PURO hotel
PURO hotel – სასტუმრო ვარშავაში
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ახალი სასტუმრო PURO გაიხსნა , მისი დიზაინი ბრიტანული DeSallesFlint სტუდიის მიერ არის შექმნილი . სასტუმროს დათვალიერებისას დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით და ამ ორი განსხვავებული მხარის ელემენტების საინტერესო შერწყმას აღმოაჩენთ .
სასტუმროს ინტერიერი იდეალურად იცავს ბალანსს ვინტაჟურ მწვანე ფერებს , ხავერდს და ორნამენტებიან დეტალებსა და მინიმალისტურ მოდერნისტურ ელემენტებს შორის . აღსანიშნავი ფაქტია რომ სასტუმროს 148 ოთახს ამშვენებს ხელით შექმნილი სპარსული ხალიჩები ,
სასტუმროში გამოყენებული ავეჯის დიდი ნაწილი ევროპულ ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის : Baxter , Moroso, Kettal , Carl Hansen & Co. , Gubi , Fredericia Fogia , & Tradition …
სასტუმროს შენობა Jems AArchitecki -ს მიერაა შექმნილი , რომელმაც მოახერხა , რომ სასტუმრო ყოფილიყო ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე შენობებს შორის გადებული ერთგვარი ხიდი .
სახურავზე განთავსებულია ღია ბარი , საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით . გამოყენებული ავეჯი აგრძელებს ინტერიერში არსებულ თემატიკას : მასიური მაგიდები , თბილი ფერები , დაწნული ავეჯი და ხავერდი .
სასტუმროს ინტერიერი 2018 -2019 წლების ტენდენციების მიხედვითაა შექმნილი რასაც მასში გამოყენებული ფერები – მწვანე , ყავისფერი , პასტელური მუქი ფერები და ამ წლების უცვლელი ქსოვილი – ხავერდი ადასტურებს .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ