აივნის მოწყობა
ქალაქის აპარტამენტებში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის მყუდრო გარე სივრცე ოცნებას წარმოადგენს , თუ თქვენ გაქვთ აივანი , მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა . თქვენ გაეცნობით რჩევებსა და იდეებს თქვენი აივნის მოსაწყობად .
1 . დაამატეთ პატარა მაგიდა თქვენს აივანს
დილის ყავის მყუდრო აივანზე დალევა დიდი სიამოვნებაა , თქვენ ამისთვის მხოლოდ მცირე ზომის მაგიდა და 1 ან 2 სკამი დაგჭირდებათ . მისი ზომა თქვენი აივნის ზომაზეა დამოკიდებული .
2 . ე . წ . ჩაშენებული დასაჯდომი
ჩაშენებული ან გაჭედილი ბენჩით თქვენ გაზრდით სივრცეს , ასევე თქვენ ქარის შემთხვევაში არ გექნებათ სანერვიულო , რაც დიდი პლუსია .
3 . გამწვანება
აივანს ყველაზე მეტად მცენარეები უხდება . იგი ეზოს შთაბეჭდილებას ქმნის და გარემოს უფრო სასიამოვნოს ხდის . რაც უფრო მეტი და დიდი მცენარე იქნება აივანზე , მით უფრო ლამაზია იგი .
4 . ბალიშები
სულაც არ არის საჭირო აივანზე ავეჯი იყოს , უბრალოდ აიღეთ რამდენიმე ფერადი იატაკის ბალიში და განათავსეთ თქვენს აივანზე , ისინი მოხმარებისასაც კომფორტულია , რადგან მარტივია მათი გადაადგილება .
5 . ხალიჩა
აივანზე ხალიჩის განთავსება უფრო მყუდრო იერს ანიჭებს სივრცეს , დიზაინერების რჩევაა , ხალიჩას ჰქონდეს განსაკუთრებული პატერნი , რომელიც აივნის შუაგულში ცენტრალური წერტილი იქნება .
6 . გამოიყენეთ კედელი
დაკიდეთ კედელზე მცენარე , რომელიც ნებისმიერ ამინდს გაუძლებს , როდესაც აივანი ძალიან პატარაა , ეს დეტალი დაგეხმარებათ , არ დაკარგოთ სივრცე მცენარეების ქოთნებით .
7 . განათება
აივნის განათებისთვის ჭაღის გამოყენება დაგეხმარებათ რომ იგი მყუდრო იყოს , თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მისი გამძლეობა ამინდის მიმართ .
8 . დაკიდებული სკამი ან ჰამაკი
თუ გსურთ ბუნება და სახლის გარემო გააერთიანოთ , ეს საუკეთესო გზაა
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ