Nathalie Deboel

 Nathalie Deboel

ბელგიელმა დიზაინერმა Nathalie Deboel – მა წარმოადგინა თავისი პირველი ავეჯის კოლექცია .

Nomad -ის კოლექციაში თითოეული ავეჯი მზადდება ხრახნებისა და ჭანჭიკების გარეშე , ამის ნაცვლად დიზაინის აწყობა ხდება ხის ბოძებისა და ზედაპირებისაგან .

 Deboel – ის მიზანი იყო მინიმალისტური ესთეტიკური დიზაინის შექმნა , ასევე პრაქტიკული და ლამაზი . ავეჯის ნაჭრები შექმნილია იმ პრინციპით , რომ თითოეული ნაწილი უკავშირდება ერთმანეთს , ასე რომ მათი აწყობა გამარტივებულია .

Nathalie Deboel

 დიზაინი შეიქმნა Oostkerke – ში ვიქენდისთვის განკუთვნილი სახლებისთვის .

 Deboel – მა შეკვეთით შექმნა ბიბლიოთეკა , სადაც ხის ბოძების ბადე უზრუნველჰყოფს თაროების დაჭერას . ცილინდრული ბოძების იდეა გაჩნდა იქედან , რომ დიზაინერმა Covid – 19 – ის დროს შექმნა ხელჯოხი . მოგზაურობის შეზღუდვების გამო , Deboel – ი ხშირად დადიოდა სოფლებში , მან დაიწყო ფიქრი ხელჯოხზე , როგორც მოგზაურის კომპანიონზე , რომელსაც იყენებდნენ გადაადგილებისთვის .

Nathalie Deboel

  ამის გათვალისწინებით , აზრი ჰქონდა ამ ელემენტის გამოყენებას , როგორც ავეჯის კოლექციის საფუძველს , განსაკუთრებით კი აუცილებელ ნივთებს . ‘’ ჩემს პროექტებში ვცდილობდი მშვიდი და დაბალანსებული ინტერიერის შექმნას , მაშინ როდესაც მე თვითონ მუდმივად ვმოძრაობდი , ‘’ – თქვა Deboel – მა . ‘’ ლოქდაუნის დროს ფაქტიურად დავბრუნდი სახლში . ბუნებაში აქტიურად მოძრაობამ შთაგონება და სიწმინდე შემომიტანა აზროვნებაში . დიზაინის სიმარტივე  , მასალა და სტრუქტურები გახდა Nomad – ის კოლექციის თემა .’’

Nathalie Deboel

  ასევე წიგნების თარო , კოლექცია მოიცავს მართკუთხა და მრგვალ მაგიდებს , სავარძელს და დღის საწოლს , მომრგვალო ხის კომპონენტები გვკარნახობენ , თუ როგორ იკრიბება ავეჯი . ეს ხელით გადახვეული ელემენტები გადიან ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად , რომლებიც ქმნიან ფეხებს . ამ გეომეტრიას იმეორებს დღის საწოლის ფორმა , რომელიც აერთიანებს კუბურ ბალიშს ცილინდრული საყრდენით .

Nathalie Deboel

  კოლექციაში საერთოდ არ არის დეკორატიული დეტალები . მეტალის ფეხები , რომლების ბიბლიოთეკას აქვს , განკუთვნილია სიმაღლის რეგულირებისთვის . Deboel – ი დიზაინს ქმნის  კაკლის ან მუხის გამოყენებით . მას სურს კოლექციის გაფართოება და ახალი მასალებით ექსპერიმენტები და ამჟამად ავითარებს იდეებს ბუნებრივ ქვაში .

Nathalie Deboel

 ‘’ ვფიქრობ , ფანტასტიურია სხვადასხვა ატელიესთან , სტუდიასთან , ტექნიკასთან და მასალებთან მუშაობა ‘’, – თქვა მან . ‘’ თითოეულ მასალას აქვს საკუთარი ძალა და სახე , რაც გვაძლევს უსასრულო შესაძლებლობებს ახალი ავეჯის დიზაინის შესაქმნელად . ‘’

Nathalie Deboel

ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ