი – ეს არის პოპულარული მიმართულება , რომელიც გავრცელებულია ევროპულ და ამერიკულ ინტერიერებში . სამზარეულო ასეთ სტილში გამოიყურება მდიდრულად , ნატიფად და უჩვეულოდ .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • ფიუჟენი – ეს იმ ხალხისარჩევანია , ვინც ყურადღებას აქცევს მკვეთრ და ნათელ აქცენტებს და ისე ღებულობს ნებისმიერ არტ – ობიექტს , როგორც ხელოვნების ნიმუშს . ფიუჟენ სამზარეულო ყოველთვის გამოირჩევა განუმეორებელი იერსახით და გამოხატავს პატრონის ხასიათს .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • მინიმალიზმი  – ეს არის სტილი , რომელიც ქადაგებს ასკეტიზმს , როგორც ცხოვრების სტილს . ინტერიერის გამოიყურება სადად . მას ხაზს უსმევს მკაცრი ფერთა პალიტრა . როგორც წესი დიზაინერი ემყარება მხოლოდ ერთ ან ორ ფერს და ამღვრევს მას ღია აქცენტებში .

მაგრამ ამ გარეგნობის სისადავის მიღმა იმალება ფუნქციონალიზმი და კომფორტულობა .

samzareulos Tanamedrove tendenciebi

  • ლოფტი – ეს მიმართულება გამოდგება დიდი და ღია შენობების გასაფორმებლად  . მისი დამფასებლები არიან შემოქმედებითი ადამიანები , რომლებიც სახლებს გადააკეთებენ ხოლმე მხატვრულ სახელოსნოდ ან საკუთარ აგლერეად . ასეთ საცხოვრებელში პრაქტიკულად არ არის კედლები , სამზარეულოს არ აქვს გამოკვეთილი საზღვრები . ერთიანდება ეს ყველაფერი საერთო ინტერიერში მოსაპირკეთებელი მასალებით .

ამ სტილის სამზარეულო გარეგნულად მოგვაგონებს საწარმოო საამქროს . მისი დამახასიათებელია აგურის წყობა , უჩვეულო ფანჯრები , ზედა კომუნიკაციები . ასეთი სამზარეულოს მოწყობისას შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ ფანტაზიით .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • კლასიკა – თავის თავში აერთიანებს ჰარმონიულ ფერებს , მყუდრო ნატურალურ ავეჯს , ნატიფ და დახვეწილ განათებებსა და მოწყობილობებს . ასეთი ინტერიერები მოსწონთ გაწონასწორებულ და მშვიდ ხალხს  .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • არტ – დეკო – არის ფუფუნების და რესპექტაბელურობის დემონსტრირება . ეს სტილი უხდება სამზარეულო და სასადილო ზონას . არტ – დეკოს სტილის შენობები მოგვაგონებენ სამეფო დარბაზების სინატიფეს . მისთვის სპეციალურად ირჩევენ ძვირფას ავეჯს , ჭაღებს , ჭურჭლებს . მოსაპირკეთებელი მასალებს ამზადებენ შეკვეთით ან ყიდულობენ დიზაინერების კოლექციებიდან .

samzareulos tanamedrove tendenciebi

  • პროვანსი – შინაური და მშვიდი სტილია . ის მიიჩნევა სამზარეულოს ოჯახურ ფასეულობათ .  ასეთ სამზარეულოებში მიღებულია ერთობლივი საუზმე და ვახშამი . იქ მუდამ ტრიალებს ოჯახური საკვების და ნამცხვების სურნელი . ავეჯი პასტელურ ფერებშია შერჩეული . კარადები და ბუფეტი შემკულია ლითონის და ლატუნის ფურნიტურით . ფარდები ძალიან მიმზიდველია

samzareulos tanamedrove tendenciebi

ნებისმიერი სტილი ეს არის იდეა , რომელიც შეგვიძლია განვახორციელოთ ჩვენებურად . თუ ჩამოთლილი სტილიდან არც ერთი არ მოგწონთ , მაშინ უნდა მივმართოთ ეკლეკტიკას , ანუ შევავსოთ სამზარეულო სივრცე იმ ცალკეული ელემენტებით რომლებიც მოგვეწონა სხვადასხვა სტილებში . ასეთი მეთოდი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ უნიკალური ინტერიერი .

samzareulos tanamedrove tendenciebi

2016 წლის სამზარეულოს მოდური ფერები

2016 წელს ახალ პოპულარობას იძენს პასტეულური ფერები , როგორიცაა : ქვიშისფერი , რძისფერი , ჩალისფერი , ღია ცისფერი , ღია იასამნისფერი , ღია ყავისფერი .

samzareulos tanamedrove tendenciebi

samzareulos tanamedrove tendenciebi

ინტერიერში რომელიც ნეიტრალურ ფერებითაა შესრულებული , დიზაინერები აქცენტისთვის იყენებენ ნათელ ფერებს . როგორიცაა : წითელი , იისფერი , ზღვის ტალღის ფერი , ყვითელი .

samzareulos tanamedrove tendenciebi

 

კედლის გასაფორმებლად გამოიყენება ასეთი მეთოდები .

  1. მთელი ზედაპირის შეღებვა ერთი ტონით პასტელურ ფერში . ეს მოგვცემს ხელსაყრელ ფონს ნებისმიერი ავეჯის გარნიტურისთვის .
  2. მოპირკეთება დეკორატიული აგურით  ან ხელოვნური ქვით .
  3. ზედაპირზე ბამბუკის , ქაღალდის ან კორპის გაკვრა .

samzareulos tanamedrove tendenciebi

samzareulos tanamedrove tendenciebi

 

თანამედროვე სამზარეულ ოვერ იტანს კედლის უსწორმასწორობას . ჭერი უნდა იყოს შეკიდული ან დაჭიმული . ასეთი ვარიანტი მთლიანად ფარავს ზედაპირის ნაკლოვენებებს . იატაკის მოსაპირკეთებლად გამოდგება მრავალნაირი გადაწყვეტილება :

  1. ლინოლიუმი , რომელიც ბიუჯეტის ეკონომიური ვარიანტია . დღესდღეობით არსებობს ლინოლიუმის უამრავი სახეობა , ამიტომ მისი შერჩევა ძალიან იოლია .
  2. მეორე ადგილზე ნესტგამძლე ლამინატია . ის აუცილებელია იმიტომ რომ სამზარეულოს იატაკი მოითხოვს სველ დამუშავებას .
  3. სისტემა – თბილი იატაკი მონტაჟდება მსხვილი დეკორატიული ფილების ან ხელოვნური ქვის ქვეშ .
  4. თვითსწორებადი იატაკი – ერთ – ერთი ყველაზე ორიგინალური და მოთხოვნადია ძვირადღირებულ მასალებს შორის . მას აკეთებენ ერთ ტონალობაში ან მასიური ნახატებით . მისი მოვლა ძალიან იოლია .

samzareulos tanamedrove tendenciebi

კრიიკის ქვეშ ექცევა ისეთი მასალები , როგორიცაა – კავროლინი , პარკეტი და იაფი ლინოლიუმი . ეს მასალები მალე ისვრება , დეფორმირდება და ცუდად იწმინდება .

samzareulos tanamedrove tendenciebi

აღსანიშნავია , რომ 2016 წლის სამზარეულოს გაფორმებისთვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკური საშუალებები .

  1. ხდება ავეჯის და ტექნიკის ჩაშენება , დეკორატიული პანელების მიღმა .
  2. ტრანსფორმირებადი მაგიდების , სამზარეულო კუთხეებისა და შენახვის სისტემების მაქსიმალური გამოყენება .
  3. სამზარეულო კუნძულის შექმნა , რომელიც დაკომპლექტებულია ნიჟარით , ჭურჭლის სარეცხი მანქანით და დიდი სამუშაო ზედაპირით .
  4. დიდი მაგიდების ნაცვლად , პატარა ზომის ბინებში იყენებენ ბარის მაგიდებს .

 

იდეებისთვის გთავაზობთ დიზაინერების მიერ შექმნილ რამოდენიმე სამზარეულოს ფოტოს .

samzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebisamzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebi

samzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebi samzareulos tanamedrove tendenciebi

 

Leave a Reply