სტილი მემფისი
სტილი მემფისი – რა არის და რა შუაშია ამ ყველაფერთან ბობ დილანი ?!
ეს სტილი ერთ – ერთი ყველაზე არანაბალური , ფერადი და უცნაურიც კია . პირველ რიგში , უნდა იცოდეთ , რომ მემფისი არ არის სტილი , რომელშიც უბრალოდ იცხოვრებთ , ამ ტიპის დიზაინი უბრალოდ უნდა შეგიყვარდეთ ერთი დანახვით . თუმცა ხშირად ადამიანებს გაურკვეველი დამოკიდებულებები აქვთ ამ ინტერიერებთან , რადგან მისი არასტანდარტულობა არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს .
ორი მთავარი პრინციპი , რაზეც ინტერიერის ეს მიმდინარეობა დგას : სუფთა ფერები ( პასტელური ან მყვირალა ) და ასეთივე სუფთა , გამოკვეთილი ფორმებია . მემფისი ესთეტიკასთან ერთად ფილოსოფიაზეცააა ორიენტირებული .
სტილი მემფისის სახელი ძველ ეგვიპტეს სულაც არ უკავშირდება , ეს პოსტმოდერნისტი დიზაინერების ჯგუფია , რომლებიც 1980 წლის 11 დეკემბერს გაერთიანდნენ , რადა ექსპერიმენტული ინტერიერები შეექმნათ , მეგობრები ბობ დილანის ,, Stuck inside of mobile with the Memphis blues again “ – ს უსმენდნენ , სწორედ ამ კომპოზიციისგანაა სტილის , მანამდე კი დიზაინერთა ჯგუფის სახელი შთაგონებული . მათ უნდოდათ დამკვიდრებული სტანდარტებისგან გაქცევა და რაღაც ახლის შექმნა , რაც აცდენილი იქნებოდა ,,კარგი გემოვნების ‘’ კლასიკურ გაგებას .
როგორ აკეთებდნენ ამას ? პასუხი – ექსპერიმენტებია . ისინი ექსპერიმენტებს ატარებდნენ ფორმებით , ფერებით , მასალებით , ფაქტურებით . ფორმები – გეომეტრიული , ფერები – მყვირალა , მასალები – მაღალტექნოლოგიური , ორნამენტები – კონტრასტული . სწორედ ასე შეიძლება ამ სტილის აღწერა .
ჯგუფი მემფისი 1988 წლამდე არსებობდა და ამ დროის განმავლობაში დიზაინერებმა არა ერთი ნივთის, ავეჯისა თუ ინტერიერის შექმნა მოახერხეს .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ